hug
გარკვეულ ეტაპზე, ზედმეტი ბარგი, რომელიც ადამიანს წარსულიდან ახლავს თან, ურთიერთობის დამანგრეველი ხდება. “ჩემოდანი” ყველას თან გვდევს, მაგრამ არის კი ის მონაპოვარი, როდესაც საქმე ურთიერთობებს ეხება?

ხშირად, ჩვენ ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომელთაც არ აქვთ  “ბარგი”, ან აქვთ, ეზიდებიან, მაგრამ მცირე ოდენობით. რა თქმა უნდა, ცხოვრება უფრო მარტივია, როდესაც არ გიწევს ყოფილ ცოლთან მოლაპარაკება, არც ალიმენტია პირველი ქორწინებიდან შვილისათვის გადასახდელი, რომ არაფერი, ვთქვათ, სხვადასხვა დაავადებებსა თუ ემოციურ სირთულეებზე, რომელთაც გამკლავება სჭირდებათ. მაგრამ, თუ კი გარკვეულ ასაკს ხარ მიღწეული, სავარაუდოდ, უკვე “ნაცხოვრი” გაქვს და ბევრი გამოცდილებაც დაგიგროვდა.

ხანდახან, ეს ყოველივე ადამიანს უფრო საინტერესოს ხდის. თუ კარგად გავუმკლავდებით წარსულს, მან შეიძლება გაგვაძლიეროს კიდეც. არ იჩქარო ადამიანის მოცილება მხოლოდ იმიტომ, რომ მას “დამატებითი ტვირთი” აქვს აკიდებული. თუმცა, არის ისეთი რაღაცები, რასაც თავი უნდა აარიდო და სანამ რამეს გადაწყვეტ, კარგად დაფიქრდე!

woman

გაექეცი:

1. პარტნიორს, რომელიც ჩქარობს ურთიერთობის დაწყებას.

თუ შენი რჩეული პირველსავე პაემანზე გიტყება გრძნობებში, დიდი შანსია, რომ ეს ის არ არის, ვისაც ეძებ. თუ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გიცნობს რამდენიმე საათისა და პაემნის შემდგომ, ის შენი რეალური პერსონით არ არის დაინტერესებული. მას უბრალოდ სურს, გვერდით ვინმე ჰყავდეს.

2. ადამიანს, რომელიც პარტნიორად მხოლოდ მოდელს ეძებს.

ვიცი, რომ გონებაში ყველას გვყავს წარმოსახული ჩვენი “ოცნების პრინცი” ანაც “იდეალური ქალი”. “ის უნდა იყოს 180 სმ-ზე მაღალი და ძლიერ სიმპათიური”… ანაც, “მხოლოდ 55 კილოგრამს უნდა იწონიდეს და 3 ზომა მკერდი ჰქონდეს”. მაგრამ თუ ეს  “მეორე ნახევრის” პოვნის თქვენი კრიტერიუმებია, უნდა გაცნობოთ, რომ ტყუილად ხარჯავთ ძალისხმევას.

მართლა გსურს ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ჰგონია, რომ სექსუალური ხარ და ყველაფერი მოგყვება კომპლექტში… მაგრამ სულაც არ ადარდებს შენი პიროვნება?!. გარეგნობა დროთა განმავლობაში იცვლება. ამიტომ, ეძიე შენი სულიერი მეგობარი, რომელის სილამაზეც შინაგანია. წინასწარ არასდროს იცი, შენი გულისსწორი რა ბარგით მობრძანდება, ამიტომ, სიტუაციას მოერგე, იყავი მოქნილი და შეიძლება სასიამოვნოდ გაოცებულიც დარჩე.

3. პარტნიორს, რომელსაც ოჯახში თქვენი მიყვანის რცხვენია.

თუ ვინმე ნამდვილად შენი მეორე ნახევარია, ის შენს გვერდით დიდი ხნით დარჩება. ალბათ, ისეთ ადამიანთან ყოფნას ამჯობინებ, რომელიც სახლში შენებსაც მოეწონებათ და მეგობრებიც კმაყოფილნი დარჩებიან – ვისითაც ყველგან იამაყებ!

4. პარტნიორს, რომელიც უხეშად ექცევა სხვებს.

მაგალითად, მიმტანებსა თუ მომსახურე პერსონალს. დიდი შანსია, რომ სულ მალე, როდესაც თავისად დაგიგულებს, შენც მსგავსად მოგექცეს. არასდროს დარჩე ადამიანთან, რომელსაც სხვების გრძნობები ცალ ფეხზე ჰკიდია.

kiss

5. პარტნიორს, რომელიც შენ მხოლოდ საშვილოსნოდ / სპერმის ბანკად აღგიქვამს.

თუ სასოწარკვეთილად გსურს ბავშვის ყოლა, და გაგიკვირდება და დიახ, ზოგიერთი მამაკაცის გონებაც ამ იდეით მნიშვნელოვანწილადაა შეპყრობილი (არაფერს ვამბობ ქალებზე), ამ გარემოებას არ უნდა მისცე უფლება, ხელი შეგიშალოს მეორე ნახევრის ძიების პროცესში. არ დათანხმდე ურთიერთობას იმ პიროვნებასთან, რომელიც “შენი ადამიანი” არ არის, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიოლოგიური საათი წიკწიკებს. შესაბამისად, თუ პოტენციური პარტნიორი მეორე პაემანზე ბავშვებზე დაიწყებს საუბარს, დიდი შანსია, რომ შენ მხოლოდ დასახული მიზნის მიღწევის საშუალებად აღგიქვამენ.

6. ადამაინს ცუდი მანერებით ან/და მოუწესრიგებელი ჰიგიენით.

ის, ვისაც თქვენ მიმართ ნამდვილი გრძნობები გააჩნია, არასდროს მოგაყენებთ შეურაცხყოფას ცუდი მანერებითა თუ მოუწესრიგებელი ჰიგიენით. თუ ის ყოველ ჯერზედ მობილურშია ჩამძვრალი და თქვენთან საუბარს თავს არიდებს, თქვენც ადექით და გაეცალეთ (თუ ის ექიმია, ან მარტოხელა მშობელი და საქმე გადაუდებელია, რა თქმა უნდა, მიეცით მას ამოსუნთქვის საშუალება და შედით მის მდგომარეობაში).

თუ პოტენციური პარტნიორი ყოველთვის მაისურითა და ფლოსტებით გხვდებათ და არც კბილების გახეხვით იწუხებს თავს, მაშინ მას არ ადარდებს თქვენი გრძნობები. თუ ის ბოყინსა და კვილების ჩიჩქნას დაიწყებს შენს წინაშე, ეს ადამიანი ღმერთს შენთვის არ შეუქმნია, რამდენადაც, ის ვისთვისაც ძვირფასი ხართ, ყოველთვის ეცდება თქვენ მისი საუკეთესო მხარე წარმოგიჩინოთ.

shit

7. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე უსაზღვროდაა შეყვარებული.

თავდაჯერებულობა მიმზიდველია, მაგრამ გაუჩერებლივ შენს მიღწევებზე, წარმატებებსა და პიროვნებაზე საუბარი – არა! “მაჩოს ლაყბობა” ნიშნავს, რომ ის შენზე მეტად საკუთარი თავითაა დაინტერესებული. ეს ორმხრივად მოქმედებს. კაცებსაც მალე ბეზრდებათ ქალები, რომლებიც 24 საათი გარეგნობას იქებენ და ძვირფასეულებებისა და მანიკურის მეტი არაფერი ადარდებთ.  ეძებეთ პარტნიორი, რომელიც მოკრძალებული იქნება საკუთარი გარეგნობისა თუ მიღწევების მიმართ.

8. ადამიანი, რომელის შენარჩუნებაც რთული იქნება ანაც ბევრს ითხოვს.

მიმზიდველი პარტნიორი დამოუკიდებელია, მას საკუთარი ინტერესები აქვს. როდესაც მამაკაცების უმრავლესობას ეკითხებიან, რამდენად ადარდებთ მეორე ნახევრის სამსახური, მათი 95 % პასუხობს, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ სად მუშაობს მათი გოგონა/ქალი, თუ კი ის იმ საქმეს აკეთებს, რაც მოსწონს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არ სურთ, მათი მეორე ნახევარი მთელი დღის მანძილზე ელოდებოდეს, როდის მორჩება პარტნიორი სამუშაო დღეს, რათა შემდგომ, სახლში მისულს, არ მოუწიოს ქალბატონის გართობა. დამოუკიდებლობის გარკვეული დოზა აბალანსებს და აჯანსაღებს ურთიერთობას.

9. პარტნიორი, რომელიც გაუთავებლად ყოფილზე საუბრობს.

დატოვეთ წარსული უკან და ფოკუსირდით ადამიანზე, რომელიც თქვენს წინაშე დგას! ;)

the end