ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან – ტოროლები და ბუები.

ყველა ჩვენგანს სხვადასხვა დრო აქვს აქტივობისა და სიფხიზლისათვის, თუმცა მაინც არსებობს კონკრეტული მაჩვენებლები, თანაც თუ ეს ორი ადამიანის ურთიერთობას ეხება ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო ხდება.

სექსოლოგებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს რომ დღე-ღამის სხვადასხვა დროს ლტოლვა და სიამოვნება განსხვავდება , ამის საფუძველზე კი პატარა ცხრილი შეადგინეს.

დილა

დილა 6:00-8:00

ქალი:  მიუხედავად იმისა უკვე გაღვიძებულია თუ არა , მის ორგანიზმში მელატონინი (ძილის ჰორმონი) ჯერ კიდევ მაღალ მაჩვენებელზეა, სხეულის ტემპერატურა დაბალია, ამიტომ სასურველია თუ პარტნიორი ქალის გამოფხიზლებას ნაზი (მაგრამ აქტიური) მოფერებით დაიწყებს.

კაცი: მამაკაცები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ტესტოსტერონის შემცველობა სისხლში პიკს აღწევს, თუმცა ქალს დიდ ხნიანი მოფერებისა და პრელუდიის იმედი არ უნდა ჰქონდეს. სწრაფი სექსი – ესაა რაც შეიძლება მამაკაცებისაგან ახალი დღის დასაწყისში მივიღოთ.

დილა 8:00 -10:00

ქალი:ის უკვე ბოლომდე გამოფხიზლებულია, ენდორფინის რაოდენობა ორგანიზმში მაღალია- შესაბამისად აღგზნებისათვის დიდი დრო არ დასჭირდება.

დილის სექსი

კაცი:კაცები ამ დროს უკვე სამუშაო განწყობას იქმნიან, ტესტოსტერონის მაჩვენებელი ეცემა, შესაბამისად მისი ”გამოძრავება” სექსისთვის უკვე საკმაოდ რთულია.

დილა 10:00 – 12:00

ქალი: ამ პერიოდში ქალის ყველა რეცეპტორი მაქსიმალურად ”გაღიზიანებულია”, შესაბამისად საუკეთესო დროა ორალური სექსისთვის (ძირითად შემთხვევებში კაცები ამაზე უარს არასოდეს ამბობენ)

კაცი: ამ პერიოდში მამაკაცების ტვინი მუშაობის რეჟიმში მოდის, ამიტომ ელოდეთ მისგან ღრმა განხილვებს სექსის თემაზე, თუმცა ამ პერიოდში პირველი ნაბიჯის გადადგმა თქვენ მოგიწევთ – მას კი თანხმობის გარდა სხვა გზა თითქმის აღარ დარჩება.

შუა დღე 12:00 – 14:00

ქალი: დღის ამ მონაკვეთში ქალებისთვის მოდუნება უფრო რთული ხდება, ისინი საყოფაცხოვრებო პრობლემებზე ერთვებიან, შესაბამისად სექსუალური აქტივობა საკმაოდ დაბალია.

კაცი: კაცებისათვის პირიქთ ხდება , დღის ამ მონაკვეთში მათი ”ბედნიერების ჰორმონი” პიკს აღწევს და ისინი ”თამაშის” განწყობაზე დგებიან. ამ დროს თქვენ მათ შეგიძლიათ ყველაზე ექსტრემალური იდეები შესთავაზოთ.

დღე 14:00 – 16:00

ქალი: ქალის ორგანიზმი ჩასახვისათვის არის მზად, ამიტომ დიდ ხნიანი მოფერება განსაკუთრებულ სიამოვნებას ვერ ანიჭებთ მათ (შესაძლოა პირიქით ცოტა უხეში სექსიც კი სჯობდეს). ამ პერიოდში ქალს უმძაფრდება ყნოსვითი ფუნქციები ამიტომ მამაკაცებისთვის აჯობებს სუნამოს არომატზე ყურადღების გამახვილება.

კაცი:  მამაკაცების ორგანიზმი დღის ამ პერიოდში ყველაზე ხარისხიან სპერმას გამოიმუშავებს, შესაბამისად თუ თქვენ გვარის გაგრძელება გაქვთ დაგეგმილი თამამად უნდა იმოქმედოთ.

დღე 16:00 – 18:00

ქალი: ქალები მოდუნებულები არიან, ისინი არ იჩენენ არანაირ ინტერესს სექსისადმი, თუმცა თუ პარტნიორი აქტიური იქნება – ისინი სიამოვნებით დატკბებიან მოფერებით.

კაცი: კაცები ეძებენ მოდუნებისა და მთელი დღის დაღლილობის მოსაცილებელ ხერხებს – მათთვის ყველაზე სასურველი ახლა სწრაფი სექსია (ხანგრძლივი პრელუდიის გარეშე)

საღამო

საღამო 18:00-20:00

ქალი: ქალების სმენითი შეგრძნებები მაქსიმალურად არის გააქტიურებული, ამიტომ ისინი დიდი სიამოვნებით ისმენენ ყველა კომპლიმენტს გაკეთებული მათი მისამართით (ყველაზე თვალთმაქცურსაც კი). საუკეთესო დროა ქალების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

კაცი: საღამოს კაცების უმეტესობა ვახშმის მონელებასა და დასვენებაზეა გადართული, თუმცა ინტიმურ დესერტზე საწოლში – უარს მაინც ვერაფრით იტყვიან.

გვიანი საღამო 20:00 – 22:00

ქალი: საუკეთესო დროა ხანგრძლივი ექსპერიმენტებისა და ინტიმური ”თამაშებისათვის”. ამ პერიოდში ქალები ხშირად ცდილობენ სადავეები ხელში აიღონ და დომინანტის ფუნქცია მოირგონ.

კაცი: კაცი მზადაა ”საომრად”. იგი შეასრულებს ქალის ნებისმიერ მოთხოვნასა და სურვილს. ეს საუკეთესო დროა სექსისთვის, რადგან ორივე სქესის ბიოლოგიური (სექსის) საათები ერთმანეთს კარგად ემთხვევა.

ღამე

ღამე 22:00 – 00:00

ქალი: მელატონინი იწყებს მოქმედებას, ორგანიზმი კი ძილისათვის ემზადება. ასეთ დროს რთულია აღგზნება , თუმცა მარტივი და მსუბუქი მოფერება საუკეთესოა ასეთ დროს.

კაცი: მოდუნებულია მაგრამ ჯერ ინარჩუნებს სიფხიზლეს. ასეთ დროს მამაკაცებისათვის ხანგრძლივი მოფერება ძილისპირულზე უკეთ მოქმდებს.

შუა ღამე 00:00 – 06:00

ქალი: აუცილებელია ძილი , თუმცა ქალების დიდი ნაწილი ნახევრადმძინარე მდგომარეობაშიც კი განიცდის ორგაზმს და იღებს სიამოვნებას სექსისგან. მთავარია პარტნიორი იყოს ფხიზლად.

კაცი:  ღრმა ძილიდან მამაკაცის გამოფხიზლება ძალიან დიდი ძალისხმევას მოითხოვს.

მართალია სექსოლოგებმა ეს ყველაფერი იკვლიეს და ითვალეს, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ რომ ყველაფერი ინდივიდუალურია . მთავარია თქვენ შეეწყოთ საუკეთესოდ თქვენს პარტნიორს, დანარჩენი პრაქტიკისა და მონდომების ამბავია.

არ დაგავიწყდეთ მთავარია სექსი უსაფრთხო იყოს!