როდესაც საუბარი სექსს ეხება მეტად თუ ნაკლებად, ადრე თუ გვიან ჩნდება კითხვა “სად?”. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, ვისთან ერთად, რამდენად ხშირად გაქვთ სექსი და სხვა. ეს კითხვა აუცილებლად თან სდევს ყველა ურთიერთობას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ერთფეროვნება, ექსტრემის სიყვარული ან უბრალოდ ზოგჯერ ”გაგიჟების” უნებლიე და მოულოდნელი სურვილი.

სექსი

მოდით ჩამოვწეროთ რამოდენიმე შესაძლო ვარიანტი  თავისი პლიუსებითა თუ მინუსებით.

1. “ფართი” (ივენთი, ღონისძიება)

თუ ასეთ დროს განცალკევდებით სადმე პატარ ოთახში, სიმყუდროვის იმედი ნუ გექნებათ. აუცილებლად იქნება მომენტები, როდესაც სხვა მთვრალ სტუმრებსაც მოუნდებათ მყუდრო ადგილის მოძებნა (იქნება და დასაძინებლად თუ სექსისთვის) . თუმცა ამ შემთხვევას აქვს ექსტრემალური მხარეც – შემთხვევითი “დამკვირვებლების” წინაშე ჩატარებული აქტი ახლებური გამოცილებაა, რომლის დროსაც სულ არ ფიქრობ როგორ გაცვია, სად ხარ, როგორ გამოიყურები ან ბნელა თუ არა ოთახში.

2. ტრანსპორტი

ცოტა მოუხერხებელი ადგილია და თანაც “ზედამხედველებისა” და კრიტიკოსების მთელი არმიაა, თუმცა ამ შემთხვევაში ექსტრემი კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში. საზოგადოებრივი აზრი, კრიტიკა და ხმამაღალი შენიშვნები, უამრავი წყვილი თვალი და სხვა. თუ თქვენ მაინც გარისკავთ გრძელ მანძილზე გადაადგილებისას მანქანში სექსით დაკავებას მზად იყავით, რომ მეორე დღეს შეიძლება ინტერნეტ სივრცე თქვენი ”გმირობის” ამსახველი ფოტო – ვიდეო მასალით დაიტბოროს.

3. სკვერი / პარკი

პარკისა და სკვერის შემთხვევაში შანსი იმისა, რომ დაცვა წამოგადგებათ თავს და სერიოზული შეხლა შემოხლა იქნება – დიდია, თუმცა გააჩნია დღე–ღამის რა დროს გადაწყვეტთ თავდავიწყებას მიეცეთ. არჩევანი დიდია – ბალახი, ფეხზე მდგომი პოზა თუ ხის სკამი. მთავარია ისე მოახერხოთ, რომ კარგად მოეფაროთ გამწვანებისათვის დარგულ ბუჩქებსა და ხეებს და დაცვის თანამშრომლის მიერ თავს დაცხრომა რაც შეიძლება დიდი ხნით გადაამისამართოთ მომავლისკენ.

4. ლიფტი

ლიფტი კარგია ადგილია, განსაკუთრებით თუ მაღალსართულიანი შენობისაა, თუმცა რამოდენიმე “წრის” გაკეთება მოგიწევთ ალბათ, სანამ ორგაზმამდე მიღწევას მოახერხებთ. ამასთანავე შესაძლოა ვიღაც დაგემგზავროთ კიდეც და ვაი თუ “დამიმატეთო” მოითხოვოს. როგორც არ უნდა იყოს საკმაოდ საინტერესო ადგილია სექსისთვის, თანაც ის კარგ ფიზიკურ მომზადებას საჭიროებს, რადგან პოზების უმეტესობა ფეხზე მდგარ, ჰაერში აწეულ ან ნახევრად ჩაკუზულ მდგომარეობას მოითხოვს. თუმცა ესეც ფანტაზიაზე დამოკიდებული.

პოზა #1

5. შენობის სახურავი

საინტერესო ადგილია , თუმცა ზამთრის სეზონზე საკმაოდ ცივიც. ასევე სახურავზე გამეფებული ანტისანიტარია და ნაგავი არ უნდა გაიკვირვოთ. ამასთანავე სიფრთხილე აუცილებლად საჭიროა, რომ რაიმე არ დაგიზიანდეთ არც თქვენ, არც პარტნიორს. აქტის შემდეგ კი ვარსკვლავებით მოჭედილი ცით ტკბობაც შეიძლება.

პოზა #2

6. სანაპირო

ზღვის (ან მდინარის, თუ ტბის) სანაპირო საკმაოდ მიმზიდველი და ეროტიკულია. რა ჯობია ამას? სიჩუმეს მხოლოდ წყლის ხმაური არღვევს, გარშემო გრილა, ქვეშ სასიამოვნო ნიადაგია. რა თქმა უნდა ძალიან კარგია, მაგრამ ასე კარგადაც ვერაა ხოლმე სიტუაცია. ქალაქის მასშტაბით ყველა სანაპირო ბინძურია, ქალაქ გარეთ კი მთელი დღით წასვლაა საჭირო. თანაც შეიძლება თქვენს გარდა კიდევ ვიღაცას გაუჩნდეს იგივე იდეა და სანაპიროს “გაყოფა” მოგიწიოთ, თუმცა ერთდროული აქტი უცნობების თანდასწრებით საინტერესოც კია, მით უმეტეს თუ ისინი საკმაოდ მოშორებული არიან თქვენს მიერ არჩეულ ადგილს.

7. ნავი

ბარემ სანაპიროზე იყო საუბარი და განვაგრძოთ თემატიკა. ნავი ძალიან საინტერესო, თუმცა ფრიად “მერყევი” ადგილია სექსისთვის. ამიტომ ეცადეთ აარჩიოთ პარტნიორი, რომელიც კარგად ცურავს და სეზონი, რომელზეც არ ყინავს. სხვა დანარჩენი მოქნილობისა და მოხერხებულობის ამბავია.

8. კარავი

თუ თქვენ და თქვენს პარტნიორს გიყვართ ლაშქრობები და არ ხართ მიჯაჭვული კომფორტზე, მაშ ჩაალაგეთ ზურგჩანთა და თვითონ აირჩიეთ ყველაზე უკაცრიელი და მყუდრო ადგილი, სადაც ხელს არავინ შეგიშლით – უცაბედად აფრთხიალებული ჩიტების და ხეების შრიალის გარდა. კარავი თქვენი ბუდე იქნება, ველურ ბუნებაში კი დედიშობილა სირბილსაც თავისი მუღამი აქვს.

9. მატარებელი

მატარებელი საკმაოდ კომფორტული ადგილია, თუმცა გააჩნია, როგორ ვაგონში ხართ და რამდენი ადამიანია თქვენთან ერთად კუპეში. ისე მატარებლის საწოლები ორი ადამიანისთვის ვიწროა, ჭერი დაბალი და კუპე პატარა, მაგრამ ლიფტში მიღებული გამოცდილების შემდეგ ყველაფერი უფრო ადვილი მოგეჩვენებათ.

10. კინოთეატრი

კინოთეატრის ბოლო რიგები მხოლოდ კოცნისათვის კი არა სექსისთვისაც გამოდგება. მჯდომარე პოზაშიფილმის ყურებასაც კი მოახერხებთ ორივე. სასიამოვნო + სასარგებლო და თანაც ძალიან იაფად – საუკეთესო გადაწყვეტილებაა. :))

კინოთეატრის დარბაზი

ამ სტატიაში სულ ეს იყო, თუმცა აუცილებლად იქნება გაგრძელებაც, სადაც კიდევ უფრო ექსტრემლურ და უცნაურ ადგილებზე ვისაუბრებთ.

აქვე დავძენ, რომ მთავარია მონდომება, ფანტაზია და კარგი პარტნიორი – დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია.

ველოდებით თქვენს იდეებსა და გამოცდილებებს კომენტარებში.

არ დაგავიწყდეთ, რომ აუცილებელია სექსი უსაფრთხო იყოს.