Home სახლი

წმინდა ვალენტინის დღე ანუ ვალენტინობა სულ მალე იქნება, ამიტომ გადავწყვიტე ამაზონზე მომეძებნა ისეთი საჩუქრები, რომლებიც ერთი შეხედვით ორიგინალურია, არც ისე ძვირი არ ღირს და რაც მთავარია, სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია შევიძინოთ.

ყველაზე მარტივი და ბანალური, რაც პირველი გაგახსენდება, არის სამკაული. თუმცა, აქაც შეგიძლია იყო ორიგინალური და აჩუქო: გული ჯაჭვით, ან ვარდისფერი ყვავილი, ან ორი გადაჯაჭვული გულის გამოსახულებიანი ყელსაბამი.

მათთვის, ვისაც სასარგებლო საჩუქრების გაკეთება უყვარს: ვარდისფერი, გულის ფორმის ე.წ. “ფლეშკა”.

რჩევა: ფლეშკაზე შეგიძლია განსაკუთრებული მელოდიები, სურათები, ვიდეოები ჩატვირთო და ისე აჩუქო, ასე საჩუქარი უფრო პერსონალური და განსხვავებული გამოვა.

გულის ფორმის მანათობელი დეკორაციები და ისარგაყრილი გული შეგიძლია იმას აჩუქო, ვინც გარემოს და დეკორაციებს განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

მათთვის, ვისაც მოგზაურობა და ბოდიალი ხიბლავს ჯიბის კომპასი, ორიგინალური ფორმით და წარწერით.

ქანდაკება, რომელიც შეგიძლია სამუშაო მაგიდაზე დაიდგა (თუ, რა საკვირველია, ოფისის ეტიკეტი ამის საშუალებას იძლევა).

ხელბორკილები, ზანზალაკი და თეთრეული: სექსუალური თამაშების მრავალფეროვნებისათვის.

 

12 კომენტარი to this post
  1. და ჩვენს კაცებს რა ვაჩუქოთ?) ყოველთვის მიჭირს საჩუქრის შერჩევა მამაკაცისთვის.

  2. სულ გადამავიწყდა ვალენტინობა :)
    წელს, პრინციპში, მეპატიება:) არც მომლოცველი მყავს, არც ის მყავს, ვისაც ულოცავენ :)
    სულიერად გავღატაკდი რა :)

  3. მე პირადად, იმ კომპასს ვაჩუქებდი ჩემს ბიჭს :) მომეწონა, ძაან საყვარელია! :) <3

  4. ძალიან მიკვირს, რატომ აღნიშავენ იმ დღესასწაულებს, რომელიც არ არის ქართული? ან სად გვყავს წმინდა ვალენტინი? დამისახელეთ…. იქნებ ზოგი ლოცულობს კიდეც მის ხატზე?

  5. ეგ პრობლემაა რომ ვიღაც აღნიშნავს დღესასწაულს რომელიც არ არის ქართული?
    31 დეკემბერიც არ არის "ქართული" და 14 იანვარია ახალი წელი მაგრამ რა მერე? : )))))

შენ რას იტყვი?