ალბათ ელით, რომ კაცების სურვილზე ვისაუბრებ, სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ცდებით! კაცები ყოველთვის აქტუალურია ჩვენს ცხოვრებაში. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ რატომღაც არასდროს არ ვსაუბრობთ ჩვენზე. მთელი მსოფლიო ცდილობს გაიგოს ქალების სურვილი, ჩვენ კი საერთოდაც არ გვიფიქრია ამ თემაზე. მოდით, ვეცადოთ გავამარტივოთ და პასუხი გავცეთ ‘ცნობისმოყვარე კითხვებს’.

რა გვსურს ქალებს?!

მემგონი, არც ისე ბევრი რამ! ზოგადად სამ პირობას გამოვყოფდი.

  • სიყვარული  (ერთგული);
  • სექსი  (‘ნამდვილი’ ორგაზმით);
  • ფინანსები ( საშუალო დოზით მაინც).

სიყვარული

მე მგონი ჩემგან ამის განმარტება სისულელე იქნება, უბრალოდ პაულო კოელიოს სიტყვებით დავამშვენებ ამ გრძნობას.

“სიყვარული კაეშანი და ღელვაა, ორთაბრძოლაა, ესაა უძილო ღამეები, როდესაც კითხვებით თავს იწამებ, სწორად იქცევი, თუ არა. ჭეშმარიტი სიყვარული ექსტაზი და აგონიაა.”

დღეს, ამ გრძნობას ორი ახსნა აქვს. ერთი ჩვენთვის უფრო გასაგები და მარტივი, მეორე მამაკაცისთვის უფრო მარტივი (სექსი + სექსი = love)

ნუ გასაგებია, რომ თეთ რაშზე ამხედრებულ მამაკაცს აღარავინ ველოდებით, თუმცა გვაქვს უფლება ქვეითად მოსიარულე, დალაგებულ მამაკაცზე გვქონდეს პრეტენზიები!

ძლიერი სქესის წარმომადგენლებში ცვლილებებს მემგონი ვგრძნობთ, თუმცა ეს მხოლოდ მათი ‘ბრალი’ არ არის, ჩვენი დამსახურებაც დიდია. ხანდახან გვავიწყდება, რომ ისინი ‘ბავშვურ’ მიდგომას საჭიროებენ! =)

სექსი

ეს არის ჩვეულებრივი და თან ‘არაჩვეულებრივი’ მოთხოვნილება, რომელიც ნორმალურია, ორივე სქესის წარმომადგენელს ჰქონდეს!

ხშირია შემთხვევა, რომ ქალი ორგაზმს თამაშობს. თუ გინდათ, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ, მაშინ მოდით მარტო კაცებს ნუ დავაბრალებთ. სჯობს გულახდილები ვიყოთ და თეორიულად მივუდგეთ ამ საკითხს. არ არის სირცხვილი ამ თემაზე პარტნიორთან საუბარი და პრობლემის გადაჭრა.  არამგონია, ამან უსიამოვნება გამოიწვიოს.

თუ ამ ნაბიჯს გადადგამთ, დამერწმუნეთ ურთიერთობაც უკეთესი გახდება. სიმართლეზე აგებული, ყველაფერი ამართლებს! ქალებს საკუთარი სხეულის ‘დაფასება’ უნდა შეგვეძლოს და ეს მამაკაცს, კიდევ  უფრო მეტად აღაგზნებს.

ფინანსური მდგომარეობა

მამაკაცები ხშირად ჩივიან, რომ ქალები მატერიალურ მდგომარეობას უფრო აქცევენ ყურადღებას. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მარტო ფინანსებს რომ ვუყურებდეთ, ქალების 99% თუ არა, 98%  დღეს მსუბუქი ყოფაქცევის იქნებოდა. წარმოიდგინეთ, რა ცოტა ბედნიერი და რა ბევრი უბედური მამაკაცი იქნებოდა ამ ქვეყნად!

მემგონი დროა ავხსნათ, რომ ჩვენ ელემენტარული ‘ფუფუნება’ გვინდა, რომელიც დღეს სირთულეს არ წარმოადგენს. რომ ჩვენ მათ მოტივაციას, უფრო მეტის მიღწევის სურვილს და ამ სურვილის რეალიზებას ვითხოვთ. კარგი იქნება, თუ ჩვენ ამას ‘შევაგნებინებთ’ პარტნიორს და შევალამაზებთ ამ აკვიატებულ თემას.

 

მემგონი ახალი არაფერი მითქვამს, უბრალოდ ერთად მოვუყარე თავი და ბოლოს მინდა თქვენგან აღიარებითი ჩვენება მივიღო. ‘პირველი’ ვერ იარსებებს ‘მეორეს’ გარეშე, ისევე როგორც ‘მეორე’ ვერ იარსებებს, რომ არა ‘პირველი’. რომელი იქნება პირველი და რომელი მეორე, ამაზეც აღარ ვიკამათოთ. მხოლოდ სხვა ადამიანთან ვგრძნობთ საკუთარ სრულყოფილებას!

P.S. ‘დალაგებულ ‘ურთიერთობებს გისურვებთ!