Home ურთიერთობები

სექსი სხვადასხვა საზოგადოებაში საიდუმლო და ტაბუირებული თემაა, საქართველოში – განსაკუთრებით.

მიუხედავად იმისა თუ რამდენად გახსნილი საზოგადოება ამ თემის მიმართ, მაინც არსებობს მითები, რომელიც თაობიდან თაობას და ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ასეთი მითების გამო ხშირად შედეგები ძალიან სავალალოა – სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები) თუ არასასურველი ფეხმძიმობა, მოდით განვიხილოთ რამოდენიმე ასეთი.

მითები

1. ქალი არ დაორსულდება ფეხზე მდგომ პოზაში სექსის დროს

სპერმატოზოიდები ფაქტიურად ჩემპიონები არიან ”ცურვაში”, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი მიმართულებით უნდა იმოძრავონ და ”დინების საწინააღმდეგოდაც” მშვენივრად აღწევენ მიზანს(თანაც ელვისებური სისწრაფით).

2. ქალი არ დაორსულდება თუ ეაკულაცია საშოს გარეთ მოხდა

ნურას უკაცრავად. შეწყვეტილი აქტი არაა განარტია. მთელი აქტის განმავლობაში კაცის სასქესო ორგანოდან გამოიყოფა წინა საეაკულაციო სითხე, რომელიც შეიცავს სპერმატოზოიდებს და მათი რიცხვი საკმარისია დასაფეხმძიმებლად.

3. ჰერპესით დაავადება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი როდესაც ის პროგრესირებს

სამწუხაროდ ჰერპესი ნებისმიერ შემთხვევაში გადადის სქესობრივი გზით – დაუცველი სექსის დროს, ან ნებისმიერი ლორწოვანი გარსით თუ მასზე არის რაიმე დაზიანება.

4. ვიბრატორის გამოყენება იწვევს მასზე დამოკიდებულებას

ეს საზოგადოებაში გავრცელებული ჭორია, თუმცა სიმართლეს არ შეესაბამება.

მიუხედავად იმისა, რომ ქალების ნაწილი შესაძლოა უფრო სწრაფად აღწევდეს ორგაზმს ვიბრატორის დახმარებით, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი პარტნიორთან რაიმე დისკომფორტს ან დაუკმაყოფილებლობას განიცდიან.

5. რაც დიდი – მით უკეთესი

ეს მითიც ფაქტიურად დანგრეულია, დიდი არ ნიშნავს კარგს. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მამაკაცის უნარებსა და შესაძლებლობას შეისწავლოს ქალი და ასიამოვნოს მას.

თუმცა ქალებმაც უნდა შეუწყონ ამას ხელი და იყვნენ მეტად აქტიურები, აჰყვნენ პარტნიორს სექსუალურ თამაშებში.

სექსი

6.სექსი კაცებისთვისაა, სიყვარული ქალებისთვის

საზოგადოება დიდი ხანია ცდილობს გაანაწილოს უფლება-მოვალეობები გენდერის მიხედვით, თუმცაღა ამ საუკუნეში ეს უკვე დიდი სისულელეა. ქალები ისევე საჭიროებენ სექსს, როგორც მამაკაცები და ზუსტად ისევე იღებენ მისგან სიამოვნებას.

პრინცების ლოდინის ეპოქა დიდი ხანია გავიდა, თანაც ჯიშიანი ცხენი უკვე ბოლო მოდელი ავტომობილის ფასიც ღირს.

7.  ქალს არ შეუძლია ისეთივე სიხშირით განიცადოს ორგაზმი როგორც კაცს

მართალია ქალის სასქესო ორგანოები ცოტა სპეციფიური აგებულებისაა, თუმცა სწორი პოზისა და კარგი პარტნიორის შემთხვევაში ორგაზმი (თანაც მრავალჯერადი) არ დააყოვნებს.

8. ქალებს შეუძლიათ განუსაზღვრელი ვადის განმავლობაში გაძლონ სექსის გარეშე

ეს მითი იმას გავს – მამაკაცებს რომ ღალატისას რქები ეზრდებათ. ადამიანის ფიზიოლოგია ზრდის კონკრეტულ ეტაპზე ემზადება გამრავლებისათვის, შესაბამისად ხდება ჰორმონალური ძვრები, რაც აჩენს სექსის ბუნებრივ მოთხოვნილებას, ხოლო მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იცით რას ვიღებთ? მიმოიხედეთ გარშემო, დააკვირდით საზოგადოებას – უცებ მიხვდებით.

ერს აკლია ენდორფინი!

არ დაგავიწყდეთ – მთავარია სექსი უსაფრთხო იყოს!

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
12 კომენტარი to this post
  1. "მთელი აქტის განმავლობაში კაცის სასქესო ორგანოდან გამოიყოფა წინასაეაკულაციო სითხე, რომელიც შეიცავს სპერმატოზოიდებს და მათი რიცხვი საკმარისია დასაფეხმძიმებლად."
    ეს არ ვიცოდი ))).

  2. ჟოან მადუ ნუ ვფიქრობ კონტრაცეპტივების იმხელა ასორტიმენტია უკვე მსოფლიოში რომ საცოდავები ნამდვილად არ გვეთქმის : ) შეგვიძლია თავი ჩვენც დავიცვათ და პარტნიორსაც მოვუწოდოთ ამისკენ : )

  3. Mariam Blanc როგორც ვიცი ქალისთვის აბების სისტემატურად მიღება ჯანმრთელობისტ~თვის საზიანოა..პრეზერვატივის დაზიანებისგანაც არავინაა დაზღვეული..აი ამიტომ ვამბობ…

  4. “მთელი აქტის განმავლობაში კაცის სასქესო ორგანოდან გამოიყოფა წინასაეაკულაციო სითხე, რომელიც შეიცავს სპერმატოზოიდებს და მათი რიცხვი საკმარისია დასაფეხმძიმებლად.” sagonebelshi chamagdo aman :D :D

შენ რას იტყვი?