Home ურთიერთობები

ალბათ არ მოიძებნება ქალი, რომელსაც ე.წ შემგროვებლობის ინსტინქტი არ გააჩნია და საკუთარი გარდერობის თუ კარადის გამდიდრება არ უყვარს ათასგვარი ნივთებით.

ზოგიერთი მათგანი აგროვებს ძვირფას ფეხსაცმელებს, კაბებს, ჩანთებს, ან ყველაფერს ერთად, მაგრამ ზოგჯერ სრულიად უბრალო და ერთი შეხედვით გამოუყენებელი ნივთების ყიდვა გვავიწყდება, რომელთა გამოყენებაც სინამდვილეში არაჩვეულებრივად შეიძლება: მაშინაც, როცა მარტო ხარ, მაშინაც, როცა მეგობრებთან ერთად ხარ და მაშინაც, როცა საყვარელი ადამიანი გიმშვენებს გვერდს.

მაშ ასე:

1) კორსეტი

ამ ნივთის უამრავი სახესხვაობა არსებობს, მისი ჩაცმა შესაძლებელია როგორც პერანგის შიგნით, ასევე უპერანგოდ, თუკი ის სათანდო ფორმის და ზომისაა. ჯინსზე, შორტებზე, კაბაზე – კორსეტი ძალიან მომხიბლავად გამოიყურება, მაგრამ რა საჭიროა მისი შეხამება ტანსაცმელთან, როცა ის ყველაზე მომხიბვლელი შიშველ სხეულზეა? შეგიძლია ჩაიცვა და სარკის წინ დატკბე საკუთარი გამოსახულებით, გადაიღო უამრავი სექსუალური ფოტო, როგორებიც მხოლოდ მოდურ ჟურნალებში გაქვს ნანახი და რა თქმა უნდა, მოხიბლო ძლიერი სქესი. ალბათ ყველა მამაკაცი ერთხმად აღიარებს რომ კორსეტით შემოსილი ქალი ფრიად მიმზიდველი და სექსუალურია.

2) მაღალი შავი წინდები:

ასეთი წინდები თუნდაც ზემოთხსენებული ნივთის ხათრით უნდა გქონდეს გარდერობში. თუმცა ის კორსეტის გარეშეც ხშირად მოიხმარება: კლასიკურ სამოსს, გამოსასვლელ კაბას, შიშველ სხეულს ერთნაირად ამშვენებს და მისი საჭიროებაც ხშირად იგრძნობა ხოლმე.

3) ბიგუდი:

ბიგუდების არსებობა სახლში საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როცა გინდა თმა გამოიყურებოდეს ლამაზად, მოწესრიგებულად და ამისათვის სალონებში ფულის გადაყრა გენანება. სახლში, თავზე ბიგუდებით, უამრავი საქმის გაკეთება შეიძლება შეთავსებით და დროც იზოგება. შესაძლოა რამდენიმე ცდაში ისე ლამაზად ვერ დაიმაგრო, როგორც ფოტოზეა, მაგრამ ამ საქმეში დახელოვნების შემდეგ საკუთარი თმების მოვლა-პატრონობა საუცხოოდ შეგეძლებათ თავადვე.

4) და ბოლოს, ვიბრატორი:

იმისდა მიუხედავად, გყავს თუ არა პარტნიორი, მაინც აუცილებელია უჯრაში გეგდოს  – ყოველი შემთხვევისთვის. ვიბრატორის ქონა არ არის სირცხვილი, ტრაგედია და პირდაპირი მანიშნებელი იმისა, რომ მარტო ხარ. სექსისთვის მრავალფეროვნების მინიჭება არასდროს არ არის ზედმეტი, მარტოობისას კი რატომაც არა, როგორც ცნობილია ვიბრატორით ქალები ორგაზმს გაცილებით სწრაფად აღწევენ.

სულ ესაა იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელთა საჭიროება ყოველდღიურ ცხოვრებაში , შესაძლოა, ქალების უმეტესობისთვის არ იგრძნობოდეს, მაგრამ ისინი ყოველთვის უნდა გქონდეს, ვინ იცის, რა მოხდება.

 

29 კომენტარი to this post
  1. და როგორც ერთ-ერთი ძლიერი სქესის წარმომადგენელი იტყოდა რა საჭიროა კორსეტი თუ მაინც უნდა გაიხადო :დდდ

  2. და ბიგუდების სექსუალურობას ვერ მივხვდი :))) კორსეტის და ჩულქების მოტრფიალე ვარ ნახევარ ხელფასს ვტოვებ :)

    • რატო “ქეჟუალ ლუქს” ქმნის. “ბოიფრენდს” სახლში რომ მოიწვევ და ბიგუდებით დახვდები “ასწორებს”. კორსეტით და ჩულქებითაც) აი ვიბრატორი მაგ დროს უნდა გადამალო, ჩემი აზრით. “გაუტყდება” რეზინთან მღალატობსო)))

  3. მე მხოლოდ მაღალი შავი წინდები მაქვს და არასდროს მიფიქრია რომ ეს ნივთი სექსუალურია :D

  4. მთავარია ქალი იყოს მიმზიდველი და სასურველი ) თორე ბევრი კაცი ვიცი რომ არც კორსეტი ხიბლავს და არც ე.წ. მაღალი წინდები )))
    ბიგუდი საერთოდ რა შუაში იყო )))) სახლის ფორმაში თან მომხიბვლელი რომ იყო ლამაზი ხალათით უნდა დახვდე )))

  5. რაღაც მოულოდნელი იყო მე 4 ნივთი :)
    თითქოს არავინ არ ელოდა და ასე მოურიდებლად შემოიჭრა :)

  6. ანუ, კორსეტი და ვიბრატორი მჭირდება სასწრფოოდ? :)))
    ისე, ვიბრატორები რა ღიირს ხომ არ იცით ? :)

შენ რას იტყვი?