Home მნიშვნელოვანი

ზოგიერთ კულტურაში ქალწულობა ითვლება სიწმინდის და ღირსების სიმბოლოდ, თუმცა ამჯერად არ მინდა ქალწულობის ღირებულებებზე და მნიშვნელოვნებაზე გესაუბრო. ყველა ჩვენთაგანისთვის ადრე თუ გვიან დგება ის მომენტი, როცა “იმ ერთ” ადამიანს შევხვდებით, ვინც ჩვენი პირველი მამაკაცი გახდება. ჩემი მიზანია, მოგიყვე პირველი ღამის შესახებ და ვუპასუხო შენს კითხვებს.

მაშ ასე!

რა არის ქალწულობა?

ქალწულობა ქალის ფიზიკური მდგომარეობაა დეფლორაციამდე (ქალწულობის დაკარგვამდე). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალწულად ითვლება ადამიანი, რომელსაც არასოდეს მიუღია მონაწილეობა სქესობრივ აქტში პენეტრაციით (შეღწევით).

ქალებში ქალწულობა გამოიხატება ქსოვილის (სპეც. აპკის) (Hymen) არსებობით, რომელიც გარს ეკვრის და ნაწილობრივ ფარავს ვაგინალურ ხვრელს. გარსმა, რომელსაც ხშირად “საქალწულე აპკს” უწოდებენ, ასაკის მატებასთან ერთად, შესაძლოა ზომაში მოიმატოს. თუმცა, მხოლოდ აპკის არსებობა არ არის ქალწულობის საკმარისი პირობა. იშვიათ შემთხვევებში, ფიქსირდება ანატომიური ანომალიები, როგორიცაა:

იმპერფორატული აპკი (Imperforate hymen)

ნორმალური აპკი ვაგინალურ ხვრელს მხოლოდ ნაწილობრივ ხურავს, თუმცა არის ღია ადგილები, საიდანაც მენსტრუალური სისხლის გამოყოფა ხდება. იმპერფორატული აპკის შემთხვევაში კი აპკი მთლიანად ფარავს ვაგინალურ ხვრელს, რაც პრობლემებს იწვევს და საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

მიკროპერფორატული აპკი

აპკი გარეგნულად იმპერფორატული (დახურული) ჩანს, თუმცა შეუმჩნეველი, მცირე ზომის ნახვრეტები აქვს.

სეპტატური აპკი

აპკზე დამატებითი ვერტიკალური გარსების არსებობა. სეპტატური აპკი ძალიან იშვიათია და 2000-დან მხოლოდ 1 შემთხვევაში ფიქსირდება.

პირველი ღამე

დეფლორაცია

ახლა, კონკრეტულად დეფლორაციის პროცესზე გადავიდეთ და განვიხილოთ აპკის ტიპის მიხედვით დეფლორაციის შეგრძნებები და ზომები, რომელიც შეგიძლია მიიღო ზედმეტი ტკივილის და უსიამოვნო შეგრძნებების შესამცირებლად.

აპკის ტიპი და სისქე არაერთგვაროვანი და ინდივიდუალურია. მაგალითად, მძიმეწონიან ქალებში აპკი ხშირად ღრმად არის მოთავსებული ვაგინალურ ხვრელში. დეფლორაციის შეგრძნებები დამოკიდებულია აპკის სისქეზე, მის მდებარეობაზე, ტიპზე და ხვრელების განლაგებაზე.

კერძოდ, თუ აპკი თხელია, ხვრელი კი საკმარისად დიდი ზომისაა, პენეტრაციას ნაკლები ტკივილი და სისხლდენა მოსდევს. ასევე, დასაშვებია სისხლდენის არარსებობა, როცა პენისი მცირე ზომისაა და პენეტრაციისას ადვილად თავსდება აპკის ხვრელში. არსებობს შემთხვევები, როცა აპკი ელასტიკურია და პენეტრაციისას არ ირღვევა, ან ირღვევა მხოლოდ ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სისხლის ოდენობა უმნიშვნელოა ან სისხლდენა არ ფიქსირდება. “ელასტიკური აპკი” (Elastic hymen) საკმაოდ იშვიათია და ქალების მხოლოდ 11%-ში ფიქსირდება.

ახლა განვიხილოთ მითები, რომელიც საზოგადოებაშია გავრცელებული აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მითი 1: ქალწულობის დაკარგვას აუცილებლად მოსდევს სისხლდენა. სისხლის არარსებობა ნიშნავს, რომ ქალისთვის ეს აქტი არ იყო პირველი.

რეალობა: სისხლდენის სიძლიერე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის აპკის სისქეზე. არსებობს შემთხვევები, როცა სისხლდენა ძალიან ძლიერია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა შეუმჩნეველია. ასევე, ელასტიკური აპკის არსებობისას, პირველი სქესობრივი აქტის შედეგად, უმეტეს შემთხვევაში სისხლდენა არ ფიქსირდება. ელასტიკური აპკი პენეტრაციისას შესაძლოა მცირედ დაზიანდეს, ან მშობიარობამდე დაუზიანებელი დარჩეს. აქედან გამომდინარე, დეფლორაციისას სისხლდენის არარსებობა არ გამორიცხავს ქალწულობას და აპკის დაუზიანებლობა (ელასტიკური აპკის შემთხვევაში) არ ნიშნავს ქალწულობას (წარსულში სქესობრივი აქტის არქონას). აპკის მდგომარეობის დადგენა შეუძლია მხოლოდ პროფესიონალს ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, გინეკოლოგებს ეკრძალებათ აპკის მდგომარეობის შესახებ წერილობითი ცნობების გაცემა.

მითი 2: აპკის გარღვევა მხოლოდ პენეტრაციითაა შესაძლებელი.

რეალობა: ადრეულ ასაკში სპორტულად აქტიურ გოგონებს შესაძლოა აპკი დაუზიანდეთ სპორტული აქტივობის შედეგად, განსაკუთრებით ეს ეხება ველოსპორტით, ცხენზე ჯირითით, აკრობატიკით დაკავებულ გოგონებს.

მითი 3: დეფლორაციისას გამორიცხულია დაფეხმძიმება, შესაბამისად არ არის აუცილებელი თავდაცვა.

რეალობა: პირველი აქტის დროსაც, ისევე როგორც შემდგომში, კონტრაცეპტივების გამოყენება აუცილებელია.

გამოიყენე კონდომი, თუმცა თუ ალერგიული ხარ, გაითვალისწინე ისიც, თუ რა მასალისგან დამზადებულ კონდომს მოიხმარს შენი პარტნიორი.

მითი 4: მასტურბაციის შედეგად აპკი აუცილებლად ზიანდება.

რეალობა: მასტურბირება საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიცნოთ საკუთარი სხეული, გავიგოთ რა მოგვწონს, რათა მომავალში პარტნიორს კარგად ავუხსნათ რა გვსიამოვნებს და რა – არა. როგორც ვუდი ალენმა თქვა “მასტურბაცია არის სექსი მასთან, ვინც გიყვარს”. გიყვარდეს საკუთარი თავი. ამაში ცუდი არაფერია. ამასთან, თუ მასტურბაციის დროს აპკის გარღვევით პენეტრაცია არ ხდება, აპკი არ ზიანდება.

მითი 5: დეფლორაციის დროს ორგაზმის განცდა შეუძლებელია.

რეალობა: დეფლორაციის დროს ორგაზმის განცდა აბსოლუტურად შესაძლებელია, თუმცა იშვიათი. პირველი სექსის დროს შექმნილი განწყობა, ნერვიულობა, გამოუცდელობა ხშირად აფერხებს ქალის სიამოვნებას. თუმცა, ორგაზმის განცდა გარკვეულ შემთხვევებში არ გამოირიცხება.

და ბოლოს, ბონუსად:

5 რჩევა რჩევა შენი პირველი ღამისთვის:

  • აუცილებლად მოიმარაგე: დამატებითი (კომფორტული) საცვალი, კონდომი (ყოველი შემთხვევისთვის), ლუბრიკანტი (პენეტრაციის გაადვილებისთვის) და ჰიგიენური ხელსახოცები.
  • სანამ პროცესზე გადახვალთ, შეეცადე მაქსიმალურად დამშვიდდე და მოდუნდე. არ იჩქაროთ, რაც შეიძლება გაახანგრძლივეთ შესავალი (პრელუდია). იყავი აქტიური, ან მიეცი საშუალება პარტნიორს გასიამოვნოს და მოგამზადოს.
  • ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, არაფერი მოხდება, სანამ შენ მზად არ იქნები. არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, თუმცა ერთი ჭიქა სითამამისთვის შეიძლება, თან მოდუნებაშიც დაგეხმარება.
  • რაც შეეხება პოზას, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ნაწილი ამბობს, რომ მოსახერხებელია პოზა “ქალი ზემოდან”, რადგან ამ დროს ქალს ყველა მოძრაობის კონტროლი შეუძლია, თუმცა სხვებს ურჩევნიათ პირველად მამაკაცმა აიღოს ხელში მართვის სადავეები. პოზა ფრთხილად შეარჩიე. თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია შეცვალო. თუ პროცესი შენთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემი რჩევა იქნება ფეხები მაქსიმალურად მაღლა ასწიო და პარტნიორის მხრებზე დააწყო, ეს პოზა პენეტრაციისთვის საკმაოდ მოსახერხებელია, თან “გაქცევის” საშუალებას არ გაძლევს.
  • სთხოვე პარტნიორს არ იჩქაროს, ესაუბრე, თავისუფლად გამოხატე ემოციები. იმედგაცრუებული ნუ დარჩები, თუ ყველაფერი ისე არ მოხდება, როგორც ფილმებშია. აუცილებლად დაიმახსოვრე, რომ შენი სხეული ყველასგან განსხვავებულია, შესაბამისად, რეაქციების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ასევე, დაიმახსოვრე, რომ ისიც ნერვიულობს, რადგან ხვდება ეს შენთვის რამდენად მნიშვნელოვანია. მეორე დღეს მოინახულე შენი გინეკოლოგი, რათა შეაფასოს მდგომარეობა და აგიხსნას რამდენ ხანში შეძლებ უმტკივნეულო და უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების გაგრძელებას.

წარმატებებს გისურვებ!

როგორი შეგრძნება იყო დეფლორაცია შენთვის?

View Results

Loading ... Loading ...
198 კომენტარი to this post
  1. ჩემი აზრით მამაკაცი თუ გამოცდილია და ცხოველი და მხეცი არაა რომელიც მარტო თავის სიამოვნებაზე(გათავებაზე) ფიქრობს პირველი სექსუალური აქტიც მშვენიერი და სასიამოვნო იქნება.

    • Gamarjoba,pirveli seqsi dzalian mtkivneuli iyo da bevri sisxlic wamomivida. 3 dgis mere mqonda meored seqsi mashinac igive tkivili mqonda,shemdegi seqsic mtkivneuli iyo… anu ar ganvicdi aranair siamovnebas… chems partniors aqvs didi sasqeso organo da sheidzleba rom amis gamo iyos aqti mtkivneuli? Iqneb damexmarot,dzalian ganvicdi…

      • mec analogiuri sitoacia maq. ori kvira rac gavtxovdi. 5 dge racc qalishviloba davkarge, egac dzalian didi ntkivlit da gacdebis shedegad.rogorc chema meglem mitxra sqeli apkii mqonda :$ :D dzalian mcxvenia magram dzalian ganvicdi. dzalian frxilat gamocdleboti mekideba magram mainc mtkiva usiamovnoa. ise mtkiva xolme rom siwris cremlebi mcviva.. sasqeso organo didi aq. me 56 kilo var 20 wlis var. qalishviloba dakarguli maq 5 bolomde ar shedis rom ukve dzalian didi tkivilebi maq. isac davtanjee itmes sawyali ar minda iponteti darches :D :D damexmaret gtxovt ra :*

        • პირველ რიგში, აქ სასირცხვილო არაფერი არ არის. საკმაოდ იშვიათია სქესობრივი კონტაქტის დროს ასეთი ძლიერი ტკივილი, როგორც თქვენ აღწერთ. თუ პირველი კონტაქტის შემდეგ გინეკოლოგისთვის არ მიგიმართავთ, გირჩევთ აუცილებლად მიაკითხოთ. სასურველია თქვენი პარტნიორიც შეემოწმოს, მით უმეტეს, თუ ეს მისი პირველი სქესობრივი კონტაქტი არ ყოფილა. გინეკოლოგი მოგცემთ რჩევებს რამდენ ხანს უნდა შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგან თავი, რომ ასეთი მტკივნეული აღარ იყოს. და აქვე, ერთ-კვირიანი, ან თუნდაც ერთ-თვიანი თავშეკავებით, ან ზოგადად, თავშეკავებით, მამაკაცები იმპოტენტები არ ხდებიან :)

  2. ერთი კითხვა მაქვს. ქალიშვილთან არ მქონია სექსი არასოდეს. მომიწია რამოდენიმე დღის წინ. პენეტრაციის დროს მივხვდი რომ რაღაც გასკდა და სისხლიც წამოვიდა მაგრამ შემდეგ ძალიან ეტკინა და შევწვიტეთ აქტი. მეორე დღეს ისევ ვცადეთ სექსი და კიდევ წამოუვიდა სისხლი. პენეტრაცია ბოლომდე არ მოხდა მაგრამ მაინც წამოუვიდა სისხლი.რა ხდება ამ დროს როგორ გავიგო დაირღვა თუ არა აპკი და თუკი ერთხელ წამოუვიდა სისხლი მეორე ჯერზეც რატომ წამოუვიდა სისხლი? ეხლა ეშინია რომ კიდევ განმეორდება მსგავსი ტკივილი და კიდევ წამოუვა სისხლი

    • ასეთი რამ შესაძლებელია, თუ პენეტრაცია ბოლომდე არ მოხდა, შეიძლება კიდევ წამოუვიდეს, მაგრამ რამდენიმე მცდელობის შემდეგ აღარ წამოუვა.
      შეეცადეთ პენეტრაცია ისეთ მომენტში მოხდეს, როდესაც ის კარგად აღგზნებული და დასველებულია. ასეთ შემთხვევაში ტკივილს ნაკლებად იგრძნობს. ეცადე მოადუნო და დაამშვიდო, დაძაბულობა კიდევ უფრო ამძაფრებს ტკივილის შეგრძნებას.

  3. მე პირადად ძალიან არ მტკენია, უარესს ველოდი. მაგრამ არც სასიამოვნო არ იყო. სამაგიეროდ სისხლდენა რომ დამეწყო 4 დღე გამიგრძელდა. მეორე სექსი პირველიდან 1 თვეში მქონდა და მაშინაც წამომივიდა ცოტა სისხლი, თუმცა იმ დღესვე შეჩერდა. მესამეჯერ უკვე აღარ წამომსვლია და სიამოვნება ვიგრძენი მაშინ. პირველი შესვლა დღემდე უსიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ პარტნიორი ძალიან ფრთხილად მოქმედებს და მტკივნეული აღარ არის. ასე რომ გარდა ქალის სხეულის ინდივიდუალურობისა, ნამდვილად ბევრია დამოკიდებული პარტნიორზე

  4. უსიამოვნოდ მახსენდება პირველი სექსი…არადა, არც სისხლდენა მქონია და არც მინერვიულია… :-| უბრალოდ, პარტნიორის ფალოსი ზომაზე დიდი იყო… 4, 5 ჯერზე უკვე ყველაფერი რიგზე დგება :)

  5. ახლახან გავთხოვდი მანამდეც მქონდა მასთან ურთიერთობა პირველი სექსის დროს ცოტა მეტკინა მაგრამ სისხლი არ წამომსვლია იმის მერეც ბევრჯელ გვქონდა და სისხლი არც მერე წამომსვლია.მაინტერესებს შესადზლებელია თუ არა ისევ ქალიშვილი ვიყო.და ბოლოს ისიც მინდა გკითხოთ რომ სექსის დროს ორგაზმს ვერ განვიცდი მარა ქმარს ამას ვერ ვეუბნები და რისი ბრალია?მასტურბაციის დროს ჩვეულებრივ განვიცდი. გთხოვთ მიპასუხეთ

    • ვეცდები მე გაგცე პასუხი.

      1. ხდება ისე რომ საქალწულე აპკი არის ხოლმე ან ძალიან ელასტიური ( და ის ბავშვის ფიზიოლოგიური გზით გაჩენამდე ინარჩუნებს ფორმასა და მდგომარეობას.
      ისეც ხდება რომ ფოროვანი ქსოვილი რისგანაც აპკი შეგდება ხშირად არის მცირედი შუალედებით (ანუ ქსოვილი არ არის სრულად შეკრული) http://i442.photobucket.com/albums/qq144/saigoncachua/0010.jpg
      შესაბამისად აქტის დროს ის არ განიცდის ცვლილებას, ქსოვილი არ ზიანდება და არც რაიმე გამონადენს აქვს ადგილი.

      გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ გინეკოლოგს და ჩატაროთ გამოკვლევა, ის ზუსტად გეტყვით რაშია საქმე.

      რაც შეეხება ორგაზმს, პასუხისთვის ალბათ სექსოპათოლოგს ან ფსიქოლოგს უნდა მიაკითხოთ, (ვივარაუდებ, რომ ვაგინალურ ორგაზმს გულისხმობთ) თუმცა გირჩევთ რომ თქვენს მეუღლესაც დაელაპარაკოთ.

      პარტნიორებს შორის გახსნილობა აუცილებელია ჯანმრთელი და კარგი სექსუალური ცხოვრებისთვის.
      ამასთანავე ცადეთ სექსის დროს ინიციატივა თქვენს ხელში აიღოთ და სხვადასხვა პოზები და ვარიანტები სცადოთ, იმედია თქვენ იპოვნით თქვენთვის დამაკმაყოფილებელ მდგომარეობას როდესაც სიამოვნებას სრულად მიიღებთ და ორგაზმიც არ დააყოვნებს.

    • sayvarelo, eg imas nishnavs, rom sheni partniori ufro metad fiqrobs tavis dakmayofilebaze, vidre shenze… So, auxseni rom ratomgac siamovnebas ver igeb sexisgan da stxove misi orgazmis shemdeg “ar daidzinos” )))
      sasircxvilo amashi araferia! Bolos da bolos coli yofilxar da mteli cxovreba orgazmis gareshe xom ver gaatareb araa? :) ))) Good Luck!

  6. მე ძალიან მეტკინა ლამის ცრემლები წამომივიდა მაგრამ სისხლი არ მქონია, რამოდენიმე თვის მანძილზე ვერაფერს ვგრძნობდი სექსის დროს ანუ სიამოვნებას ვერ ვღებულობდი ეს ნორმალურია?

    • თუ სექსი დაუცველია არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პირველი თუ ნებისმიერი მორიგი ჯერია, დაავადება ძალიან რეალური და შესაძლებელია.

      თუმცა მხოლოდ სისხლის გამო (თუ მისი პატრონი არ არის ინფიცირებული რაიმე დაავადებით რომელიც გადადის სისხლით და ლორწოვანით) რაიმეთი დაავადება ნაკლებად სავარაუდოა.

  7. თუ მასტურბაციისას არ მოხდა საშოში შეღწევა აპკი ვერ დაირღვეოდა.

    თუ მასტურბაციისას მოხდა საშოში შეღწევა მაშინ გასათვალისწინებელია რამდენად ღრმად, იყო თუ არა გამონადენი, ტკივილისა ან დისკომფორტის შეგრძნება.

    თუმცა საქალწულე აპკი საშოში საკმაოდ ღრმადაა მოთავსებული.

  8. mogesalmebit….menstruaciis damtavrebidan me1 dgis shemdeg gvqonda seqsualuri kavshiri.. var qalishvili… tumca agsanishnavia rom penisi bolomde ar iyo shesuli sashoshi sul.. minda gitxrat rom arc tkivili migrzvnia da arc wva.. . tumca shevnishnet sisxliani gamonadeni.. mainteresebs moxda tu ara saqalwule apkis dazianeba.. minda agvnishno rom roca menstruaci mimtavrdeba shemdeg dgeebshic maqvs xolme chamonadeni.

  9. გამარჯობათ,3თვის გათხოვილი ვარ და სექსის დროს მაქვს წვა და ვერ მეტყვით რისი მიზეზი შეიძლება იყოს

    • ლალი გინეკოლოგს მიაკითხეთ, რამდენიმე ინფექციამ იცის ასეთი გამოვლინება.

  10. საყვარელი საიტი გაქვთ) ბევრი დაბნეული მოზარდი (ზოგჯერ დაბნეული ზრდასრულებიც) ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფოს იღებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კომენტარებს რომ უყურებ, შიშიც იგრძნობა და კარგია, რომ კარგ რჩევებს იღებენ. ტაკ ძერჟაწ ძევაჩკი!. ჩემი ქალური სოლიდარობა თქვენ ;)

    • ნუცა, ექიმს უნდა მიმართოთ, ასე ვერავინ გეტყვით, ან თუ გეტყვით, სწორი არ იქნება. :)

  11. rodesac 1 lad mqonda seqsualuri aqti arc sisxli wamomsvlia da arc gansakutrebuli tkivili migvrdznia . arc shemdeg jerze mainteresebs ratom moxda mase da sheidzleba tu ara me kvlav qalishvili viyo. radgan sisixli ar wamomivida partniorma mitxra rom ar iyavi qalishvilio magram 1 pirveli iy o ras metyvit damexmaret

    • ანა, სისხლდენა არ არის პირველი სექსუალური კონტაქტის აუცილებელი შედეგი, არც ტკივილი – თუ პარტნიორმა იცის, როგორ მოგეპყროთ. “ქალიშვილი” რა თქმა უნდა ვეღარ იქნებით ამ სიტყვის კლასიკური გაგებით :), თუმცა თეორიულად შესაძლებელია, რომ ელასტიური აპკი გქონდათ, რომელიც არ/ნაწილობრივ დაზიანდა. პარტნიორისთვის იმედია, ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია. მიმართეთ გინეკოლოგს, მოუყევით ყველაფერი და მხოლოდ გარეგანი დათვალიერების შემდეგ გეტყვით ზუსტად რა მოხდა, ან არ მოხდა. :) წარმატებებს გისურვებ :)

  12. ანუ ჩემმა დღიურმა დაკარგა ქალიშილობა და ანუ სისხლიც არ წამოსვლია და ნუ არაპერი ტკივილები არჰქონია.. აი დისკომფორტიც კი არ ჰქონდა და ეს შესაძებელია ?

  13. ისე მთავარია კაცმა მოინდომოს და ზაან მოეფეროს,შეიძლება მაინც ეტკინოს მარა ისე აგარ.

  14. gamarjoba, 1kviraa gavtxovdi, aqtis dros sashinel tkivils ganvicdi da shesabamisad ar mqonia jer seqsi meuglestan. imdenad dzlieria tkivili rom ver vidzleb apkis gargvevas da iqneb ramdenime rcheva momcet, ukve dzalian ganvicdi :(

    • იქნებ გინეკოლოგთან ან სექსოლოგთან გაიარო კონსულტაცია. აქტის დროს კი ეცადე მოდუნდე და არ იფიქრო ტკივილზე.

  15. შეიძლება მითხრათ, ბავშვობაში თითით გავსინჯე ჩემი სხეულის ნაწილი უნებურად ტკივილი მკონდა და ცოტა სისხლიც შეიძლება ქალიშვილი არ ვიყო….?

  16. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ როგორმე სურათს გამოგიგზავნით და მაინტერესებს ქალიშვილი ვარ თუ არა. პირველად მქონდა სექსი და სისხლი არ წამომივიდა

  17. 5 wlis viyavi roca ertma bichema shemacdina chemtan hqonda seqsi me ar vicodi es ra iyo es urtiertoba gagrzelda 9 wlamde me bavshvi viyavi da araferi ar vtqvi mere 10 wlis asakshi gavige es urtiertoba ra iyo megobarma amixsna magram veraferi ver vutxari dgemde ar ician chemma axloblebma da ojaxiswevrebma araferi yvelas qalishvili vgonivar me rom rame vtqva tragedia datrialdeba is bishi romelmac shemacdina chemi mezobelia da chemi ojaxi axlosaa amitom arafers ar vambob axla 21 wlis var mashin mestruaciac ar mqonda roca shemacdina da mainteresebs qalishvili var tu ara? amdeni xania seqsi ar mqonia titqmis 12 welia mainteresebs gqtxovt mipasuxet viqnebi tu ara qalishvili mestruacia seqsis damtavrebidan 4 wlis mere momivida mainteresebs chamoyalibebuli iqneboda tu ara apki da var tu ara qalishvili? gtxovt mipasuxet gexverwebi pasuxs yvelgan davezeb.

  18. gamarjobat.gatxovili var erti tvea da seqsis dros sashineli tkivili mak, isev qalishvili var, partniori ver axerxebs shesvlas. Bevri cavikitxe am temaze da sheileba ro vaginizki mkondes? Damexmaret rogor movikce, mecvis xolme shignidan koveli mcdelobis mere.

  19. მაგარი შეგრძნებაა როცა გოგოს აქალებ ასერომ მამაკაცებო კარგი პარტნიორები იყავით და მათ სიამოვნებაზეც იფიქრეთ მაგრად აღაგზნეთ თავი უნდა მოანდომოთ კიარუნდა მოაბეზროთ თუ ქალმა პარტნიორის თქვენი მუღამი დაკარგა მაშინ აზრი აღარაქვს. არ ვიკვეხი მაგრამ პირადად მე კარგად ვიცი გოგო როგორ გავაგიჯო და მას დიდი სიამოვნება ბივანიჭო ქალიშვილობის დაკარგვის დროსაც

    • არ არის ნორმალური. პრობლემა სავარაუდოდ პარტნიორშია, ისაუბრეთ ამ თემაზე, ან მიმართეთ სპეციალისტს.

    • “უამრავ ქალიშვილთან” თუ გქონიათ სექსი, გეცოდინებათ, რომ შედეგი შესაძლოა სხვადასხვა იყოს. სტატიას თუ წაიკითხავთ, იპოვით პასუხს ყველა კითხვაზე.

  20. tan ertert gogos seqsis drosac da imis shemdegac tkivilebii hkonda es tkivilebi 15dge gagrdzelda da saertod ver grdznobda chemtan urtiertobas, urtiertobis dros .. mesame kviras ki ukve aqtiurobda da vakmayofilebdi mas 12xelamde avdiodi dgeshi mere 3 tve periodi agarc hkonia da mere ki mouvida 95dgis shemdeg rame xom ar dauziane dzalian mainteresebs ???

  21. Gamarjobatmokled minda gitxratchemze. 17 var arasdroaarasdmicdia masturbacia. Arc aqti mqonia ramdenime. Dgis win sachiro otaxshi rom shevedi tualetis qagaldis gamoyenebisas dzalian swrafad momivida ucbad imdros odnav metkina aarmqonia sisxli da arc amtkiebia wamebis ganmavlobashimetkiba odnav da tan menstruacia mqonda da magit vergavigebdi davkarge tu ara bevra vkitxulob zogi adamiani ambobs rom dzalian rtulia damtkiveuli qalishvilobis dakargva nutu me aseu :-/ ad umtkivneulod dda dzalian sasacilod davkarge gtxovt damexmarot vici rom dzalian sasaciloa rasac vambob magram dzalian gtxovt.

  22. gamarjoba mainteresebs vizasave daogostan da gavatave mec da iamnac is ki qalishvilaa da ar shemikva aso shig garedan sacvali mecva da imasac sacvali ecva magram sisxli camouvida da mainteresebs rame sashishi xom ara aris dzalian gtxovt mipasuxet

    • საცვალი თუ გეცვათ, დაორსულების შანსი თითქმის არ არსებობს

  23. უკაცრავად ერთი შეკითხვა მაქვს და ძაან გთხოვთ ჩემ საცოლესთან მქონდა სექსი წინა დღეს სექსის დროს რო შევყავი ასო შიგნით არც სისხლი წამოუვიდა ტკივილიც არქონია და არც სიამოვნებდა და უკვე ეჭვი მეპარება რომ არაა ქალიშვილი ვინმე დამეხმარეთ და გამაგებინეთ ქალიშვილი შეიძლებოდა თუარაა რომ ყოფილიყო და რატომ არსიამოვნებდა

    • როგორც ყველამ ვიცით, აუცილებელი არაა პირველი აქტის დროს ტკივილი და სისხლდენა, საქალწულე აპკის ფორმიდან გამომდიმარე. თუ საცოლე გიყვართ, გირჩევთ ენდოთ და რადგან ამბობს რომ იყო ქალიშვილი, დაუჯეროთ. თუ აქედანვე არ გჯერათ საცოლის, ურთიერთობის გაგრძელებას მე პირადად არ გირჩევდით საერთოდ :) რა სიამოვნებს და რა არა პარტნიორს, ეს მასთან უნდა გაარკვიოთ პირადად, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და მის გარდა ვერავინ გეტყვით რატომ არ მოეწონა.

  24. დღეს კიდევ გავიგე რომ ორსულაადაა არადაა შიგნით არგამითავებიაა მართალია პრეზერვატივი არმიხნარია ნაგრამ როგორ უნდა დაირსებულიყო როცა არგამითავებიაა გამეცით ამაზე პასუხიიი უკვე გიჟს ვგავააარ !!

    • სრულიად შესაძლებელია ასეთ შემთხვევაშ ქალის დაფეხმძიმება. დაორსულებისგანდ დაუსრულებელი სქესობრივი აქტი და ორგაზმის არარსებობა ნამდვილად ვერ დაგიცავთ.

  25. რა იყო, გოგა, გაურბიხარ უკვე პასუხისმგებლობას? პრეზერვატივს რომ არ ხმარობდი, რა გეგონა აბა? სხვის ორგანიზმში რომ შედიხარ, პასუხისმგებლობა არ უნდა იგრძნო? ;)

  26. რაშუაშია პასუხისმგებლობა უბრალოდ ესეთი რამე როგორ უნდა მოხვდესს ეგგ მიკვირს და მაეჭვებსს ირინააა …

  27. Nainteresebs tu shesadzlebelia gaucgerebriv 3 saati gogostan sex , da rame problema hom ar sheqmneba anu 3saati shemidzlia ar gavatavo da es sashishi hom ar aris mainteresbs mipasuxet

    • როგორც წესი, სისხლდენა ასეთი ძლიერი არ არის და ნამდვილად არ გრძელდება რამოდენიმე საათს.

  28. moklet erti kitxva maqvs. ert gogostan urtoertoba sex ar qvia amas ubralod processhi viyavit aso ar mqonda grmad sheyofili arc tkivili ugrzvnia magram sisxli camouvida mainteresebs qalishvilobas xom ar dakargavda? zalian mnishvnelovania es

  29. Erti kitva ma q. Rodesac mis sasqesi organo ar shesula chemsashi bolomde anu odnav shevida rodesac wva vigrdzeni da odnav tkivili agar gavagrdzelet. Tumca movardispro sitxe wamovida cotati. Es imas nishnavs rom qalishviloba davkarge ??? Mipasuxett raaaa vinmemmmm ……

    • დათვალიერების გარეშე ზუსტად ვერავინ გიპასუხებთ დაირღვა თუარა თქვენი აპკის მთლიანობა ბოლომდე. ამაზე წინა კომენტარებშიც არაერთხელ ვისაუბრეთ მკითხველთან.

  30. gamarjobat.. ici me 17 wlis var aragatxovili, qalishvili. icit sashoshi meqveba xolme shignit garetac da dedeachems ver veubnebi iqneb tqven mitxrat rashia saqme? seqsi arasodes mqonia aravistan

    • შესაძლოა ანთება იყოს, ალბათ სოკოვანი, თუმცა დაზუსტებით შორიდან ვერავინ ვერაფერს გირჩევთ და თუ გირჩევენ, არც უნდა გაითვალისწინოთ ასე ნათქვამი. სულაც არ არის აუცილებელი საშოს პრობლემა სქესობრივი კონტაქტით იყოს გამოწვეული. ნაცხის აღება დაგჭირდებათ, რომ გაიგოთ კონკრეტულად რა იწვევს ქავილს და შესაბამისად იმკურნალოთ.

  31. Gamarjoba.am kitxvaze pasuxs zustad albat ver gamcemt,magram shesazlebelia biwi yofiliyo qalishviltan aqamde da ar icodes rogor moiqces qalishviltan? Problema gvaqvs,mec zalian dazabuli var da minda davexmaro,pirdapir meuxerxuleba vkitxo da mgoni cota eshinia tvitonac me ise ganvicdi da tavs manebebs shua gzaze :)

  32. chems partnirtan mindoda mqonododa sesxsi magram ver vqeni , albat shishis faqtoria .. gtxovt mitxarit rogor unda moviqce .ukve orjer vcade da araferi gamovida dzalian manerviulebs es sakitxi

  33. გამარჯობათ ექიმო იცით რა მაინტერესებს ჩვეულებრივად მაქვს ყველაფერი არაფერი პრობლემა არ მაქვს მენსტრუაციაც მაქვს ჩვეულებრივად ვარ თვრამეტი წლის ქალიშვილი რატომ არ უნდა წამომივიდეს სისხლი პირველი სექსის დროს კერ ზან ახალგაზრდა ვარ და არამგონია ეგეტი ელასტიური აპკი მქონდეს მაინტერესებს ამ ყველაფერზე მიპაზუხეთ

    • ეს აპკის ტიპზეა დამოკიდებული, აღნიშნული ტიპები და სისხლდენის არ არსებობის მიზეზი საკმაოდ დაწვრილებით აქვს ავტორს განხილული. ასაკი და მენსტრუაციის წესრიგში ქონა არაფერ კავშირშია აპკის ანატომიურ თავისებურებასთან.

  34. სტატიაში ეწერა რომ სისხლი ქალების თერთმეტ პროცენტს არ აქვს რატომ ასე ცოტას და რა მიზეზებით არ აქვთ ???

    • ეს აპკის ტიპზეა დამოკიდებული, აღნიშნული ტიპები და სისხლდენის არ არსებობის მიზეზი საკმაოდ დაწვრილებით აქვს ავტორს განხილული.

    • შეგიძლიათ გინეკოლოგს გაესინჯოთ და გეტყვით რა ტიპის აპკი გაქვთ, თუმცა ამის წინასწარ ცოდნის აუცილებლობას ვერ ვხედავ, როცა დრო მოვა, გაიგებთ ისედაც :)

  35. და კიდე იცით რა მაინტერესებს სამჯერ ან ოტხჯერ უმტკივნეულოდ მაქვს მენსტრუაცია მეხუტედ რო მომივა ზან მტკივა ხოლმე და ისე ცუდად ვარ ექვსი დგე ვწევარ ეს ოტხ შემთხვევაში ერთხელ ტკივილი რისი ბრალია

  36. icit ra mainteresebs gogos velaparake mobilurze da dzan agznebuli iyo da tavis dakmayofileba scada 3 mi titi chayo magram su bolomde ara sisli ar wamouvida sheileba tu ara qalishvioba daekargadzaan ganicdis iqneb mipasuxot am kitxvaze

  37. cota swrafad shegiliat mipasuxot dzaaan mainteresebs da gogo dzalian ganicdis cota male mipasuxet raaa sheileba tu ara am shemtxvevashi qlishvilobis dakargvaa 3 mi titi sheido mara arcise grmad da arc sisxli wamouvida magram cota etkina d dzan esiamovnaa

  38. Gamarjoba :( gushin mkonda pirveli sexy,cota nasvamiiic viyavi da partnioriic idealuri myavs albat amitom tkivilitaaac didad ar mtkenia, tumcaaa uamravi sisxlii wamomivida da normaluria tu ara es :( gadavwyvitet meore kavshiri or dgeshi gvkondes:X isev shesadzlebeliaa sisxlii wamovides? Apkis gaxeva ar mtkenia,shemdeg metkina (arc dzalian) magraam sexy sheevwyvitet sisxlis simravlis gamo…
    Tavis shekevrbac vipikret, magraam es uaresii xo araaa??
    Vart zrdasrulu adamianebi, yvelaperistvsi mzad viyavit magraaam sisxlii imdenad bevri iyoo ikneb rame mirchiot…madloba winaswar :(

    • შესაძლოა მეორეჯერაც და შემდეგ ჯერებზეც იყოს სისხლდენა, სანამ აპკის მთლიანობა ბოლომდე არ დაირღვევა. თუ სისხლდენის გამო ცუდად არ გამხდარხართ, ე.ი. ძალიან ბევრი სისხლიც არ დაგიკარგავთ :) შემდეგ ჯერზე თუ კიდევ იქნება სისხლდენა, წესით ნაკლები ოდენობით უნდა იყოს, ასე რომ ნუ შეშინდებით.

    • ლიკა ტკივილიც, სისხლის რაოდენობაც და სხვა დანარჩენიც ამ დროს ძალიან სუბიექტური და ინდივიდუალურია. სასურველია, თუ აქტიდან რამდენიმე დღეს თუ დაიცდით, რომ დისკომფორტიც აღარ გქონდეთ. მშვიდად რომ იყოთ, გინეკოლოგსაც შეგიძლიათ მიაკითხოთ კონსულტაციისთვის.

  39. 26 noembristis ( + – 2 dge) menstruaciasac velodebodii daa xom ar sheidzlebaa amis gamoc yopiliyoo …
    Ese gadavwyvitet tavi shevukavoot cotaxani, albaat bolomdec martalia ar dasrulebulaa apkiiis mdgomareoba :X
    Tu ese gagrdzeldaa mashinve viziti ginekologtaan ..
    Ugrmesii madlobaa gogoebo :(

    • 1 კვირაში რომ მენსტრუაციას ელოდებით, ეს ვერ იქნებოდა სისხლდენის სიჭარბის მიზეზი. არაფრის, თუ კიდევ გექნებათ კითხვები, მოგვმართეთ ^_^
      წარმატებებს გისურვებთ

  40. Kideev undaa shegawuxooot, es damaviwyda rom metkvaa, ramdenaad nornaluriaa :
    Sisxlii rogor vtkvaa, chveulebriv sisxltaan ertaad shededebulii pataraa sisxlebic iyo, arvici rogorr kvia amas :(

  41. GuShin chemma saqmrom xeli mtxova indenad gaocebuli viyavi mindoda mecada mastan seqsi qorwilamde is chemamde aravistan yofila arc me mqonia aravistan seqsi magram magram mxolod naxevramde moxda sasqeso organoshi misi aso magrad metkina ramis gavgijdi ise cota sisxli wamomivida magram mainc ar moxda bolomde ver movaxerxet man ki ise gaatava verc ki vigrdzeniiii Iqneb mitxrat ratom moxda ase

  42. gamarjobat ,ra mainteresebs :d ramodenime dgeshi gatxovebas vapireb, sexy arasdros mqonia da arvici rogor moviqce dzan meshinia pirveli gamis .mtkivneulia dzaan qalishvilobis dakargva ? an sisxldena didxans grdzeldeba ? rogorc vici 4-5 dge grdzeldeba magram mainteresebs bevri wamomiva tu cota gamonadeni meqneba ? da tu shemidzlia tkivilebs tavi avarido da ra xerxs mivmarto?

  43. Gamarjobat dges pirvelad mqondaa seqsii tkivili saertodar migrzvnia, banaobisas pirsaxocze erti wveti odenobis sisxlii shevnishe armindoda damekarga qalishviloba vtxooovdiii ro bolomde ar shedo tqo megona egre iyooo radgan tkivili saertod armigrzvnia magram cota sisxlma shemashina shesazlebelia damekarga qalishviloba? Erti wveti sisxliic ar iqneboda dzaan cotati iyo mkrtalad pirsaxocit ro movimshrale aqamde arasdros shevxebivar arc masturbireba gamiketebia tu raqvia, araferi msgavsi pirvelad moxda eg

  44. გამარჯობა,მაინტერესებს პირველი სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ რამდენად არსებობს შანსი დაორსულების რათქმაუნდა თავი არცერთს დაგვიცვია :))პარტნიორმა მითხრა შესაძლოა არ დაორსულდეო და თუ ნიშნები გქონდა რაიმე მაშინ დალიეო,დაოჯახებას ჯერ არ ვაპირებთ,მაინტერესებს მისი სიტყვა რამდენად სანდოა და რა აბა შეიძლება დავლიო..მინდა თავი დავიცვა მეშინია მაინც მოპასუხეთ გთხოვთ.წინასწარ მადლობა

  45. gamarjobat. mokled me 15 wlis var au cota merideba magram ravqna unda davwero.. erti sityvit sashoshi da sashos garet maqvs qavilebi sashineli, tan mewvis da ragac suniani gamonadeni maqvs xolme, rdzisferi.. arvici ratomaa… arasdoes mamakactan shexeba ar mqonia da arc xelit shevxebivar.. iqneb mipasuxot ras nishnavs es? madlobt winaswar ))

  46. გამარჯობა შეყვარებულთან მქონდა სექსი 15 დღის წინ 5 დღეში მენსტრუაცია მომივიდა , მესტრუაციის ბოლო დღეს ისევ მქონდა შიგნით არ ათავებს , შესაძლებელია დავფეღმძიმდე , ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ :* წინასწარ დიდი მადლობა

  47. Gamarjobat me aq pirvelad vwer da mainteresebts dzalian gtxovt mipasuxot ramden miligrqms agwevs sisxli romelsac qalishvili kargavs dzalian gtxovt mipasuxot anu ki kesmis rom sheidzleba iyos cotac da dzlieri sisxldenac da daaxloebit ramden miligrams kargavs

    • სანდარტულ შემთხვევაში სისხლის დანაკარგი დიდი არ არის, თუმცა ეს საკითხი ინდუვიდუალურია. თუ თვლით, რომ სისხლდენა გადაჭარბებული იყო და პერიოდულად ისევ გრძელდება, გირჩევთ, მიაკითხოთ გინეკოლოგს.

    • სახლის პირობებშ ამას ვერ მოახერხებთ. სტატიაში გინეკოლოგიური სარკეები იგულისხმება, რომელსაც ექიმის გარეშე ვერ გამოიყენებთ.

  48. Gamarjobat… sadgac 2 kviris win mqonda pirvelad sexi da meored 2 dgis win… orivejer meore dges maqvs sicxe 39… shegidzliat mitxrat ratom?da damexmaror? Vnerviulob ukve zalian…

    • სავარაუდოდ სქესობრივი კონტაქტი სიცხის მიზეზი არ გახდებოდა, თუმცა ასეთი ტემპერატურა ორგანიზმში ინფექციის მაჩვენებელია. გაესაუბრეთ თერაპევტს და, შესაბამისად, თუ ჩვენება იქნება, გინეკოლოგს.

  49. Gamarjobat me vaf mariami var mozardi martalia jer mtlad didic aravar magram shevutyve yvelaferi amis shesaxeb da icit mrcxvenia magram am yvelafris ragacnairad meshinia

    • არაფერია ამაში განსაკუთრებული. ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს აქტს, განსაკუთრებით პირველს.
      შესაბამისად არ დაგავიწყდეს, რომ ეს უნდა გააკეთო მაშინ როდესაც დარწმუნებული იქნები რომ გინდა და არც ერთ შემთხვევაში სხვა მიზეზით!
      ამასთანავე არ დაივიწყო რომ პირველი აქტიც უნდა იყოს დაცული! :)

  50. gamarjobat minda davamyaro sqesobrivi kavshiri chems sheyvarebultan magram saqme imashia rom meshinia kidec da imis meshinia kide ro kalishviloba ar davkargo da chemi partniori idzaxis rom shemidzlia chveulebriv ise. rom kalishviloba ar dakargooo. da es rogor xdeba dzan mainteresebs

    • თიკა, ვაგინალური სექსისას (ე.წ კოიტუსი) საქალწულე აპკის დაზიანების გარეშე როგორ უნდა ჩაიაროს აქტმა ჩვენც არ ვიცით. იქნებ სთხოვო შეყვარებულს ჩვენც მოგვიყვეს ამის შესახებ.

      თუ გეშინია არ არის აუცილებელი დათანხმდე, სექსი და მით უმეტეს პირველი აქტი უნდა გქონდეს მხოლოდ შენი სურვილით, მაშინ როდესაც მზად იქნები ამისთვის.

      ამასთანავე, არსებობს სექსის განსხვავებული სახეები, როდესაც ვაგინაში შეღწევა არ ხდება და აპკი არ ზიანდება.

      არ დაგავიწყდეს პირველი აქტიც კი დაცული უნდა იყოს!
      გადახედე ჩვენს განყოფილებას სექსის შესახებ -http://pink.ge/topic/sex/

    • რა იცით რომ ვერ დააზიანეთ საქალწულე აპკი? და სწრაფი გათავება რა კავშირშია პარტნიორთან? :) უფრო სწორად არის, მაგრამ ქალწულობასთან არ არის კავშირში :)

შენ რას იტყვი?