დიდი ხანია ქალები ვცდილობთ დავანგრიოთ კაცური იდეოლოგია, კაცი – როგორც ძლიერი სქესის წარმომადგენელი! იყო დრო, როდესაც ქალებს თავის დემონსტრირების საშუალება არ ეძლეოდათ, მაგრამ დღეს უკვე ქალის სიძლიერის საზომი, მამაკაცის საზომის საპირისპირო მხარეს ამშვენებს. იმისთვის რომ არ ვიყო სუბიექტური და ჩემი აზრები არ მოგახვიოთ, მოდით ეტაპებად გავიაროთ გარკვეული საკითხები.

tumblr_mip1p5JH4Z1s06lg6o1_500

ბავშვობა

ჯერ კიდევ ღრმა ბავშობიდან კაცები ამტკიცებენ იმას, თუ რამდენად ზანტები არიან. ვინ დგამს პირველ ნაბიჯს? ვინ ანებივრებს მშობლებს „ტიკტიკით“ ? რა თქმა უნდა ხშირშემთხვევაში ქალიშვილი. ვინ არის სკოლაში სასწავლო მასალის უფრო ადვილად ამთვისებელი და ვინ უხარებს დედიკოს გულს კარგი ნიშნებით? აღარ  გავაგრძელებ, ბავშვები ძალიან მიყვარს და ცუდ ჟესტად ჩამეთვლება.

1111

გარდატეხის ასაკი

ეს რთული და მძიმე თემაა. განსაკუთრებით კარგად გაიგებენ დედები, რომლებსაც მოზარდი ბიჭები ყავთ. ვინ იწყებს უფრო ადრეულ გარდატეხას და ვინ ღვინდება უფრო ადრეულ ასაკში? რა თქმა უნდა ისევ ქალთა სქესის წარმომადგენელი. არ ვამბობ, რომ პრობლემურად არ მიმდინარეობსმეთქი, მაგრამ საპირისპირო სქესთან შედარებით ძალიან იოლი ფორმებით ვითარდება. საერთოდაც რა ასაკში გებულობენ მამაკაცები ცხოვრების აზრს და ფასეულობებს, ეგ ჯერ კიდევ დასადგენია და საერთოდ ცალკე თემაა.

ოჯახის უფროსი

ადრეულ წლებში მამაკაცი იყო „ღმერთი“, ის მიდიოდა საშოვარზე და არჩენდა ოჯახს! მაშინ მათი იდეოლოგია თითქოს ახლოს იყო სიმართლესთან. ისევ და ისევ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის კეთების უფლება არ გვქონდა. მაგრამ დღეს, როდესაც ქალს მეტი თავისუფლება მიეცა, მას არამარტო მეტი შემოაქვს ოჯახში, არამედ კარგი დედა, დიასახლისი და სექსუალური ცოლია. მარტო ამიტომ ღირს მამაკაცური ჰეგემონიის დარღვევა და  ქალების ძლიერ ფენაში გაერთიანება.

ძლიერი, თუ სუსტი?

როდესაც ცხოვრებისეული პრობლემის წინაშე ვდგავართ, მამაკაცი ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებლობას თავს არიდებს და სწორედ ამიტომ არის დღეს უფრო მეტი მიტოვებული ქალი ბავშვით ხელში. ისინი ვერ ართმევენ თავს ელემენტარულს. ინსტიქტები ცხოველებსაც აქვთ და მათ შორის დიდ განსხვავებას ვერ ვნახულობ! რატომღაც მამაკაცები თვლიან, რომ მხოლოდ მათთვისაა პრობლემა რთულად დასაძლევი.  მოგვარებაზეც არაა საუბარი, როდესაც ქალის შენარჩუნებასაც კი ვერ ახერხებენ.

4

ცნობილი ამერიკელი მწერალი კურტ ვონეგუტიც კი დარწმუნებულია, რომ  ქალი მამაკაცზე ძლიერია და მათ სუსტი სქესის წარმომადგენლებს შეცდომით უწოდებენ – „რასაც ქალი უძლებს, ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებს.  ქალები კაცებზე უკეთ და ადვილად იტანენ სიცივეს, შიმშილს და ყველანაირ ტკივილს. სექსის შემდეგ კაცისთვის ყველაზე ძვირფასი დუმილია, ქალისთვის კი პირიქით – ყველაზე სანატრელი თუნდაც ერთი სიტყვაა, ორგაზმის შემდეგ კაცისაგან საალერსოდ რომ მოისმინოს. და ამას წინათ მილოშ ფორმანმა თქვა, მამაკაცებს მასტურბაცია ამიტომაც ურჩევნიათ – იმ საალერსო სიტყვების წარმოთქმა ეზარებათ და ისეთი სუსტები არიან, ძალა აღარ ყოფნით სიტყვებისთვისო…“

ეს მცირე მიმოხილვა იყო შედარებისთვის და დასკვნით ნაწილს თქვენ განდობთ კომენტარების სექციაში.