Home მნიშვნელოვანი

საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი ყოველწლიურად უფრო და უფრო ზემოთ მიიწევს. ეს ამბავი, თავის მხრივ, საკმაო ყურადღებას იმსახურებს, თუმცა კიდევ უფრო საგულისხმოდ მეჩვენება ფაქტი, რომ, სტატისტიკური მონაცემებით, განქორწინების ინიციატორად მამაკაცზე ხშირად ქალი გვევლინება. გამოდის, სწორედ იგია უკმაყოფილო ქორწინებით.

ქალისთვის, მითუმეტეს, ქართველი ქალისთვის, ოჯახი ყოველთვის მთავარ ფასეულობას წარმოადგენდა, ამიტომ არავინ შემედავება, თუ ვიტყვი, რომ სერიოზული მიზეზის გარეშე მას ძალიან უნდა უჭირდეს განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. როგორც ჩანს, სერიოზული მიზეზები საკმარისზე მეტია… რაღას არ აბრალებენ ოჯახების მოხშირებულ რღვევას სოციოლოგები და ფსიქოლოგები: ემანსიპაციაო, ეკონომიკური კრიზისიო, სოციალური უმწიფრობაო, ესაო, ისაო…

ეგ ყველაფერი ასე თუ ისე გასაგებია, მაგრამ მაინც მგონია, მთავარი მიზეზი ჯერ კიდევ ოჯახის შექმნამდე გვაქვს მოსაძებნი. სწორედ ამიტომ, მინდა ერთი კითხვა დაგისვა:

როგორ  ფიქრობ, მაინც რატომ თხოვდება ქალი?

იმიტომ, რომ ოჯახის შექმნა უნდა თუ… განა სხვა მიზეზიც შეიძლება არსებობდეს? შეიძლება და მერე როგორ! აბა, რას იტყვი იმაზე, რომ ხშირად:

მას მხოლოდ ცხოვრების შეცვლა აინტერესებს

მაგალითად, დაქალებთან ყავის სმა მოსწყინდა და ყოველდღიურობის გადახალისება მოინდომა. ასეთი ქორწინების შედეგი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იღბლიანი აღმოჩნდება მისი, უმეტეს შემთხვევაში, ზერელე და უპასუხისმგებლო, არჩევანი.

შეყვარებულია

როცა ქალი, განსაკუთრებით, ახალგაზრდა და, განსაკუთრებით, გამოუცდელი, შეყვარებულია – პირველი, რაც თავში მოსდის, საპატარძლო კაბის მოზომება და საქორწინო ბეჭდის შერჩევაა. შედეგი? – როგორი გულისმომკვლელიც არ უნდა იყოს, სიყვარული ყოველთვის არ არის ბედნიერი ოჯახური ცხოვრების გარანტია. „ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი – სხვა რა უნდა სიყვარულსა?!“ – გვეუბნება ხალხური სიბრძნე, ოჯახურ ცხოვრებას კი მხოლოდ ეს არ ჰყოფნის და სულ სხვაგვარი მზადყოფნა ესაჭიროება.

საყრდენს ეძებს

გარკვეული კატეგორიის ქალებისთვის, ცხოვრება, როცა მის პირისპირ მარტო რჩება, გაცილებით რთული და შიშისმომგვრელი ჩანს, ვიდრე იმ მამაკაცის გვერდით, ვისაც შეგიძლია თავი მხარზე ჩამოადო, მკლავზე დაეყრდნო, გულში ჩაეხუტო, ზურგზე აეკრა და ა.შ. ადრე თუ გვიან კი ყველა ხვდება, რომ სირთულეები თითოეული ჩვენგანის პიროვნული განვითარების ნაწილია, ცხოვრებას მამაკაცის ზურგსუკან ვერ დაემალები, ამიტომ ჯობია, დროზე ისწავლო მასთან შენობით ლაპარაკი.

სახლიდან წასვლა უნდა

როცა მშობლების მოუწესრიგებელი ოჯახური ყოფა გოგონას ხანგრძლივი სტრესის მიზეზია, გათხოვება მას მძიმე სიტუაციიდან თავდაღწევის და ბედნიერების ერთადერთ შესაძლო ვარიანტად ესახება. ამის გამო პირველივე შემხვედრს თანხმობას უცხადებს და ხშირად ახალი, კიდევ უფრო გაუსაძლისი, ყოფის ტყვეობაში ექცევა. შედეგად, ქალი ან საბოლოოდ ტყდება, ან ანგრევს ოჯახს და აბსოლუტურად დაუცველი მარტო რჩება.

დედობა სურს

მაგრამ არ უნდა, ბავშვი მამის გარეშე დაიბადოს და, რადგან თავისი გემოვნების მამაკაცი ვერ იპოვა, ცდილობს, ჩანაფიქრის განსახორციელებლად, მოძებნოს… დონორი, რომლის საჭიროებაც მაშინვე ქრება, როგორც კი დაკისრებულ ფუნქციას შეასრულებს.

ფეხმძიმედაა

მგონი, აქ კომენტარი ზედმეტია, შედეგი კი – ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი.

სხვა გზა არა აქვს – მოიტაცეს

რომელ საუკუნეში ვართ? მახსოვს, რომელშიც… თუმცა ასეთი რამეები ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ჯერ კიდევ ხდება და ქალი, საზოგადოებრივი აზრის შიშით თუ მშობლების იძულებით, არასასურველ ქორწინებას ეგუება. ოჯახის შექმნის ამგვარი გზა კი მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია ძალადობის ციკლისა, რომლის ატანა, ამა თუ იმ ფორმით, ქალს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევს. ზოგი ეგუება, ზოგი კი, გონს მოსული, მაშინ ანგრევს ოჯახს, როცა უკვე ძალიან გვიანია.

სექსუალური ინტერესი გაეღვიძა

ამ ინტერესის დაკმაყოფილების უფლებას კი არც საზოგადოებრივი აზრი აძლევს, არც აღზრდა და არც რელიგიური წარმოდგენები. აბა, რა გითხრა… მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ „საპატიო“ მიზეზის გამო გათხოვება ნებისმიერ ქალიშვილს მეტისმეტად ძვირი უჯდება.

ანგარება ამოძრავებს

რას იზამ, უნდა მის შვილებს მდიდარი მამიკოს მემკვიდრეობა, თვითონ კი სერიალების გმირივით უზრუნველყოფილი ცხოვრება ჰქონდეს. ცუდი ისაა, რომ ფულით მხოლოდ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება შეიძლება, პიროვნულ და სექსუალურ ურთიერთობებს კი სულ სხვა რესურსები ესაჭიროება, რის გარეშეც ჰარმონიული ოჯახი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

მიაჩნია, რომ გათხოვება აუცილებელია

მაშ, როგორ! თუ შენი ყველა მეგობარი უკვე გათხოვდა, ბავშვი გააჩინა, დედამთილთან და მულთან წაჩხუბება მოასწრო, თავს უხერხულადაც კი იგრძნობ, სხვანაირად რომ მოიქცე… თანაც, თითქმის პამპერსებიდან გინერგავენ, რომ ქალი აუცილებლად უნდა გათხოვდეს, დედა გახდეს, ქმარს ემსახუროს. არადა, როგორც მამაკაცებში, ქალებშიც გამოერევიან ხოლმე „მოწოდებით“ შინაბერები ან თავისუფალი ფრენის მოყვარული არამეოჯახეები, თავისი ბუნებით მოშინაურებას რომ არ ექვემდებარებიან.

იმედია, შენ მათ რიცხვს არ ეკუთვნი… ჩემგან განსხვავებით :). თუმცა უნდა გითხრა, შეცდომა მეც დავუშვი და „თავის დროზე“ გავთხოვდი კიდეც. რამ გამაბრიყვა? მეგონა, უჩემოდ ერთ წუთს ვერ გაძლებდა, მოკვდებოდა ან თავს მოიკლავდა… იცინე, იცინე, ნუ მოგერიდება :). ახლა უკვე მეც გულიანად მეცინება იმ გულუბრყვილო წარმოდგენებზე, ხშირ შემთხვევაში ქალს გათხოვებას რომ „აიძულებს“.

მაშ, რა ვქნათ, საერთოდ არ გავთხოვდეთ?!

უნდა გავთხოვდეთ, აბა, რა, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა სტატიის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე შეგვეძლება, დაახლოებით ასე ვუპასუხოთ:

“ვთხოვდები იმიტომ, რომ მყარი, სტაბილური და ღირსეული ოჯახის შექმნა მინდა პარტნიორთან, რომელსაც კარგ ოჯახზე ზუსტად ისეთივე (!) წარმოდგენები აქვს, როგორიც მე და ორივე მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ”.

მთლად საზეიმო ფიცივით არ ჟღერს?

რა ჩემი ბრალია, სწორი პასუხი ესაა და… დანარჩენი შენს მომავალ მეუღლესთან შეათანხმე! :)

46 კომენტარი to this post
  1. ეს უნდა წავაკითხო ყველას, ვისაც ოდესმე უკითხავს რატომ არ ვარ გათხოვილი :D და ბევრ სხვასაც, რადგან ცოტა ვინმე მეკითხება მაგას :D მოკლედ, აჩვენეთ ეს სტატია საზოგადოებას და განქორწინებები შემცირდება! უფრო მხატვრული ლოზუნგის მოფიქრებაც შეიძლება …

  2. ჩემთვის ყველაზე ძნელად საპასუხო შეკითხვა ესაა. რატომღაც მგონია, რომ ვერ შევძლებ ვერასდროს პასუხის გაცემას, რავიცი :)

  3. Mariam Sweet ara chavcvdi da bolos rac ceria gasagebia :D ubralod akcentia gaketebuli upro gatxovebis sxva mizezebze :D:D :D :D :D :D :D da bolos ori abzacia micerili :D sazeimo pici :D :D :D :D mokled yvelas tavis azri akvs:D damijeret gatxoveba arc tu ise cudia :D :D :D pirikit dzalian magaria :D :D :D

  4. statia dzalian momecona :) mgonia saqartveloshi qorcinebis 80%-s seqsualuri "niadagi" udevs, amaze araertxel utqvamt sexologebs araert gadacemashi.. qorcineba araa cxovrebis mtavari danishnuleba, droa cota upro gavapartoot interesis speroebi 21 saukuneshi :))) tu adamiani miyvars, araa aucilebeli oqros "xelborkili" mamshvenebdes aratitze :)) P.S rogor ar miyvars aseti ganmartebebi – qartveli qali, qartuli ojaxi, qartveli deda.. qali qalia, ojaxi ojaxia the deda dedaa, aprikelic ki:)))).

  5. მადლობა, ნატალი, საკუთარი აზრის ასე ვრცლად გამოთქმისთვის :)
    გეთანხმები… ქორწინება არც მე მიმაჩნია ცხოვრების მთავარ დანიშნულებად, თუმცა ვიღაცისთვის შეიძლება ასეც იყოს და მე მესმის მისი. უბრალოდ, ჯობია,სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდეს ქალი, კარგად გაერკვეს საკუთარ გრძნობებში, მოტივებში, მოთხოვნილებებში და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას. ასე ნაკლები პრობლემა და კიდევ უფრო ნაკლები იმედგაცრუება ექნება ცხოვრებაში, რასაც, რა თქმა უნდა, ყველას ვუსურვებ :)

  6. გიჯერებ, მარუსა, გამოცდილი მაქვს :) თუმცა მაინც მგონია, რომ სტატია უყურადღებოდ წაიკითხე: ჯერ გაუთხოვარი ქალის დაწერილი გეგონა :D, მერე კი დამაბრალე, თითქოს იმის თქმა მინდოდეს, რომ გათხოვება ცუდია :D აზრადაც არ მომსვლია. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა… მოკლედ, რისი თქმაც მინდოდა, სტატიაში ვთქვი და გამეორებას აზრი არა აქვს. მადლობა კომენტარისათვის :).

  7. რა გითხრა, თამრი… მე თუ დამიჯერებ, ამ კითხვაზე პასუხის გაუცემლად ნამდვილად არ გირჩევდი გათხოვებას :D

  8. yovel cutshi rom gekitxebian rato ar txovdebi? an rodis txovdebi? mgoni marto magis gamo gavtxovdebi ::D:D:D es ra tqmaunda xumrobit ise ki mgonia rom gatxovebashi cudi araferia tu martla ipovi iset adamians vistanac tavs kargad grdznob.

  9. შენ ხუმრობა დაარქვი, ნინუცა და… მე მართლა ვიცნობ ასეთებს, გამუდმებული შეკითხვები რომ ყელში ამოუვიდათ და მხოლოდ ამიტომ გათხოვდნენ.
    ცუდია-მეთქი ნამდვილად არ მითქვამს – თუ გინდათ, დავიფიცებ ))) ცუდი მხოლოდ ისაა, სულ სხვა რამე რომ უნდათ და იმ სხვა რამის გამო თხოვდებიან )))

  10. me martla yelshi maqvs amosuli…ukve nacnobis shexvedra agar minda quachashi:( eg martla cudia.tu ar gaqvs garkveuli ra ginda da rato txovdebi mashin martla ar girs…

  11. თუ ნამდვილად იცი, რომ არ გინდა, ამისგან პრობლემას ნუ შექმნი. ხოლო თუ მხოლოდ იმიტომ არ გინდა, რომ მთავარ კითხვას არ უპასუხო… სხვა გზა არაა, დაფიქრება მოგიწევს :D

  12. adrul asakshii qalis gatxovebis chemulishexeduleba maqvs.. txovdeba imitom , rom 1. siyvarulis zenitshia( yovlehsmetxevitsvuis ase gonia) 2. seqsulauri konaktii (romlamdec misaxwevii gza mxolodes gza, radgan patiosnoba 1adgilzea) 3.ubralod gazrda…….. es adrel asakshi yvelaze mead shesaruleblii ambiciebia, romelic qalebs ara gogonebs axasiatebt..

  13. კიდევ შეიძლება დაისვას ერთი კითხვა:
    რა სურთ ქალებს ?

    ერთ, ერთი საიდუმლოთაგანი …..
    და პასუხი: თვითონაც არ იციან !!! (პირადი აზრი და არა მარტო !!!)

  14. ქალებს გააჩნიათ :) მგონი, მაგის გარკვევა, განსაკუთრებით, ქორწინებასთან მიმართებაში, მამაკაცებს უფრო უჭირთ ))

  15. ქალსაც გააჩნია ? ჰმმ.! :)))
    კაცი ერთ გადაწყვეტილებას ღებულობს და მასზე რჩება ….!!
    და ქალი თუ გადაწყვეტს, მაშინაც კი ფიქრობს და დარწმუნებული არასდროს არ არის …!!! :) ;)

  16. აბა კაცები ზედმეტად პტიმიტიულები არიან და მათი მოთხოვნილებები ერთი თანამედროვე ქართული ფილმის სათაურამდე დადის.

  17. "ჭამა და სექსს" გულისხმობ? :))))) განვმეორდები: კაცსაც გააჩნია :)))) თუმცა "ღვინო და ქალი" (იგივეა, რაც ჭამა და სექსი :)) უმეტესობას მაინც სულს ურჩევნია…

  18. რას ნიშნავს პრიმიტიულები…..?
    და რაც შეეხება ფილმს …! მანდ ქალის არაჩვეულებრივი ქცევებია ..:)))) ჰო რას ამბობ ?! :))
    ფილმით რომ ცხოვრობენ უმეტესობა მიტომ არის კარგად საქმე …

  19. მართალია ფილმებით და სერიალებიტ რომ ცხოვრობენ, და სერიოზულს რაფერს კითხულობენ და საერთოდ აქრ ფიქრობენ, ფიქრი ეზარებათ (!) ესაა ადამიანების თითქმის ყველა პრობლემის მიზეზი. ბევრჯერ გაგვიგია მეც და თქვენც ,,აბა მე რა ვიცოდი”-ო; შე დალოცვილო ცოტა დაფიქრდი და გეცოდინება (!) მაგრამ ფიქრს ან დიდი გამოცდილება უნდა ან ბევრი კითხვა და საიდან ესენიი ?? :)

  20. მერყევი? რას ამბობ :) ქალმა თუ გადაწყვეტილება მიიღო, "ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ გააჩერებს". საკუთარ გრძნობებსა და მოთხოვნილებებში გარკვევა კი, განსაკუთრებით, სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების წინ, ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირად გვიჭირს :) რაც შეეხება გაგებას, არცერთ ქალს არ უნატრია ჩემი თანდასწრებით, გაუგებარი ქმარი მინდაო :) შენ იცნობ ასეთებს?

    • როცა ძალიან გიყვარს + მზად ხარ ოჯახის შესაქმნელად. ეს მეორე პუნქტი რატომღაც მხედველობაში არ მიიღება, არადა, ძალიან მნიშვნელოვანია, დამიჯერე :)

  21. სტატიის ავტორს ვეთანხმები მაშინ უნდა გათხოვდე როცა ჩათვლი რომ მზად ხარ მყარი და საიმედო ოჯახის შესაქმნელად , და საფრთხეში არ ჩააყენებ შენს მომავალ შვილებსაც.

  22. ისეთი ლამაზი შეყვარებულობის პერიოდი გვქონდა, მეგონა ასე გაგრძელდებოდა მუდმივად:))) ეხლა ლამაზი შვილები გვყავს და ხანგრძლივი ურთიერთგაძლების პერიოდი:(((

  23. ეგ ძნელი სათქმელია, რატომ ტხოვდება ქალი. ყველას ტავისი მიზეზი აქვს. უმეტესად კი ან კაცი უნდათ ან საყრდენი და მარჩენალლი:)) თუ ეგ ადრე იყო? ქალი მაშინ უნდა გათხოვდეს, როდესაც იგრძნობს, რომ ეს ნამდვილად უნდა. როდესაც მიხვდება, რომ მზადაა ყველა სირთულე გადალახოს.

  24. შეიძლება ერთი კონკრეტული სიტუაცია არც იყოს ამ ნაბიჯის გადადგმის მიზეზი და მიზეზთა ერთობლიობა იყოს, დაქალების თავის დამეტება მობეზრდა, სახლშიც აღარ უნდა და ნათესავებმაც მოაბეზრეს უკვე კითხვებით თავი :D :D :D ყველას ხომ არ შეუძლია ამ წნეხის გაძლება და მაშინ გათხოვება როცა თვითონ ჩათვლის ამას საჭიროდ

  25. თუ მაინც უკმაყოფილო უნდა ვიყო, სჯობს არ გავთხოვდე:)))როგორც ზღაპრებშია ხოლმე: მარჯვნივ წახვალ- ინანებ, მარცხნივ წახვალ მაინც ინანებ:(((((((

შენ რას იტყვი?