Home ურთიერთობები

Capture

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები ბავშვობიდანვე განიცდიან დისკრიმინაციას. ასეთ საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციული ნორმები თუ ძალადობრივი ჩვეულებები. ერთ-ერთი ასეთი ჩვეულების შესახებ მინდა მოგითხრო: ქალის გენიტალურ მუტილაციაზე. ტრადიცია ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებშია გავცელებული და გულისხმობს ქალისთვის გენიტალიების ამოკვეთას. წინადაცვეთა უტარდება 4-დან 15 წლის ასაკამდე გოგონებს. ოპერაცია ანესთეზიის გარეშე მიმდინარეობს, ხშირ შემთხვევაში სახლის პირობებში, ჩვეულებრივი მაკრატლით, დანით თუ სამართებლით.

არსებობს ქალთა წინადაცვეთის რამდენიმე ტიპი, დაწყებული მხოლოდ კლიტორის ამოკვეთით და დამთავრებული დიდი და მცირე ბაგეების მოკვეთით და საშოს ხვრელის გადაკეტვით. გოგონას უტოვებენ მცირე ხვრელს შარდისა და მენსტრუალური სისხლის გამოსაყოფად. ოპერაციის შემდეგ 15-დან 40 დღემდე ნაოპერაციებს შეკრული აქვს ფეხები. ეს ხდება იმისთვის, რათა უკეთ მოხდეს შეხორცება. არც თუ იშვიათია შემთხვევები, როცა წინადაცვეთილ ქალს იმდენად აქვს შეხორცებული საშოს ხვრელი, რომ შეუძლებელია ვაგინალური სექსუალური კონტაქტის დამყარება. ასეთ შემთხვევაში ის კვლავ საჭიროებს ვაგინალური ხვრელის გახსნის პროცედურას ბავშვის გასაჩენად ან სექსუალური კონტაქტის დასამყარებლად. გაუჩერებელი სისხლდენა და გაუსაძლისი ტკვილი – ასე აღწერს უამრავი წინადაცვეთილი გოგონა ამ ოპერაციას.

the-practice-of-female-genital-mutilation-among-the-rural-malays-in-north-malaysia.article-g05.fs_

წინადაცვეთა ჯანმრთელობისთვის მეტად სარისკოა. მან შესაძლოა გამოიწვიოს: შოკი ტკივილისგან, უწყვეტი სისხლდენა, სეფსისი, შარდის შეკავება, შარდის ორგანოთა ინფექციური დაავადებები, უნაყოფობა, სიკვდილი.

იმ საზოგადოებებში, სადაც ქალთა გენიტალური მუტილაციაა გავრცელებული, მას მიიჩნევენ აუცილებელ პირობად გოგონას ზრდასრული ცხოვრებისა და ქორწინებისთვის მომზადებისთვის. ეს ძალადობრივი ტრადიცია ხშირად არის განპირობებული რწმენით, რომ წინადაცვეთა ხელს უწყობს ქალის ერთგულებას ქმრისადმი, რადგან შევიწროვებული თუ გადაკეტილი საშოს გახსნის ტკვილისა და იმის შიში, რომ ამის შესახებ გაიგებენ, თავს აცილებს მას ქორწინების გარეშე სექსუალურ კონტაქტებს. ასევე მიიჩნევა, რომ გოგონა წინადაცვეთის შემდეგ უფრო ლამაზი და “სუფთაა”, რადგან მოცილებული აქვს სხეულის “ბინძური” ნაწილები. მოკლედ რომ ვთქვათ, ქალთა გენიტალური მუტილაცია ეფუძნება მისი სექსუალური ცხოვრების კონტროლის სურვილს.

Female-genital-mutilation

გენიტალური მუტილაცია საერთაშორისო დონეზე აღიარებულია გოგონათა და ქალთა უფლებების უხეშ დარღვევად. ჩვეულება ხელს უწყობს გენდერულ უთანასწორობას და წარმოადგენს ქალთა დისკრიმინაციის განსაკუთრებულ ფორმას. ის ასევე არის ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და სიცოცხლის უფლების დარღვევა. მიუხედავად ამისა, ამ ჩვეულებას მაინც მიმართავენ ბევრ ქვეყანაში. დაახლოებით 140 მილიონმა ქალმა აღნიშნული ტრადიციის შედეგები საკუთარ თავზე გამოსცადა.

2012 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ქალთა გენიტალური მუტილაციის შეწყვეტის შესახებ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად 2010 წლიდან აამოქმედა სტრატეგია, რომელიც კრძალავს პროცედურის ჩატარებას სამედიცინო პერსონალის მიერ. 2003 წელს სტელა ობასანიომ, ნიგერიის პირველმა ლედიმ, 6 თებერვალი ქალთა გენიტალური მუტილაციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს დღე გაერომაც აღიარა და 2003 წლიდან მოყოლებული ის ყოველწლიურად აღინიშნება.

მიუხედავად იმისა, რომ, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი ტრადიცია, ყველა კულტურას აქვს სამარცხვინო წეს-ჩვეულებები, შემორჩენილი რწმენები, რომლებიც ყოველდღიურად არღვევს ადამიანების თავისუფალი არჩევნის უფლებას. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ 21-ე საუკუნეშიც კი არსებობს ტრადიციები და მათ მიერ გამოწვეული სამარცხვინო პრაქტიკის მაგალითები, რომელიც დაგვაფიქრებს: არის თუ არა ტრადიცია ყოველთვის პატივსაცემი? რატომ კარგავენ ადამიანები კარგის და ცუდის გარჩევის უნარს, როცა საქმე კარგად ნაცად ხერხებს, წეს-ჩვეულებებს ეხება? რატომ უჭირთ დაიცვან ერთმანეთი და მიიღონ გადაწყვეტილება შეწყდეს მსგავსი ტიპის პრაქტიკა?

რა არის ჩვენი სამარცხვინო ტრადიცია? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და საკუთარი არჩევნის დაფიქსირება შენ შეგიძლია. მე უბრალოდ გეტყვი, რომ ტრადიცია სამარცხვინო ხდება მაშინ, როცა ის არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას – მიიღოს ზეწოლისგან თავისუფალი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ წარმართოს საკუთარი ცხოვრება.

10 კომენტარი to this post
  1. საშინელებაა.
    ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ რომ წავიკითხე, შემზარა.
    თანამედროვე სამყაროში ეს არ ნდა ხდებოდეს.

    პ.ს. 6 თებერვალი ჩემი დაბადების დღეა :)))

  2. არაბები,ზანგები, და ზოგადად აფრიკა ეს მარაზმია,ეს არის ძალადობა,განუვითარებლობა ,ველურობა,ენით აუღწერელი სიბინძურე,უკულტურობა,ცივილიზაციის და ჰუმანიზმის ნასახი არ გააჩნიათ ,ბედნიერები ხართ ქართველები რომ არ გინახავთ რეალში ასეთი ერები, ზანგები და მათი განუვითარებლობა და არ გიწევთ ყოველდღიური ცხოვრება მათთან,საფრანგეთში ჩამოსვლამდე არც მე ვიცოდი მათ შესახებ

შენ რას იტყვი?