Home მიმოხილვები

თანამედროვე სამყაროში, ისე როგორც არასოდეს, დრო ფულია და ფულის დახარჯვა არც ისე რთულია. თუმცა ხშირად საყიდლებზე წასასვლელად მხოლოდ დრო და ფული არ კმარა. ენერგიაც საჭიროა დახლებს შორის ასეულობით მეტრი ბოდიალისთვის და ბოლოს სალაროსთან რიგი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ფაქტობრივად გარდაუვალია.

BigMarket არის იდეალური საშუალება ერთდროულად დაზოგო დრო, ფული და ენერგია.

მოშინაურდი! საყიდლების შეძენა არასოდეს ყოფილა ასეთი ადვილი.

აქ არის ყველაფერი, რასაც მაცივარში ვერ იპოვით.

საიტის მოქნილი სისტემა საშუალებას გაძლევს აირჩიო სასურველი პროდუქცია, იქნება ეს ხილ-ბოსტნეული, ხორც-პროდუქტები, სარეცხი და საწმენდი საშუალებები თუ სხვა დანარჩენი. (გადა)იხდი პლასტიკური ბარათით და სასურველ დროსა და ადგილზე მოგართმევენ. ამასთან, 100 ლარზე მეტი ღირებულების შენაძენს – უფასოდ, დღის ნებისმიერ დროს და თუნდაც ვარკეთილში.

შეარჩიე  მრავალფეროვანი კატეგორიების საშუალებით, მათ შორის ერთ-ერთის შესახებ საიტზე შესვლისთანავე ვიგებთ “ქართულია –  ჩართულია”. ქართული არის კატეგორია, რომელშიც მხოლოდ საქართველოში დამზადებული პროდუქტებია განთავსებული.

დაზოგე ყოველდღიური ფასდაკლებების და შემოთავაზებების საშუალებით.

მოიმარაგე კვირის და თვის მარაგები. ამისთვის საიტის ადმინისტრაცია სპეციალურად შექმნილი პროდუქტების სიას გთავაზობთ.  ასე რომ ფაქტობრივად იმაზე ფიქრიც კი არ გჭირდება, რა შეიძინო, რამდენი და სად.

BigMarket-ის გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე. ქმნის კომფორტულ გარემოს და სასიამოვნო განწყობას.

… და თუ გინდა (ბა)ზარი კარზე, ეწვიე BigMarket.ge-ს.

 

შენ რას იტყვი?