წერილი ერთი გოგონასგან, რომელიც თქვენს მხარდაჭერას საჭიროებს:

“მას შემდეგ ჩემი ცხოვრებ თითქოს რადიკალურად შეიცვალა, დაღი დამასვა მომხდარმა ფაქტმა, თითქოს ჩემი დრო უკვე წავიდა, რამდენი ხანია უკვე აღარ მსმენია, რომ ვინმეს მოვეწონე ან მსგავსი. არადა ადრე განებივრებული ვიყავი საპირისპირო სქესის მხრიდან.

რაც მოხდა ამის დამსახურებაა დღევანდელი ეს სიტუაცია. სასაცილოა და მონატაცები გოგოს მოწონება ან სიყვარული ხომ დღევანდელ  საქართველოში ‘გრეხია’! შეცდომას არ გპატიობენ. შეცდომას, რომელიც შენ დაუშვი და არა მათ. შეცდომამ, რომელმაც ზიანი შენ მოგაყენა და არა მათ. ისინი ხომ სხვები არიან, მათ ხომ არ შეეხებიათ ის, რაც მე გადავიტანე, თუმცა რა…

ეს პატარა ქალაქია, ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის. გაივლი ქუჩაში ხელს მოგათითებენ, “ნახე ეს ისაა, რომ გათხოვდა და მერე დაბრუნდა, იცი? თურმე ბიჭის დედას არ მოსწონებია და გოგო დაუბრუნებიათ…”

სინამდვილეში კი არავინ იცის რა იყო, მხოლოდ მე ვიცი და მეც ჩუმად ვარ, რა აზრი აქვს ხმის ამოგებას მოგისმენენ? გაგიგებენ? რა თქმა უნდა არა, ბრბოს ხომ მხოლოდ ის ესმის და მხოლოდ იმას გებულობს, რაც თავად აწყობს. მე კი მირჩევნია ჩუმად ვიყო. ჩემი ტკივილი, სიმართლე, შეცდომა გულში დავიტოვო, მაგრამ მზად ვარ თუკი ვინმე გულწრფელად დაინტერესდება რეალობით გავუმხილო ის, რაც ჩემია, მაგრამ ასეთები მხოლოდ ფიქრებში არსებობენ, რეალურ სამყაროში არარეალურნი არიან.

მიკვირს რატომ? მაგრამ პასუხი თავადაც არ მაქვს, ალბათ იმიტომ რომ  მე ვარ განსხვავებული, სხვა სამყაროში გავიზარდე, მდაბიო აზროვნება უცხო და მიუღებელია, ამის თქმა კი ხმამაღლა არ შემიძლია მეტიჩრობაში ჩამითვლიან, თავიანთი ჭკუით ჩამქოლავენ, არადა ვერაფერს დამაკლებენ. ჩემი სიმართლით ვცხვრობ, იმ სიმართლით რომელიც ჩემივე სამყაროშია სამართლიანი, სამყარო სადაც მე ვცხოვრობ და ადგილიც ბევრია, მაგრამ ჯობს ცარიელი იყოს ვიდრე ისინი დამკვიდრნენ ვისი ადგილიც არ არის.

ცხოვრებამ წერის სურვილიც დამიკარგა, წერის ანუ გრძნობები გამიქრო, არანაირი განცდა აღარ არსებობს ჩემს სხეულში, ნუთუ ერთი ადამიანი მაინც არ გამოჩნდება რომელიც შეძლებს და სურვილი ექნება ჩემს გვერდით ყოფნის ყოველგვარი ეჭვის და წარსულის დაუმადლებლობის გარეშე?

ძნელია როცა გრძნობ, რომ წარსულის გამო უარგყოფენ მაგრამ, იმას ვერ ხვდებიან რომ ეს წარსულია და არა აწმყო. თუმცა რას მიხვდებიან, თვითონ ხომ ეს გზა არ გაუვლიათ…”