ზოგიერთებისთვის ვალენტინობის დღე ძალიან მნიშვნელოვანია თავისი ტრდიციებით: სასიყვარულო ბარათებით, ვარდების თაიგულებით, გულის ფორმის შოკოლადებით და რომანტიული ვახშმით დღის ბოლოს. ხოლო ვისთვისაც სულ ერთია, რას გააკეთებს შეყვარებულთან ერთად ამ დღეს (მთავარია მის გვერდით იყოს), მაშინ გაითვალისწინეთ რამდენიმე ყველაზე არაბანალური რჩევა. მაშ ასე:

1. საშინაო პიკნიკი

გადაახვიეთ რესტორნის სცენა, სადაც თქვენ პირისპირ დარჩენა მოგიწევთ არა ვალენტინთან, არამედ მენიუსთან და გემრიელ საჭმელებთან. რა გავაკეთოთ, რომ მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ყოფნით დავტკბეთ გარშემომყოფთა გარეშე? მოვაწყოთ პიკნიკი. სად? თუნდაც საკუთარ სახლში. მოვუხმოთ ფანტაზიას და მივხვდებით რა კარგად შეიძლება გაერთო შეყვარებულთან ერთად, მარტო სახლში. შეგიძლია მოიმარაგო სანთლები,შოკოლადები, რომანტიული ფილმები და შუშხუნა ღვინო.

couple-red-wine-main

2. გლამპინგი

კემპინგი დამერწმუნებით, რომ ნამდვილად არ იქნება რომანტიული გამოსავალი ვალენტინობის დღის აღსანიშნავად.(გარე-გარე სიარული “საპირფარეშოს” საძებნად და კიდევ სხვა წვრილმანი თქვენ რომანს და დღესასწაულის აღსანიშნავ განწყობილებას ცუდად დაემუქრება. თუმცა კემპინგისგან განსხვავებით, შეგიძლიათ დაკავდეთ გლამპინგით (გლამურული კემპინგი) თქვენივე საძინებელ ოთახში. საკუთარი საწოლი ხომ ყველაზე მყუდრო საძილე ტომარაა, მითუმეტეს შეყვარებულთან ერთად დროს გასატარებლად მასზე კარგ ადგილს ვერსად იპოვი.

251831_10150987978742978_1384895962_n_large

3. როლიკებით სრიალი

საზღვარგარეთ მიღებული ვალენტინობის დღის აღნიშვნა საციგურაო მოედანზე და სრიალი თავდავიწყებით, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვინდა სხვებს დავემსგავსოთ, ამიტომ მოვძებნოთ სკოლის დროინდელი როლიკები. დიახ, როლიკები. აი, სუპერგასართობი ვალენტინობის დღისთვის. რით შეიძლება დაკავდე შეყვარებულთან ერთად დღესასწაულზე, თუარა როლიკებზე სრიალით?

tumblr_lc4w7s5pSU1qdr3hso1_400_large

4. ბოულინგი

შეიძლება დიდად რომანტიულად არც ბოულინგის თამაში მოგეჩვენოთ, მაგრამ იცი რა? იმაზე მხიარული ნამდვილადაა, ვიდრე სანთლების შუქზე ვახშმობა. დაივიწყეთ რესტორანი, საკვები და დაკავდით ცოტა უფრო ჯანმრთელი სქმიანობით. ბოულინიგის 1 საათიანი თამაშის განმავლობაში თითქმის იგივე კალორიას დაწვავთ, რაც 20-30 წუთიანი სექსის დროს.

Bowling

5. კომედი შოუ

ამბობენ სიცილი ერთ-ერთი ეფექტური აფროდიზიაკიაო (პროდუქტი, რომელიც ამაღლებს სექსუალურ პოტენციალს). და ვინ ვართ ჩვენ რომ საწინააღმდეგო ვამტკიცოთ? თამამად მივუსხდეთ ტელევიზორებს, ამოვარჩიოთ კომედი შოუს ყველაზე სასაცილო ვიდეოები და შევამოწმოთ ის, რასაც სიცილზე ამბობენ.

images

6. იოგა

შეგიძლიათ ჩაეწეროთ ერთჯერად ოგას კურსზე წყვილისთვის, სადაც მოგეცემათ საშუალება დატკბეთ ერთმანეთის მოქნილობით, იოგას პოზების მომხიბვლელობით. წარმოიდგინე პარტნიორი downward dog-ის პოზაში? შეგიძლიათ საწოლშიც გაიმეოროთ. ზოგიერთი ძალზე მოხერებული პოზაა სიყვარულით დასატკბობად.

Downward-Facing-Dog

კიდევ უამრავი რამის გაკთება შეგიძლიათ ამ დღეს, მაგალითად წახვიდეთ კონცერტზე ან სალსას საცეკვაოდ. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, როგორ გაატარებ ვალენტინობის დღეს, მთავარია როგორ დაამთავრებ ღამეს.

ყველას წარმატებულ ვალენტინობის დღესასწაულს, უამრავ ძვირფას საჩუქარს და ბედნიერ ღამეს გისურვებთ!

hot-couple-having-sex