Home ურთიერთობები

ამბობენ, რომ ქალები და მამაკაცები განსხვავდებიან. ალბათ, ეს ასეცაა. ჩვენ გაგიზიარებთ სამ განსხვავებას, რომლებიც ხშირად იწვევენ პრობლემებს და რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე. მათი ცოდნა დაგეხმარება გართულებების თავიდან აცილებაში.

განსხვავება #1: საკუთარი სივრცე

კაცები განზე დგებიან, რათა თავი იგრძნონ ავტონომიურად და დამოუკიდებლად, მაშინ როცა ქალები ამას აკეთებენ ნეგატიური ემოციების განცდისას.

3 quest
მამაკაცებს საკუთარი სივრცე სჭირდებათ. როცა შენი რჩეული უკან იხევს, ნუ ჩავარდები პანიკაში, მას არ გადაჰყვარებიხარ. ჩვენთვის, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის რთულად გასაგებია ეს ყოველივე, რადგანაც, სივრცე და დრო მაშინ გვჭირდება, როცა რაღაც ისე ვერ არის, როგორც საჭიროა. კაცები ჩვენგან განსხვავდებიან. ისინი დროებით აღწევენ თავს საყვარელ ქალბატონებს, რათა კვლავ აღმოაჩინონ საკუთარი თავი.

ქალებს ემოციურად უფრო მეტის დატევის უნარი შეგვწევს. სწორედ ამისთვის ვართ შემქნილი. ჩვენ უფრო ღრმა და აზრიანი ურთიერთობებისკენ მივილტვით, არა მხოლოდ ჩვენს მამაკაცებთან, არამედ – მეგობარ ქალებთანაც.

კაცებისთვის მათი ავტონომია ხელშეუხებელია. ამიტომაც არიან ისინი კაცები. თუ მის სივრცესა და თავისუფალ დროს აფასებ, მამაკაცის თვალში უფრო მაღლდები და მეტად იმსახურებ მის სიყვარულს. დაიმახსოვრე, რომ დისტანცია ყოველთვის ცუდი არ არის.

განსხვავება #2: კონტროლის სურვილი

კაცებს თვითრწმენა უმყარდებათ, როცა აბედნიერებენ ქალებს, მაშინ როცა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს თავდაჯერება ემატებათ, როცა ყურადღების ცენტრში ექცევიან და/ან საჩუქრებს იღებენ.

3 Q 2

ხშირად, ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კაცებისთვის უნარი და საშუალება, გვასიამოვნონ. ეს მათ ბედნიერებას ანიჭებს. ქალების უმრავლესობას კი საჩუქრის მიღება ურჩევნია.

პრობლემა ისაა, რომ ქალები ხშირად კაცების ფუნქციებს იმდენად ვითვისებთ, რომ არ ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს სივრცეს და ამ სივრცეში წინ წამოწევისა და ჩვენთვის სიამოვნების მონიჭების საშუალებას.

თუ ჩვენ განუწყვეტლივ ვადგენთ გეგმებს, ვამზადებთ საჭმელს, ვაკონტროლებთ განრიგს და ვზრუნავთ იმაზე, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს, კაცებისთვის ბევრი არაფერი რჩება. ეს მათ არ მოსწონთ. შენი უზრუნველყოფა – აი, რა სურს მას. როცა საშუალებას არ ვაძლევთ, გამოავლინოს ზრუნვა, ის უკანა სავარძელზე დამკვირვებლის როლში გადადის. ამ დროს ქალებიც მწყობრიდან გამოვდივართ და იწყება დიდი გაუგებრობა.

დაიმახსოვრე, კაცები კომპეტენტურად თავს გრძნობენ საქმის კეთებისას. თუ გინდა ყველაფერი წესრიგში იყოს, დათმე მცირეოდენი კონტროლი და აცადე მამაკაცს საკუთარი თავის გამოვლენა. შედეგით კმაყოფილი დარჩება.

განსხვავება #3: პრობლემების მოგვარების სურვილი

კაცები უმეტესად ორიენტაციას ახდენენ საკუთარ შინაგან სამყაროზე, მაშინ როცა ქალები კონცენტრირდებიან გულის ნაკარნახევზე.

3 quest 3

კაცებისა და ქალების სამყარო სხვადასხვაგვარადაა მოწყობილი. ისინი უფრო მეტად რაციონალურები არიან, ჩვენ – ემოციურები. ამიტომ ხშირად, ერთმანეთის კარგად არ გვესმის.

პრობლემის გადაწყვეტა: მას თავს კარგად აგრძნობინებს ლოგიკური გამოსავლის ძიება. ის ორიენტირებულია წამოჭრილი წინაღობების მოგვარებაზე. ემოციები კი ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარება, ამიტომაც დამაბნეველად მოქმედებს მამაკაცზე და მასში შიშის გრძნობას იწვევს.

საუკეთესო გამოსავალია – პატივი ვცეთ ამ განსხვავებებს.

მან, შესაძლოა, ვერ გაისიგრძეგანოს შენი ტკივილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს საკითხი არ ადარდებს და შენი დახმარება არ სურს. მან არ იცის, რა მოიმოქმედოს მაშინ, როცა ძლიერი ემოციური რეაქცია გაქვს.

გახსოვდეს, მას სურს შენი ბედნიერება და თუ რამის გაკეთება შეუძლია, თავს არ დაზოგავს. უბრალოდ, მიუთითე რა მოიმოქმედოს, მაგალითად, უბრალოდ ჩემ გვერდით იყავი, ჩამეხუტე, მისმინე და და არაფერი თქვა.

და მთავარი: ეცადე, ემოციური მხარდაჭერა შენი მეგობრებისგან მიიღო. მათ ზუსტად შეუძლიათ შენი გაგება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

მომავალში, როცა ერთმანეთს ვერ გაუგებთ, გაიხსენე, რომ ის და შენ განსხვავებულები ხართ – ამიტომაც გიყვარს. რაც მეტად დააფასებ ამ განსხვავებებს, მით უფრო მიაღწევ ჰარმონიას და მშვიდობას შენს სასიყვარულო ურთიერთობებში.

3 კომენტარი to this post
  1. ეს ყველაფერი ადრე მცოდნოდა კარგი იქნებოდა.:(
    მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ.მადლობა სტატიის ავტორს

შენ რას იტყვი?