Home სიახლეები

გასულ კვირას ლოს ანჯელესში, ნოკიას თეატრში ამერიკული სატელევიზიო დაჯილდოების, ემის ცერემონიალი გაიმართა. ალბათ უკვე იცი რომელმა ვარსკვლავმა რა ნომინაციაში გაიმარჯვა, ხოლო თუ როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები, რა ფერის,სტილის და რომელი დიზაინერის სამოსი ეცვათ წითელ ხალიჩაზე, ამ პოსტიდან შეიტყობ. მანამდე კი მოგახსენებთ, რომ ვარსკვლავების ფავორიტ დიზაინერებად გამოიკვეთნენ: Marchesa, J. Mendel, Jenny Packham and Naeem Khan, ხოლო ყველაზე პოპულარული ფერი ვარდისფერი და მისი ტონალობები გახლდათ.


როგორც ამ გალერეაში ვიხილეთ ვარსკვლავები მეტ-ნაკლებად გემოვნებით შემოსილნი გახლდნენ. ვარცხნილობა, მაკიაჟი და სამოსი თითქმის ყველა ფოტოზე მოგვწონს. ასე რომ, დროა თვალი ფოტოების მეორე ნაწილსაც გადავავლოთ.


ჩვენს ფავორიტ ჩაცმულობად სოფია ვერგარას Vera Wang-ის წითელი კაბა შევარჩიეთ. გადახედე ფოტოებს და შენი ფავორიტების შესახებ აზრი გაგვიზიარე. მგონი, ემის წითელი ხალიჩა წელს ყველაზე მკაცრ მოდის კრიტიკოსსაც კი მოულბობდა გულს.

შენ რას იტყვი?