Home ურთიერთობები

ალბათ დაგვეთანხმები, ვალენტინობის დღესასწაულისთვის რამე განსაკუთრებული აქტივობების დაგეგმვა სულაც არ არის ცუდი იდეა.

გთავაზობთ ერთ-კვირიან გეგმას, რომელიც შეგიძლია მთლიანად გამოიყენო და სიყვარულის კვირა მოიწყო, ან ერთ-ერთი იდეა შეარჩიო და განახორციელო.

საჭირო „ინგრედიენტები“:

  •  ძვირფასი ადამიანი
  • დაახლოებით 150-200 ლარი
  • კომფორტული ფეხსაცმელი
  • ლამაზი და კომფორტული პლედი
  • ერთი სპორტული ზურგჩანთა
  • ფოტოაპარატი
  • საინტერესო წიგნი

დღე I

იმისთვის, რომ უცებ ძალიან არ დაიღალო, პირველ დღეს ჯობია საინტერესო, მაგრამ მშვიდი ქმედება დაგეგმო. ამისთვის Private კინოდარბაზში ვიზიტი დაგეგმე. სასიამოვნო გარემო, საყვარელი ადამიანი და კარგი ფილმი უდაოდ კარგი დასვენებაა.

თუ უფრო ინტიმური გარემო გჭირდება, ამისთვის კინო კლუბს უნდა მიმართო, აიღო ერთი ოთახი კომფორტული პუფებით და დიდი ეკრანით, შეუკვეთო სასმელი ან/და საჭმელი და დატკბე სეანსით.

დღე II

მეორე დღისთვის გირჩევთ ქალაქის მასშტაბით პატარა ექსკურსია მოაწყოთ. თბილისში იმდენი საინტერესო ადგილია, რომ აქ დაბადებულმა და გაზრდილმა, ხანდაზმულმა ადამიანებმაც კი არ იციან უმეტესობის შესახებ.

ჩაიცვით სპორტულად, მოირგეთ კომფორტული ფეხსაცმელი, შემდეგ კი ან თვითონ შეუყევით ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩებს და ჩიხებს ან მიმართეთ ტიფლის ჰამქარს. მათ ძალიან საინტერესო საფეხმავლო ტურები აქვთ ქალაქის მასშტაბით.

დღე III

ვიღებთ ჩვენს მშვენიერ პლედს, ვავსებთ სპორტულ ზურგჩანთას გემრიელობებით და წიგნით და ვადგებით გზას ლისის ტბისკენ. ტბას მშვენიერი პლაჟი გაუკეთეს, ასევე ტბის სიახლოვეს არის ბალახიანი და ხეებით უხვი ნაწილებიც, სადაც შეგიძლია მთელი დღის განმავლობაში მშვიდი საუბრით და წიგნით გაირთო თავი.

გრილი ჰაერი, მზიანი ამინდი ქალაქის ხმაურის არარსებობა და სიმწვანე გარანტირებულ სიმშვიდეს მოგიტანთ მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სეზონია.

არ დაგავიწყდეს, ხეებს შორის ცეცხლის დანთება მიზანშეწონილი არ არის.

პიკნიკი

დღე IV

რადგან ქალაქიც მოვინახულეთ და ლისის ტბაც დავლაშქრეთ – აუცილებელია სარეალაქსაციო აქტივობების განხორციელება.

წინაპრებისგან ვიცით, რომ გოგირდის აბანოები გაჯანსაღების გარდა რელაქსაციის და დასვენების საუკეთესო საშუალებაა, მით უმეტეს მშვენიერი აბანოები გვაქვს თბილისის მასშტაბით. მოიმარაგე საჭირო ინვენტარი და მთელი დღე ინებივრე მშვენიერი, ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ადგილობრივი „კურორტით“.

არ დაგავიწყდეს აბანოს ღირშესანიშნაობა მექისეა – ნუ დაგენანებათ ფული, მიიღეთ სრულყოფილი სერვისი.

დღე V

შეგიძლია გაიხსენო ყველა ძეგლი, რომელიც ქალაქში დგას??

ვერა?? მაშ ადექი და შენს რჩეულთან ერთად საინტერესო და სახალისო შეჯიბრი მოაწყვე.

იპოვე რაც შეიძლება მეტი ძეგლი და აუცილებლად აღბეჭდე ისინი ფოტოზე. თამაშის აუცილებელი პირობებია – გადაადგილდებით მხოლოდ ავტობუსის ან მეტროს საშუალებით, ინახავთ ყველა ბილეთს. ყველა ძეგლს აღბეჭდავთ ფოტოზე. აუცილებლად უნდა გახსოვდეთ ვისი სახელის უკვდასაყოფად დაიდგა ქანდაკება. გამარჯვებულია ის, ვინც დღის განმავლობაში მეტ ძეგლს მოინახულებს და დაიმახსოვრებს გამოსახული ადამიანების ვინაობას.

წაგებული „კისრულობს“ ნაყინის სამმაგ ულუფას (ან სხვა უფრო “საინტერესო” ჯილდოს მოფიქრებაც შეგიძლიათ, თუმცა ეს ინდივიდუალურია).

ძეგლი

დღე VI

კვირა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, ამიტომ მეექვსე დღისთვის გირჩევთ მშრალ ხიდზე გაისერინოთ, დაათვალიეროთ იქ გამოფენილი ფერწერული ტილოები და ძველმანები. გახალისდით უცნაური ნივთების სიმრავლით და სახლში რამე საინტერესოთი ხელდამშვენებული შებინდებამდე დაბრუნდით.

დღე VII

ეს დღე გამოიყენეთ ახალი სამუშაო კვირის პირველი დღის შესახვედრად დაგეგმვისათვის.

კარგი დასვენება და საყვარელ ადამიანთან ერთად საინტერესოდ გატარებული დრო ყველაზე დიდი მოტივაციაა.

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
6 კომენტარი to this post
    • რა არის იმაში ცუდი, თუ წვილს კიდევ ერთი დღე ექნება მოსასიყვარულებლად და სიყვარულის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად ერთმანეთისთვის? <3

      და 8 მარტსაც არ აღნიშვანთ თქვენ? :) ან იქნებ 15 აპრილს უფრო "ქართულ" დღესასწაულად მიიჩნევთ? :)

      • სად შეუძლია “ნამდვილ ქართველ” ადამიანს უბრალოდ, მარტივად იგრძნოს თავი ბედნიერად?!….))))

        აი, სალომე, თქვენი ბოლო წინადადება იყო ის, რაც საშინლად მწარე რეალობაა…
        ოჰ, ეს ბებერი ქართველი ახალგაზრდობა….))))))))))))))))

შენ რას იტყვი?