Home ურთიერთობები

ქალებს უმეტესობისთვის ღალატი გაუგონარი და უპატიებელი საქციელია… როდესაც მას ეუბნები, რომ გიყვარს,  თვლი, რომ ყველაზე მცირე, რაც  შეუძლია საპასუხოდ გააკეთოს, ერთგულების შენარჩუნებაა. შენ შეგიძლია ყურადღება არ მიაქციო იმას, რომ:

  • შეიძლება იტყუებოდეს (ხანდახან),
  • ვერ ან არ გეხმარებოდეს საოჯახო საქმეებში,
  • ვერ ან არ იღებდეს მონაწილეობას ბავშვების აღზრდაში,
  • უთმობდეს დედას და მეგობრებს იმაზე ბევრად მეტ დროს, ვიდრე შენ,
  • არ ჰქონდეს მაღალი შემოსავალი,
  • ის კი არა, შეიძლება სექსშიც გქონდეთ პრობლემები…

ქალებს შეგვიძლია ბევრი რამე ავიტანოთ, ოღონდ ნუ გვიღალატებენ. ამის პატიება წარმოუდგენელია. მამაკაცებს ეს ესმით, მაგრამ მაინც გვღალატობენ.

რატომ? იმიტომ, რომ…

1. მათ ეს შეუძლიათ

მამაკაცები სექსს სხვანაირად, ქალებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. ჩვენთვის ეს ემოციური პროცესია, მამაკაცებისთვის კი სექსი და ემოციები შეიძლება  ერთმანეთთან კავშირში სულ არ იყოს. მისთვის ძალიან მარტივი და ბუნებრივია ღალატის შემდეგ ოჯახში დაბრუნდეს და ისე მოიქცეს, ვითომ არც არაფერი მომხდარა.

2. თვლიან, რომ შერჩებათ

რასაკვირველია, მათ იციან, რომ გამოაშკარავების რისკი ყოველთვის არსებობს. თუმცა, უმეტესწილად,  სასიყვარულო რომანების გაბმისას ისინი  წინასწარ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ ღალატი ხახვივით შერჩებათ. ხოლო თუ მაინც გამოიჭირეს, თავს აუცილებლად გაიმართლებენ.

მამაკაცები დარწმუნებულები არიან, რომ ქალი მარტოობას ისევ მათ “ნაკლთან”  შეგუებას და დარჩენას ამჯობინებს. ყოველ შემთხვევაში, მათ ამის იმედი აქვთ.

თავიდან ასეცაა, მაგრამ როგორც კი შენი ეჭვები დადასტურდება,  მოვლენების განვითარების ორი ვერსია არსებობს. თუ მოღალატეს შენი დაკარგვა არ უნდა, მომხდარს მაშინვე  უარყოფს  და ტყუილების ფრქვევას იწყებს. ხოლო თუ უარყოფას ადგილი არ აქვს, ესე იგი მისთვის სულ ერთია, იქნები თუ არა მომავალში მის გვერდით. შესაბამისად,  თავის მართლებას აღარ დაიწყებს და უბრალოდ გეტყვის, რომ კი, გიღალატა, იმიტომ, რომ…

3. ის ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაშია

შენ შეიძლება იფიქრო, რომ ეს მხოლოდ თავის გასამართლებელი სიტყვებია, მაგრამ ეს სინამდვილეა. რამდენი მამაკაცისგან მოგისმენია: “როცა საკმარისი ფული მექნება, მერე დავიწყებ პასუხისმგებლობების აღებაზე ფიქრს” ან  “აი, სამსახურში დამაწინაურებენ და მერე მშვიდ ცხოვრებას დავიწყებ”?

ის ჯერ კიდევ თვითრეალიზაციას ცდილობს და სანამ საკუთარი მიზნების მიღწევისთვის იბრძვის, ნამდვილად არ დახარჯავს დროს და ენერგიას შენთან ურთიერთობების გარკვევაზე.  ის პირდაპირ გეუბნება, რომ მას ამისთვის დრო არ აქვს და ეს მის თვითმიზანს არ წარმოადგენს.

reasons_men_cheat

4. ოჯახური სიტუაცია რუტინას ემსგავსება

ის ბუზღუნებს, რომ თქვენს შორის უწინდელი მიზიდულობა აღარ არის, რომ ადრინდელივით სასურველი აღარ ხარ. შენ კარგად იცი, ეს როგორც ხდება: თავიდან ყველაფერი კარგადაა, ერთად თავს კარგად გრძნობთ, მერე გადადიხართ ცალკე, ქორწინდებით, ჩნდებიან ბავშვები, ყიდულობთ სახლს – ერთი სიტყვით,  თავით ეშვებით ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებში და კომუნალურ გადასახადებში. შენ  დადიხარ სამსახურში და ცდილობ, წარმატებისთვის ბრძოლაში სხვებს არ ჩამორჩე.

ამასობაში ის ნელ-ნელა იწყებს იმის შემჩნევას, რომ აღარ ეპრანჭები ისე, როგორც ნაცნობობის დასაწყისში.  სექსუალურ თეთრეულსაც უკვე ნაკლებად ხმარობ, სექსიც  მონოტონური ხდება. სამსახურიდან სახლში მოსული სასწრაფოდ იშორებ  მაკიაჟს, იხდი ლამაზ კაბას და  ქუსლიან ფეხსაცმელს – გრძელი სამუშაო დღის მერე საოჯახო საქმეებიც გაქვს გასაკეთებელი. შედეგად, საწოლამდე ისეთი დაღლილი აღწევ, რომ სექსზე ლაპარაკიც ზედმეტია.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხოვრება რუტინად იქცა.  მამაკაცს აკლია ის ნაპერწკალი, რომლიც ადრე  თქვენს ურთიერთობაში არსებობდა. შენ შეიცვალე (მან იცის, რომ თვითონაც შეიცვალა, მაგრამ ამჯერად ჩვენ შენზე ვლაპარაკობთ და არა მასზე). შეიძლება მას იმის შეგრძნება უჩნდება, რომ ისე აღარ აფასებთ, როგორც ადრე.  ნაკლებად ისმის დადებითი ფრაზები, სამაგიეროდ გახშირდა კამათი და თქვენი ოჯახი უკვე აღარაა ისეთი ოჯახი, რომელიც  შექმენით და რომელშიც ის აპირებდა ცხოვრებას.  და თუ ის იმას ვერ მიიღებს ოჯახური ცხოვრებისგან, რასაც გეგმავდა და იმედოვნებდა,  სასურველის მისაღებად აუცილებალდ წავა სადმე, სხვაგან.  რატომ? იმიტომ რომ მან იცის, რომ სასურველის პოვნას ყოველთვის მოახერხებს სადმე სხვაგან, იმიტომ რომ….

5. ყოველთვის არსებობს ქალი, რომელიც მზადაა ამისთვის

ეს ის სიმართლეა, რომლის აღიარებაც  ქალებს არ გვინდა.

წარმოიდგინე, რომ ყველა ქალმა  თქვას: ” შენ ცოლიანი ხარ – მე ამას ვერ/არ გავაკეთებ”. იცი, რამდენი ოჯახი და ურთიერთობა გადარჩებოდა?  მამაკაცებს შეუძლიათ გვიღალატონ იმიტომ, რომ არსებობენ ქალები, რომლებიც მზად არიან გააბან ურთიერთობა იმ მამაკაცთან, რომელიც მათ არ “ეკუთვნით”.

რასაკვირველია, ხშირად ამ ქალებმა უბრალოდ არ იციან, რომ ეს მამაკაცი თავისუფალი არაა, რადგან მამაკაცები იტყუებიან. თუმცა, უფრო ხშირად მათ ძალიან კარგად იციან, რომ დაოჯახებულ მამაკაცებთან აქვთ სექსი.

 

რასაკვირველია, ეს ყველაფერი არაა და მხოლოდ  მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზების, რითაც ისინი საკუთარ სურვილებს ამართლებენ, რომლებიც ჩვენსას არ ემთხვევა ხოლმე.

თუ შენ რამე სხვაც იცი, გაგვიზიარე, საინტერესო იქნება.

76 კომენტარი to this post
  1. სიმართლეა ეს ყველაფერი თუმც გამოსავალი არსებობს ყველა სიტუაციიდან. სექსი არ უნდა იყოს მოვალეობის მოხდა,არ მესმის იმ ქალების, რომლებსაც რობოტებივით შეუძლიათ ცხოვრება და არანაირი სექსუალური მოთხოვნილება არ გააჩნიათ. უბრალოდ უნდა მიენდო საკუთარი სხეულის სურვილებს, როდესაც ძალიან დაღლილი საწოლამდე ძლივს მიდიხარ რა იქნება იმაზე კარგი განტვირთვა ვიდრე საყვრლი მამაკაცის ალერსი? მე სხვა აზრი არ მომდის თავში, სცადეთ ქალებო, სექსი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

  2. პუნქტებს ვეთანხმები, უბრალოდ იმის დამატება მინდოდა, რომ
    ვერანაირ განსხვავებას ვხედავ ქალისა და მამაკაცის ღალატში და ხშირად მიწევს ამაზე კამათი და, რაც უფრო საოცარია, ქალებთანაც კი…
    არ მესმის, უმრაველსობისთვის რატომაა ვაგინის ქონა იმის გარანტი, რომ ქმარს ვერ უღალატებ და ან ის, რომ კაცი კაცია და ეპატიება…
    ქალის და კაცის ღალატიც ერთნაირი მარაზმია ურთიერთობაში…

    • ვერანაირ განსხვავებას ვხედავ ქალისა და მამაკაცის ღალატში და ხშირად მიწევს ამაზე კამათი და, რაც უფრო საოცარია, ქალებთანაც კი…
      არ მესმის, უმრაველსობისთვის რატომაა ვაგინის ქონა იმის გარანტი, რომ ქმარს ვერ უღალატებ და ან ის, რომ კაცი კაცია და ეპატიება… +1

  3. ჰკითხე შენს მამაკაცს მიზეზი,რატომ აღარ აინტერესებ? ერთი და იგივე საჭმელი შენთვისაც მომაბეზრებელია…მით უმეტეს,თუ ეს კაცი,ბევრ ქალთან არის ნამყოფი და ბევრნაირი სექსი უგემია…ნუ გაბრაზდები,მხიარულებითა და ხალისით გააოცე,ჩაიცვი უფრო სექსუალურად,იარე ცეკვის გაკვეთილებზე,ისწავლე ფლუიდების მართვა და გახსოვდეს:მამაკაცი სიცოცხლის ბოლომდე ბავშვია და მოსწონს თამაში…ჰოდა შეარჩიე მისთვის თამაში,ნუ ათამაშებ მარტოს,შენც ჩაერთე აუცილებლად!

  4. analogiuri statia qalzec sheidzleba daiweros :) magalitad qalsac sheudzlia ghalati,qalmac sheidzleba ipiqros rom es shercheba, shesadzloa qalsac mobezrdes ojaxuri rutina, da rac mtavaria aravin mitxras rom qals tu kactan wasvla moundeba ver ishovis iset kacs vinc uars ar etkvis,gansakutrebit saqartveloshi :D :D

  5. sakme gana marto sexshia? kartveli kacebi dzalian upasuxismgebloebi arian, icit albat rom ojaxs bevri rame da aseve didi yuradxeba sjirdebat, da roca amsa gaurbian roca xame agvianeben, roca cols pativs ar scemen mashin ekargeba kalsac yvelanairi survili, nawyen gulze adeki da epranje kmars, saertod kaci unda shegxvdes iseti rom icodes kalis patividcema da mere ikneba yvelaferi kalze damokidebuli

  6. chems qmars 15 tve sayvareli hyavda,20 wlit chemze ufrosi,vxvdebodi magram ver vamtkicebdi.bolos tavisit gairkva rom arc me velodi da arc is.chamivard amuxlebshi da patiebas mtxovda,sashineli dartyma gadavitane,bolos shvilebis xatrit vapatie,magram gulshi vgrznob mas is moswonda,ojaxshi mivida da saqmrod warudga,mis 4 shvils,game rcheboda,yoveldge edzebda dros mastan gaqceuliyo,exla meubneba shens garda me aravin miyvarso,satana muyavda dapatronebuli da ver vazrovnebdioo,rogor fiqrobt unda daujeroo…es tkivili martom gadavitane,ucxoetshi vcxovrob,

  7. თავარი მიზეზი ქალშია, კაცს არ უთმობენ საკმარის დროს, არ უნდათ სექსი, გადაგლილი არიან საოჯახო საქმეებით და კაცებიც იძულებული არიან სხვა ქალი ნახონ ვინც უარს არ ეტყვის სექსზე და მუდამ ღიმილიანი დახვდება და ტვინს არ შეუჭამს პრობლმებზე ლაპარაკი

  8. ძალიან ცდებით როდესაც ყველა ქალს ერთ ტაფაში წვავთ, განსაკუთრებით თვით ქალებისგან მიკვირს ასეთი შეფასება,მიპასუხეთ მაშინ როცა ერთმანეთი უყვართ, როცა იდეალური წყვილია,როვა კაცს ქალი ყველანაირ დანაკლის უვსებს და პირიქით ბოლომდე იხარჯება ქმარს რომ ასიამოვნოს რაოდენ დაღლილიც არ უნდა იყოს.ამ დროს მაინც რატომ ღალატობენ კაცები ამ კითხვას ვერ მოუძებნე პასუხი და თუ გასცემთ პასუხს ძალიან მოხარული ვიქნები

    • Idealuri urtiertoba ar arsebobs.mamakacs jirdeba tavisi sivrce sadac tavisuplad grdznobs tavs,ra didi grdznobac ar unda iyos yoveltvis iqmneba mamakacis cxovrebashi galatis situacia da ratqmaunda uars ar amboben.mtavaria qalma icodes rom marwyvi yoveltvis marwyvad darheba da yoveltvis sasurveli gemo aqvs magram xandaxan sxva xilis mirtmevaze ar amboben uars meore naxevrebi. Gamosavali locvashia .boroti dzala ojaxs ver sheexeba tuki vilocebt da ar daviglebit brdzolashi.cxovreba xom mudmivi brdzolaa.idealuri urtiertoba ki ar arsebobs da amisi iluzia ar unda sheviqmnat. Sheudzlebelia iyo idealuri qali mamakacistvis,an kaci mandilosnistvis,hven vqmnit mat asetebad da shemdeg mwared vcdebit. Gviyvardes isetebi rogorebic arian da xandaxan tvali davxujot mat gulsatken codvebze tu gvinda shevinarhunot.upali gparavdet da gadzlierebdet rwmenashi.

    • ხშირად კაცები ცოლებისგან სხვა ქალებთან იმიტომ გარაბიან რომ, ცოლის კითხვაზე თუ როგორი სექსი უნდათ, არ პასუხობენ გულახდილად, იმიტომ რომ ცოლებს ვერ უბედავენ უთხრან რომ მათ ანალური, ვაგინალური და ა.შ. სექსი უნდათ. თუ ცოლი ქმარს ამდაგვარ მოთხოვნებსაც უკმაყოფიკებს და უარს არ თვითონაც იგივე მიიღოს თუ ქმარი შესთავაზებს და მაინც ღალატობს, ის ნაძირალაა.

  9. ძალიან რთული თემაა ))) მეც ვაპატიე ერთხელ, მე იმ დროს ისეთი დარტყმა გადავიტანე მჯერა ამას მეორედ აღარ გამიკეთებს… ის ქალი ბევრად დიდი იყო ჩემზე და ნამდვილი ბოზი ))) ქალი როცა ბევრს აქტიურობ ეგ არ აგცდება და ეს კაცის ბრალი აღარაა… მთავარია ამას სისტემატიური სახე არ მიეცეს… თუ მართლა უყვარხარ კაცი არ დაუშვებს იმას რომ ერთხელ როცა დაგინახავს რა დარტყმა მიიღე იმის ღალატით მეორედ არამგონია გაიმეოროს ))) მე ამის იმედი მაქ და გულს ვიმშვიდებ, თორე ჩემზე ეჭვიანი მეორე აღარ არსებობს )))

  10. როდესაც კაცს ნამდვილად უყვარხარ არ გიღალატებს! ესაა და ეს. ისე თუ გინდა რომ კაცი სხვასთან არ გაგექცეს, არ უნდა გასივდე, კომპლეხიანი არ უნდა იყო, მაგრად და ყოველ დღე უნდა ასიამოვნო!

  11. icit ra aris? mamakacis ghalatshi qali araper shuashi ar aris, ramdenadac davkvirvebivar chems garshemo, is kacebi romlebic ar ghalatoben ar ghalatoben gana imitom rom ai me chems col ravici “natia” vtqvat, chems cols natias guls vatken da raghaca, ara, isini ar ghalatoben imitom rom mkacri principebi gaachniat ojaxtan dakavshirebit, rom kali ughalatebs tu kaci ar aqvs mnishvvneloba, rom es ghalatis paqti mtlianad laps asxavs jer tviton im pirovnebas da im ojaxs romlis sataveshic is dgas. ghalati, es araa vinmes ghalati, es jer sakutari tavis ghalatia. im sityvis, im grdznobebis, da im picis ghalati romelic ert dghes yvelaperi iyo chventvis da ojaxis shekmnis gadawyvetilebamde migviyvana.

  12. qali araper shvashia kacebi arian sulit mogalateebi.dakvirvebuli var visac martla magari coli yavs yvelanairad imas upro galatoben.me piradad kacs ar venddobi imitom rom magari sazizgrebi arian.jer tavs gaigijeben sanam ar wayvebi da mere sxvas uyureben:dnamdvili mamakaci ise gaivlis qaltan verc gaigeb da tu gaige eseigi ar girs nerviuloba eg kaci ar yopila

  13. საქრთველოში ხომ მართლა თითქმის ყველაფერი თავდაყირა დგას რა :) კაცებთან რა გინდათ, როცა ამ თემაზე გოგოებთან მეტს ვკამათობ? მთელი ჯგუფი მიმტკიცებდა , რომ ყველა კაცი აუცილებლად წავა ქალებში და აუცილებლად უღალატებს ცოლს, ამიტომ მე “მიწაზე უნდა დავეშვა ” თურმე :)))))))))))) როდესაც ქალების უმეტესობა მზად არის ამისთვის და დარწმუნებულები არიან, რომ მომავალში მათ ქმარი უღალატებს და შეგუებულები არიან, ასეთ ცოლებს რატომ არ უნდა უღალატოო? :D :D :D

  14. Ragac yvela kali dzaan sheshinebulia …asiamovno unda mis sirvilis mixedvit daglili da gamcarebuli ro xar mashinac….ratom? Aket ro gasiamovnos da dagamshvidos mogexmaros ara ?…ai rashi a chveni shecdoma ….pirvelive kviras mivxvdi vinc iko…ukuradgeboo da mekaltane mamakaci agizianebt kalebs ert patiebas meore moyveba …man gapatiebda ? Oh shvilebis dedam rogor ikadra ,,,,ai ise rogorc shvilebis mamebi kadruloben..ici mamakacis galati …ubralod mravalperovnebaa meti araperi da ….Amis gamo ro guls chagcyvitavs …ar girs mere araperi ..

  15. yvelaze metad ar minda ro aseti ram gadamxdes.3 welia col=qmari vart da gmerts madloba jer msgavsi araferi ar shemimchnevia. gavgijdebi albat arvici warmodgenac ar minda.guli sashinlad metkineba da ratqmaunda ndobasac davkargav.namdvilad ar vapatieb .es xom qalis damcirebaa ratom unda davamcirebinot qalebo tavi .piriqit ise unda gavuketot rom simwrisgan bdgvnides yvelafers…arvici yvelaze mtkivneuli temaa es chemtvis …dedachems rom vuyurebdi ar minda mec ise damemartos , namdvilad ar minda.

  16. Chemma qmarma moikvana coli :D tan ise rom dacilebulebic ar vkopilvart :D exla mecineba da mecodeba da mashin dzaan gamichirda tan ori bavshvit davrchi marto. Vinc ver dagapasebs arc girs nerviulobad :)

  17. rtuli temaa, aravin icis ratom xdeba es,. magram xshiria ukve,tu ertxel ugalata ertxel meorec moyveba shansi ar aris. ver chavwvdi amas dzalian rtulia da qalebsac ver gavamtyuneb,is qalis nugesh edzebs albat .

  18. მე ვთვლი, რომ თუ ქალი მოინდომებს ყევლაფერი მაშინ ხდება – კაცი სხვა ქალთან წვება იმიტომ, რომ იმ სხვა ქალმა მოინდომა და კაცი არ ღალატობს ცოლს იმიტომ რომ ეს ცოლმა მოინდომა და ყევლაფერი გააკეთა იდილიის შესაქმნელად.
    პირადად მე არ ვარ გათხოვილი, მაგრამ მყავს პარტნიორი, რომელთანაც ვცდილობ შემვქმნა ისეთი ურთიერთობა, რომ მას სხვაგან გახედვა არ მოუნდეს. არ ველოდები იმას, რომ კაციც ეცდება – კაცი მაშინ ცდილობს როცა იდილიის დაკარგვა არ უნდა და ეს იდილია ქალმა უნდა შექმნას!
    3 წელია ერთად ვართ და აზრადაც კი არ მოსვლია უბრალოდ თვალების გაცეცებაც კი და მე ძალიან ვუფასებ მას ამ ერთგულებას.
    თუმცა ეს მხოლოდ შეყვარებულობის პერიოდია და ოჯახი უკვე ბევრად მეტ ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას მოითხოვს, განსაკუთრებით მეუღლეებს შორის.
    თუ მეუღლე საუკეთესო იდილიის შექმნის შემდეგ მაინც მიღალატებს და შევიტყობ მისი ღალატის შესახებ, ძალიან მშვიდად დავიკარგები ერთი ღამით (თუმცა შეიძლება არც არაფერი ვიმაიმუნო) და მეორე დილით მეუღლეს ღიმილით ვეტყვი: “ერთით ერთი, ძირფასო” ;)

    • საკმაოდ კაი მიდგომაა მაგრამ ძალიან ძნელი შესასრულებელი. იმიტომ რომ ოჯახის შექმნის მერე ძალიან ბევრი არასასიამოვნო მხარეები მჟღავნდება, რომელიც უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს თქვენში მის მიმართ და რომლის გადალახვაც მოგიწევთ თუ მართლა გიყვართ. ერთით ერთი კი არანაირად არ დაგეხმარებათ ოჯახის შენარჩუნებაში. როგორც ჩანს ასე თუ ისე ქმრის პატიება გადაწყვითეთ მაგ შემთხვევაში მაგრამ არამგონია ნორმალურმა მამაკაცმა ქალის პატიება შეძლოს მიუხედავად იმისა რომ თავად არის დამნაშავე მაგას ჯობია მიზეზი გაირკვეს ღალატის და გამოსწორდეს თუ შესაძლებელი იქნება. უმეტესობა მართლა უბრალოდ შეცდომად ითვლება რომელიც მეორე დღეს დიდი სინანულ იწვევს და თუ შეგწევთ ამ ერთხელ პატიების უნარი ჯობს გამოიყენოთ ეგ შანსი. მრავალჯერად ღალატზე ლაპარაკიც ზედმეტია ესეიგი ქალი უინტერესო ხდება ან კაცს არ გააჩნია არანაირი ნამუსი და ამის მოთმენა ხდება ქალის სისუსტის გამო რომელიც ნამდვილად მიუღებელია თუ ქალი მაზოხისტი არ არის :). ჩვენთან უმეტესად მოთმენა ხდება სხვა გზის არქონის გამო: სად წავიდე უმუშევარი ბავშვით(ებით) ხელში. თუ ქალი საქმიანობს სხვაგან გადასვლა შუძლია და თავისი შემოსავალი აქვს ეგეთ შემთხვევას არ უნდა ითმენდეს. გამონაკლისი ყოველთვის იქნება.

  19. თუ დააკვირდით არცერთ მამაკაცს არ აქვს კომენტარი გაკეთებული ). მთლად ეგრეც არ არის საქმე რომ ყველა მამაკაცი ღალატობს.
    1. თუ ვინმე ქალი ჩამოეკიდა კაცს და მას ის ქალი მოსწონს ესეთ ქალზე კაცების 98% უარს არ იტყვის
    2.ძალიან ძნელია ოჯახში სოფოს თქმით იდილიის შექმნა მაგრამ თუ ეს მიღწეულია ბევრი რჩება ერთგული
    3.ადრეულ ასაკში ქორწილი სადაც ერთმანეთს არც იცნობდნენ წესიერად და ისე დაქორწინდნენ, აღმოჩნდება ხასიათით ძალიან განსხვავდებიან აღარ აფასებენ ერთმანეთს და სულ ერთია მერე ღალატი და ასე შემდეგ. რჩებიან მერე გოგონები ორ ორი ბავშვით
    4.ძალიან ბევრი ქალი უბიძგებს ამისკენ კაცს. მოდიხარ სამსახურიდან დაღლილი, კი შეგაგვიანდა ესე იყო საჭირო, ქალი კი გხვდება და საქმეების გარჩევას იწყებს (სად იყავი? ვისთან იყავი?) ეს არის კაცისთვის ძალიან ნერვების მომშლელი.
    5. ძალიან ბევრი ორსულობის შემდგომ ვერ ინარჩუნებს ფიგურას და აქ არ არის 1 2 ან 5 კგ-ზე საუბარი ქალი კი ამის გამოსასწორებლად არაფერს არ აკეთებს. მეუღლე აღარ გიზიდავს ფიზიკურად, მაგრამ მაინც გიყვარს შვილების დედაა და ასე შემდეგ. სხვა ქალი უბრალოდ ავსებს ფიზიკურ მოთხოვნას მეტი არაფერი ამ მომენტში ცოტა ძნელია კაცის გამტყუნება.
    7. ბევრი მექალთანეა ამას ვერაფერს ვერ უშველით უბრალოდ შეარჩიეთ წესიერი ადამაინი თავის დროზე მიხვდით რას წარმოადგენს ის და არა 2 ბავშვის გაჩენის შემდეგ. ბევრი აკეთებს ხედავს რომ ოჯახში პრობლემა აქვს და ქმრის შენარჩუნების მიზნით მეორე ბავშვსაც აჩენს, რომელიც შეცდომაა ჩემი აზრით, საბოლოოდ რჩებიან მარტო 2 ბავშვით რომლეიც დიდად უშლის ხელს ვიდრე ერთი ბავშვი შემდგომი ასე თუ ისე ბედნიერებისთვის
    6.ქალი რომელიც ქმარს ეტყვის ერთით ერთიო და შემდგომ ცხოვრებას გააგრძელებენ როგორც არაფერი ეგეთი “კაცი” ჩემი აზრით არ იმსახურებს პატივისცემას, მსუბუქი სიტვებით რომ ვთქვათ )

    ალბათ კიდე შეიძლება ჩამოთვლა ალბათ ამ ეტაპზე საკმარისია საერთო აზრის შესაქმნელად

  20. Gamarjobat, tu vinmes segizliat rchevis mocema,

    myavs ulamazesi meugle shvilebi remlebic zalia mikvars da kvelapers vaketeb rom kargad da bednierebi ikvnen,

    Problema isaa rom adamiani romelic bavshvobidan mikvarda imaze ar davqorcinebulvar, garkveuli mizezebit chemi bavshvobis sikvaruli gatxovda bavshvuri azrovnebit 18 clis asakshi, gakva iset adamians romelsac dasanaxavad ver vitandi da mtrad vtvlidi, roca gatxovda mivedi da movuloce da ikve vutxari rom am adamiantan bednieri ver ikneboda, gavida clebi gauchdat shvilebi da dashordnen, 10’celi ar davlaparakebivar da arc gamarjoba mitkvams mistvis, gznobas imisa ro sigizemde mikvarda gulshi viklavdi da am cxovrebit vagzelebdi cxovrebas, gavida dro mec ojaxi sevkmeni da svilebi semezina ulamazesi gogo da bichi, 15 celi gavida da da es gznoba bavshvobis sikvarulis mimart ar gamsvlia, vegar movitmine da sevexmiane da sevxvdi, kvelaperze velaparaket ermanets vin sad da ra secdomebi davushvit da ese uazrod davshordit ertmanets, masac vukvardi da simpatiebit iko chems mimart,

    Dges me da chemi bavshvobis sikvaruli mokled rom vtkvat sakvarlebi vart, vugebt kvelanairad ertmanets, kovel dge ertad vart dilidan sagamomde, ertmanetis gareshe ar vchamt da ase shemdeg, kvelapers vuketeb ise rogorc chems sakutar cols shvils,

    Davigale imit rom saxshi misuli sxva adamians vtamashob, celicadia gzeldeba es situacia da lamisaa gavaprino.

    Ar vici ravkna da ragavaketo an ranairad moviqce, an aranormaluri var an gizi romelsac 2 adamiani ukvars ertdroulad.
    Tu rame rchevis mocema segizliat gtxovt momcerot.

    • არავინ გაძალებთ, რომ მონოგამიური იყოთ, მაგრამ იმაზე დაფიქრდით, რომ თქვენს “ულამაზეს მეუღლეს” ყოველდღე ატყუებთ. რა რჩევა უნდა მოგცეთ, გარდა იმისა, რომ იყოთ გულწრფელი.

    • ,, girchevt coltan gaagrzelot kargi urtiertoba, is xom tqveni shvilebis dedac ariss,,,,,,,,,,,roca shvili aris aq sakutar grnobebze argar unda ifiqrot, marto sakutar tavs agar ekutvnebit,,,

    • aset dros martlac rtulia gadawyvetileba miigo magram arasworia axla tqveni saqcieli tqven xom bedma sxva qaltan dagakavshirat da tqvenve ambobt rom colic dzalian giyvart… vfiqrob rom ,,pirveli siyvarulis” mimart tqveni grdznobebi, bavshvobidan moyolebuli jinia da ,,miuwvdomeli mwvervali”… pirvel rigshi sanam or qals shoris daiwyebt archevanis gaketebas, manamde tqvens angeloz shvilebze dafiqrdit, ramxela fsiqologiur dartymas miayenebt da titqmis mteli cxovrebis bednier wutebs chaushlit.. me gamocdileba malaparakebs mec shvili mqvia da tqvenc vigacis shvili xart xom asea.. amitom pirvel rigshi tqvens shvilebze ifiqret da ise miiget gadawyvetileba…. me girchevt rom tqvens ,,pirvel siyvaruls” tavi daanebot da daiviwyot….
      cxovrebashi rtuli momenti xom yvelas aqvs da gaixsenet am rtul momentebshi gverdit vin gyavdat da zurgs vin gimagrebdat…. nu daangrevt ojaxs da nu waartmevt shvilebs bednier bavshvobas

    • erti gori ,chamouyalibebeli,nabichvari xar.gonia giyvars vinme?tu namdvilad kaci xar da simartles wer,chatvale rom rac gonia ro gaq chamoidebuli is mtlianad chamokidebul xar colze.misi adamianobis xarjze ginda kaci gerqvas,mama,qmari da meojaxe adaminivit mokvde.ara ar xar girsi.shen im bozis girsi xar romelmac qmars ugalata da darwmunebuli var axla shens garda vinme sxvastanac wveba.shenma colma shens tvalwin unda gaaketos sxva kactan seqsi da mere moxval chkuaze tan seqs iswavli,sacodao.kitxe shen cols kmayopilia sheni seqsit?

  21. სამწუხაროდ ბევრია ასეთი ოჯახები ქმრები რომ ცოლებს ღალატობენ ყველაფრის და მიუხედავად,მაინც ჩემი აზრით თუ ორივე ქრისტიანულად ცხოვრობს აქ ღალატზე ლაპარაკი ზედმეტია,ორივეს ერთნაერად მოეთხოვება სიწმინდის შენარჩუნება.

  22. tqveni colis mdgomareobashi mec viyavi damijeret dzalian dznelia.ortan ertdroulad ver iqnebit adre tu gvian tqveni tamashi gamoashkaravdeba da sheidzleba coli an tqveni bavshvobis siyvaruli kiara orive dakargot shvilebic ki…kargad dapiqrdit ojaxi uwmindesi ramaa me damengra ojaxi da ras ar mivcemdi rom axla gverdit meugle myavdes,chems shvils mama yavdes…mokled bolo bolo archevani una gaaketot an tqveni bavshvobis siyvaruli an tqveni ulamazesi coli da shvilebi…

  23. ise rac sheexeba kacebs…mu tu ar uyvarxar ratqmaunda gigalatebs,magram arian kacebi romlebsac galati sisxlshi aqvt gamjdari,aseti qalebic arseboben,ise es xshir shemtxvevashi asakzecaa damokidebuli bevrjer gamigonia “acale cotac da dagvindeba”gmerto chemo eg ro dagvindeba me davjmardebi:D magram ise qalic unda ecados rom qmristvis an partnioristvis saintereso iyos,anu unda itamasho misi xasiatis mixedvit roca sachiroa namdvili”veluri kata” unda iyo:) zogjer celqi bavshvi,zogjer celqi bavshvi,zogjer tbili,mosiyvarule,mzrunveli da idealurtan miaxloebuli meugle.damijeret kacebs idealuri qalebi ar izidavtad izidavt cota wabanditoc unda iyo.ogond es garegnobas ar exeba garegnobit idealuri unda iyo yoveltvis,unda ivarjisho,msubuqi majiaji da ase shemdeg…yvela chemsavit ar piqrobs vici,zogjer ori ertnairi adaniani xvdeba ertmanets romlebic piqroben tom tamashistvis ar scaliat radgan mat win ojaxia,magram damijeret qali mashinaa dzlieri roca yvelapers ertmanets atavsebs.me imitom damengra rom 15 wlis asakshi shevqmeni.marto chemze rom yopiliyo damokidebuli shevinarchunebdi…albat…magram mashin gamocdileba ar mqonda… tu am yvelapris shemdegac wava shengan nu daakaveb da pexebshi nu chauvardebi mitumetes cremlebs nu daanaxebt da nu gaagonebt rom giyvart ubralod girseulad gaushvit
    gmerti rasac ar unda aketebdes,mxolod sheni ketildgeobistvis…

  24. me piradad faqtze davuchire sxva gogostan:)10 welia ertad vart da yvelafers vaketebdi formashuc viyavi saxlsac valagebdi da bavshvsac vuvlidi magram mainc gadawyvita calke cxovreba.da tavisufleba mindao ver vugebt ertmanetso da atasi mizezi modzebna.rac ar unda problemebi dagvxvdes win roca kacss sxvagan miuwevs guli iq damtavrebulua yvelaferi.me pirada mirchevnia gacilebit uarees pirobebshi vicxovro da nshvidad vchamo puri vidre vicxovro mis saxlshi umagisod.tqven ras mirchevdit?

    • მე პირადად გირჩევდით, რომ დაანებოთ თავი ისეთ ადამიანზე ფიქრს ვინც არ გაფასებთ. მესმის, ძალიან ძნელია 10 წლიანი ურთიერთობის ასე უეცრად გაშვება, მაგრამ ეს არის შანსი, რომ საკუთარ ცხოვრებას თავიდან ბოლომდე მიხედოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. არავინ არ იმსახურებს იმას, რომ ცხოვრება შესწიროთ. იყავით ძლიერი და დამოუკიდებელი. დაისახეთ მიზნად, რომ გახდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და ყველაფერი გამოგივათ. ისწავლეთ იყოთ ბედნიერი საკუთარ თავთან, ისე, რომ არ გჭირდებოდეთ სხვის მიერ შევსება. იპოვნეთ საკუთარი თავი. იყავით ზრდაზე ორიენტირებული, იკითხეთ წიგნები, ისწავლეთ რამე ახალი, განვითარდით, გახდით კიდევ უფრო საინტერესო ადამიანი.
      ამის შემდეგ სხვასაც გაუჩნდება სურვილი თქვენს გვერდით მუდმივად იყოს. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც დაგაფასებთ და შეგიყვარებთ. და თუ არ გამოჩნდება, ამით თქვენ დიდი არაფერი დაგაკლდებათ, უფრო – მათ :)

  25. nikas minda mivmarto ert erti punqtis sapasuxod sadac wers ,rom bavshvebs rom gaachens coli da imateba wonashi turme kacs agar izidavs,qali xo gijdeba figuri drgvevaze raa.eg ra azrovnebaa ar mesmis shvilebi tu gachuqa gvtiswyalobit romelfogurazeda mimzidvelobazea laparaki,eg aris mdabio adamianis azrovneba didi bodishis moxdit.ertit erts rac sheexeba gulis mosagxanad swored rom kargi iqneboda erti gansxvavebit nikam tqva eseigi patiobo sulac ara tan kari unda gaixuro da daemshvidobo,jandabamde gza hqonia yvela mogalates,galats ra unda,gana qals ar izidavs kargi mamakacebi?efofine exla tyuilad “vigacas” masze ukees qalic naxavs.namusi kondes adamians da ojaxis pativiscema tore kacs ro tavze lafs daasxav is ufro samarcxvinoa kacistvis.ase rom ketilsindisiereba jobs tuara da gashordes cols.aranair ert shecdomasac ar vapatieb qmars sheidzleba davxucho tvali sanam uaress ar gavuketeb da mere me vici:)

  26. kacistvis yvelaze autaneli qalis wuwunia,roca 24 saati wuwuneb,yviri da chxubob amas romeli kaci aitans? an davushvat shvilebus xatrit cdilobs aitanos magram rodemde?..bolos mainc yelshi amova kacs da isterikul despits gaeqceva romelic dge da gam chxavis,nastan arc seqs aqvs azri da arc cxovrebas,magram qalebs es ar gesmit,yoveltvis cdiobt galatshi mamakaci daadanashaulot,roca ggalatoben iwyebt kaci mogalate da naziralaa,cols da shvilebis dedas ugalatao magram ar fiqrobt imaze tu eatom ugalata qmama da rashi miuzgvis brali cols.qals rac meti aqvs yvelaferi ufro da ufro meti unda,tu idealuri sexsi aqvs da fuli ara mashin marto sexsi ar kmarao da roca shromob rom col shvilebs araferi moaklo mashin modixar saxshi da daglili izineb mashin coli imitom mwardeba rom ver miefere da ver asiamovne da iwyebs wuwuns mere shenc motminebis fiala gevseba da saxlidan gaqceva gindeba da sxva qaltan poulob simshvides da myudroebas romelic ar martavs isterikebs,ai esaa simartle.mamakacebs shegvizlia bevr xilze vtqvat uari sayvareli ertaderti xilis gamo tu is yovetvis tkbili iqneba iseti tkbili rogorc chven gviyvars mara tu damjavda is agar varga,cxadia enaze maqvs saubari.amitom qalebo gamudmebit nu panikobt da yvelaferi kargad iqneba.

  27. ერთი კაცი ეუბნებოდა მეორეს ქეიფში ვიყავით ოჯახებითო და ზოგმა ცოლებთან ერთად საყვარლებიც წამოიყვანესო ქეიფის ბოლოს ცოლები და შვილები სახლში გაუშვეს ჩვენ მერე წამოვალთოო და საყვარლებთან ჯგუფური სექსი დაიწყესო.ეს ქალები მანამდე იმათ ცოლებთან ერთად იჯდნენ სუფრაზეო აბა კაცებთან ხომ არ იჯდებოდნენ ქალები.ხო და მე ორი თვის მოყვანილი მყავდა ცოლის ღალატი არ მინდოდა მაგრამ იმათი ხა თრ ით მეც მქონდა იმათაან სექსი რაგაცა გადამდეს და რა ვქნა ცოლს გადავდო თუ არაო?

  28. იმიტომ ღალატობენ რომ გასდით ოჯახი რომც დაენგრეთ მაგის გამო თბილ ბინას და საჭმელს ახალი გაჭირებული დახამდება და სხვას მოიყვანენ.ქალს კი ოჯახი რომ დაენგრეს ქუჩაში ამოყოფს თავს და ქუჩაში თავამოყოფილს კიდე სხვა კაცი არ მოინდომებს

  29. sasaciloa satirali rom ar iyos..vkitxulob kacebis ormag siyvaruls,qalebis vapatieb ar vapatieb da…kargit ra yvela egoisti.dampali.gori ,chamouyalibebeli nabichvrebi xart,visac galati shegizliat.kacebo goniat rac met qaltan gaivli magari tipebi xart?wuwunebso qalze ambobt ertxel shexedet sakutar tavs colis tvalebit da misive tvalebit shvileb da gachumdebit.saertod kacma pirvel games vistanac dawvebit is unda iyos colic da shvilebis dedac.imitomacaa micheuls nu moaklebo da..sul ezebt sul da ver poulobt imitom rom garet ki ra saxlshia is supta rasac garet binzurs ezeb.q a l i s t v i s erti bevria a ori cotaaa.amat ician siyvaruli?sadaa 500 qaltan rom dawvebi da atas kacs fexs gaushli siyvaruli?sadaa girseba da adamianoba.ori miyvarso vigac siri wers,jer tavi sheiyvare.cols ki ara tavs ityueb,ori kurdglis mazebari mazebrad rcheba tavis cariel viniankvercxebiana(ertidaigivea).adamiani roca tavis colshvils pativs ar cems,ar uyvars siyvaruli ar axsenos.iseti arc zmad minda arc natesavad qali rom qmar shvils ugalatebs is shen ar gigalatebs?mecodebit goreboooo.guli mereva.roca ici rom shenamde sxvastan iwva rogor eferebit?

  30. Roca ojaxs u siyvarulot xsni mashin icodet rom is bednieri ar iqneba mxolot bednieri surati iqneba,garedan is yovoltvis dzebnashi iqneba iseti ipovos romelic bedniers gaxdis da yvelafershi tavisufali iqneba da sxvatashoris roca xedvt rom ara iq bedniereba nu cdilobt sheinarchunot iq momavali araaq bednieri

  31. Da kide tavs nu achvenebt vitom bednierebi xart ,kacs tu siyvarulit ari shentan is ar gixalatebt da zogi colebi kki mosabezreblebi xart beberi qalebivit xart me miyvars da gamivlie yvelaferi ubralot dafiqrdit cxovreb xanmoklea ifiqret rom sheileba am pataradroshi bednieri iyo an marto an namdvil siyvarultan urtiertobas rasac gaachnia is iset partniors edzebs vistanac bedniers igrdznobs visac sheiyvarebs da mastan besniers igrdznobs moklet sasuwarkvetilo qLebo dawynardit da gijdebit an tqven sheicvalet an tavis nu ityuebt warmatebebiiii:)))))

  32. Qalebo da tavs nu ityuebt dabilat nu chtvlit tqven tavebs damijeret mavari is arii rom gind kaci gind qali patiosnebas fasi araaq siyvaruls veravin shecvlis da aranairi saxe ar sheushlis xels ojaxs ki nu qmnit usiyvarulot da mele nu txovdebit da colebi nu mogyavt

შენ რას იტყვი?