Home ურთიერთობები

ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა (სგგდ), რომლის მეტი შემთხვევა ქალებში გვხვდება, თუმცა მამაკაცები ხშირად ხდებიან ინფექციის გადამტანი. ტრიქომონიაზი გადამდები, თუმცა განკურნებადი ინფექციაა.

ტრიქომონიაზის სიმპტომები

მამაკაცებში პირველ ეტაპზე სიმპტომები არ არის გამოხატული. ქალებში ინფექციას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

  • მომწვანო-მოყვითალო ვაგინალური გამონადენი ძლიერი სუნით
  • მტკივნეული შარდვა
  • ვაგინალური ქავილი და გაღიზიანება
  • დისკომფორტი სექსუალური კონტაქტისას
  • ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში (ეს სიმპტომი შედარებით იშვიათია)

სიმპტომები, როგორც წესი, თავს იჩენს დაინფიცირებიდან 5-28 დღეში.

ტრიქომონიაზის მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებული არ არის ორსულად. ორსულებში ტრიქომონიაზი იწვევს ნაყოფის მემბრანის ნაადრევ გასკდომას და ადრეულ მშობიარობას. გენიტალური ანთება, რომელიც ინფიცირებულებს ახასიათებთ, ზრდის აივ ინფექციით დაავადების შანსს. ამის მიზეზია ლორწოვანი ზედაპირის დაზიანება, ასევე რადგან ადგილობრივი იმუნიტეტი დაქვეითებულია, იზრდება მიმღებლობა ნებისმიერი ინფექციისადმი.

Screen Shot 2013-09-27 at 3.01.29 PM

ტრიქომონიაზის დადგენა ხდება:

  • ფიზიკური გამოკვლევით – გენიტალიების ვიზუალური დათვალიერება
  • ტესტირებით – გამონადენის მიკროსკოპული დათვალიერება, რომელიც შემთხვევების 60-70%-სთვის ახდენს ინფექციის იდენტიფიცირებას და სისხლის ანალიზი, რომელიც ანტისხეულების განსაზღვრისთვის გამოიყენება.

როგორ შეგიძლია ტრიქომონიაზის თავიდან აცილება?

  • გამოიყენე კონდომი ყოველი სექსუალური კონტაქტისას (თუ სტაბილური პარტნიორი არ გყავს)
  • შეზღუდე სექსუალურ პარტნიორთა ოდენობა
  • თუ ფიქრობ, რომ ინფიცირებული ხარ, მოერიდე სექსუალურ კონტაქტს და მიმართე ექიმს.

ნებისმიერი გენიტალური სიმპტომი, როგორიცაა გამონადენი, წვის შეგრძნება შარდვისას, ან გამონაყარი შეიძლება იყოს ინფექციის ნიშანი. ხშირად, ტრიქომონიაზით ინფიცირებულ ადამიანებს სგგდ-ის სხვა ფორმაც აღმოაჩნდებათ, ამიტომ მნიშვნელოვანია შემოწმდე ყველა სხვა ინფექციაზე. ინფექციის დადგენის შემთხვევაში, ჩაიტარე მკურნალობის კურსი და გააფრთხილე ყველა შენი ბოლო სექსუალური პარტნიორი.

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?