როდესაც საუბარი სექსს ეხება მეტად თუ ნაკლებად, ადრე თუ გვიან – ჩნდება კითხვა “სად?”. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, ვისთან ერთად, რამდენად ხშირად გაქვთ სექსი და სხვა. ეს კითხვა აუცილებლად თან სდევს ყველა ურთიერთობას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ერთფეროვნება, ექსტრემის სიყვარული ან უბრალოდ ზოგჯერ ”გაგიჟების” უნებლიე და მოულოდნელი სურვილი.

ექსტრემალური სექსი

მაშ ასე ჩვენ პირველ ნაწილში უკვე ჩამოვთვალეთ 10 სხვადასხვა საინტერესო ადგილი ექსტრემალური სექსისთვის, მოდით სია ცოტა კიდევ გავზარდოთ და რაოდენიმე არანაკლებ საინტერესო შემთხვევები განვიხილოთ:

1. საპირფარეშო

შეიძლება ცოტა უსიამოვნო ადგილია მაგრამ იქ ყველაფერია იმისათვის, რომ -მ

და -მ სიამოვნება მიიღონ. მჯდომარე პოზა ფრიად საინტერესო და არც ისე დამღლელია, მით უმეტეს აქტის შემდგომი ჰიგიენური პროცედურების ჩატარება ადგილზევე სწრაფად მოხდება. თუმცა გირჩევთ ძალიანაც ნუ იხმაურებთ, თორემ ვიღაც (ვინც რიგში იდგა და თქვენს გამოსვლას ელოდა) აუცილებლად დარჩება უკმაყოფილო და გაბრაზებულიც კი.

2. სასაფლაო

ვიღაც იტყვის რომ სასაფლაოზე სექსი გარდაცვლილთა შეურაცხყოფააო, თუმცა მე საპირისპირო რამეს გეტყვით – წარმოიდგინეთ ის ადამიანები რა ხანია მოწყენილები წვანან კუბოებში და ვეღარ განიცდიან სექსისგან მიღებულ სიამოვნებას, ასე რომ არა მგონია ეწყინოთ თუ ისინი თქვენი და თქვენი პარტნიორის დამსწრეები იქნებიან ასეთ ტკბილ წუთებში. მართალია ფრიად შემზარავია ამის წარმოდგენა, მაგრამ ცდად ნამდვილად ღირს, იქნება ”ადგილობრივებმა” ტაშიც კი დაგიკრან.

სასაფლაო

3. ტრასა (ავტობანი)

ყველა ტრასას, რომელიც გრძელ მანძილებზე მდებარე ქალაქებს აკავშირებს, აქვს სპეციარული დასაყენებელი ადგილები (გზის მარჯვენა მხარეს). ძირითადად ამ ადგილებზე ტრაილერები და მისი მძღოლები ისვენებენ – ტკბებიან ღამის ძილით, თუმცა თუ თქვენს გადაწყვეტთ მათ შეუერთდეთ- ეცადეთ მანქანა მათგან ოდნავ მოშორებით დააყენოთ, დაინდეთ გრძელ გზაზე, ეულად მოგზაური ადამიანები.

4. სამზარეულო

სამზარეულოში ყოველთვის მოიძებნება რაიმე სასუსნაო რომლითაც შეიძლება სხეულის ”გაკეთილშობილება”, ხოლო ამის შემდეგ კი მოფერება მსუბუქი ალოკვით დაიწყება. ამასთანავე ექსტრემალურობის შეგრძნებას დიდი ფანჯარაც ზრდის, რომლიდანაც მოპირდაპირე კორპუსის მაცხოვრებლები საინტერესო სცენებს დააკვირდებიან.

გურმანების სექსი

5. საბავშვო (სათამაშო) მოედანი

ასეთ მოედნებზე უკვე თითქმის ყველგან დგას პატარა ქოხისმაგვარი შენობა, რომელშიც 3-4 წლის პატარები ადვილად ეტევიან, აი თქვენ კი პარტნიორთან ერთად დაგჭირდებათ მთელი თქვენი სპორტული მომზადებისა  და ელასტიურობის მუშა მდგომარეობაში მოყვანა , რადგან ძალიან პატარა ადგილზე ”დიდი საქმის” გაჩარხვა მოგიწევთ.

არ დაგავიწყდეთ რომ ეს ადგილი სექსისთვის საუკეთესოა მხოლოდ ღამის საათებში , სხვა შემთხვევაში გაავებული მშობლების მოგერიება მოგიწევთ.

6. მთის მდინარე

მთის მდინარეები (საქართველოში ნამდვილად) ყინულივით ცივია ხოლმე, ამიტომაც მამაკაცებისათვის ეს ექსტრემალურთან ერთად ფრიად რთული აქტიც იქნება, თუმცა ნამდვილად საინტერესოა რამდენი ხანი შეძლებთ პარტნიორთან ერთად ასეთ წყალში გაჩერებას და გექნებათ თუ არა იმის თავი რომ აქტი ორგაზმით დაასრულოთ. ისე კი თუ გადაწყვეტთ ასეთი რამის ცდას გირჩევთ მდინარის ის ნაწილი შეარჩიოთ სადაც პატარა ჩანჩქერიც გადმოედინება, აქტი თუ არა , მოფერება მაინც არის სასიამოვნო ჩანჩქერის ქვეშ – ზაფხულის შემაწუხებელ ხვატში.

7. თოვლი

სიცივეზე ვსაუბრობდით წინა პუნქტში და დროა ეს თემაც განვიხილოთ. ზამთრის კურორტი ერთი ერთი იმ რომანტიულ ადგილთაგანია სადაც ექსტრემი თავისთავად იფრქვევა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. თოვლში სექსისთვის მხოლოდ ფანტაზია და ოდნავ მოფარებული ადგილი დაგჭირდებათ (იქნება ეს

სადმე დასახლებასთან ახლოს, თუ სათხილამურო ტრასაზე) თუმცა არ დაგავიწყდეთ მთაში აუცილებელი უსაფრთხოების ზომები.

არ გადახვიდეთ ზვავ საშიშ ადგილებში თორე სექსით მიღებული ადრენალინი აღარაფრად მოგეჩვენებათ ზვავის გრუხუნს როცა გაიგებთ.

აქვე კიდევ ერთხელ დავძენ, რომ მთავარია მონდომება, ფანტაზია და კარგი პარტნიორი – დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.

ველოდებით თქვენს იდეებსა და გამოცდილებებს კომენტარებში.

არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებელია სექსი უსაფრთხო იყოს.