Home ურთიერთობები

საყვარელ ადამიანთან განშორება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა. მითუმეტეს მაშინ, როცა ეს მხოლოდ ერთი ადამიანის ინიციატივით ხდება. რა უნდა ვქნათ, თუ არ გვინდა განშორება? როგორ უნდა შევაცვლევინოთ გადაწყვეტილება საყვარელ ადამიანს და როგორ დავიბრუნოთ იგი?

რჩევა #1: გააცნობიერეთ, რა იყო ურთიერთობაში არასწორი

დაფიქრდით, რატომ აეწყო ასე ცუდად თქვენი ურთიერთობა. რა იყო ამის მიზეზი? თუნდაც სულ უმნიშვნელო, სულელურ რაღაცებზე გეკამათათ, მაგრამ ნამდვილი პრობლემა ბევრად უფრო ღრმა ყოფილიყო. თუკი ამას გააცნობიერებთ, ჩათვალეთ, რომ ბევრად უკეთეს პოზიციაზე ხართ, ვიდრე მანამდე იყავით.

quarreling-couple

რჩევა #2:  აღიარეთ თქვენი შეცდომები

აღიარეთ თქვენ მიერ დაშვებული შეცდომები და ბოდიში მოიხადეთ მათ გამო. ნამდვილად არ არის იმის დრო, ვინმე რამეში ადანაშაულოთ. ნუ იქნებით მეწვრილმანე. თუკი თქვენი ყოფილი გიყვართ და გინდათ მისი უკან დაბრუნება, პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ იმ არასწორ ქმედებებზე, რამაც განშორება გამოიწვია.

sorry

რჩევა #3: მიეცით გარკვეული დრო

მას შემდეგ რაც გააცნობთ საკუთარ დამოკიდებულებასა და გრძნობებს მის მიმართ, მიეცით დრო ფიქრისთვის. არ შეაწუხოთ ყოვედლღიური დარეკვებით. დროის გასვლასთან ერთად თქვენს საყვარელ ადამიანს შესაძლოა მონატრების გრძნობა გაუჩნდეს. მაგრამ თუკი სულ მის გვერდით იქნებით, ვერ მოენატრებით.

man-thinking-

რჩევა #4: ნუ იქნებით სასოწარკვეთილი

ნუ თხოვთ უკან დაგიბრუნდეთ.
ნუ დაურეკავთ გამუდმებით.
ნუ ივლით იმ ადგილებში, სადაც მას შეხვდებით.
ნუ დაედევნებით.
ნუ დაურეკავთ და გაუთიშავთ ყურმილის აღებისას.

თუკი მსგავს სასოწარკვეთილ ქმედებებს ჩაიდენთ, ეს უფრო გაზრდის თქვენს შორის არსებულ უფსკრულს. იყავით ძლიერი!

desperate-woman (2)

რჩევა #5: არ წამოიწყოთ თამაში

ბევრი გეტყვით, რომ რჩეულის უკან დაბრუნების საუკეთესო გზაა აეჭვიანოთ ის სხვასთან ურთიერთობის დაწყებით. მაგრამ თუ ნამდვილად გიყვართ თქვენი ექსი, რატომ უნდა მიაყენოთ მას ტკივილი?
ეს არ არის იმ ურთიერთობის დაწყების საუკეთესო გზა რომლის გაგრძელებაც სამუდამოდ (ან დიდი ხნით) გინდათ. ასე რომ, თუკი ეს ადამიანი მართლა გიყვართ, არავისთან გააბათ რომანი თამაშის მიზნით.

jealous

რჩევა #6: ნუ იეჭვიანებთ

თუკი თქვენი ექსი სხვებს ეფლირტავება, ან თუნდაც სხვა გოგოს ხვდება, ნუ იეჭვიანებთ. უკიდურეს შემთხვევაში ნუ აჩვენებთ, რომ ეჭვიანობთ.
რადგან ერთად აღარ ხართ, ეჭვიანობის უფლება არ გაქვთ. თქვენ შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ ამ გზით ყოფილს თქვენს მისდამი მზრუნველობას აჩვენებთ. სინამდვილეში კი ეს მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რომ სულელი ხართ. თუნდაც არ იყოთ, თქვენი ექსი ასე იფიქრებს.

jealous-ex

რჩევა #7: იმუშავეთ საკუთარ თავზე

თუნდაც მოწყენილი იყოთ და  ყოფილი გენატრებოდეთ, საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ. გაატარეთ დღე სპა-სალონში, გაიკეთეთ მანიკური ან ახალი ვარცხნილობა. სანამ ყოფილს ისევ შეუყვარდებით, პირველ რიგში, თავად უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი!

გაიხსენეთ, რა თვისებები მოსწონდა საყვარელ ადამიანს თქვენში და განავითარეთ ისინი. გახდით უკეთესი. არა მარტო თქვენი ექსისთვის, არამედ თქვენთვისვე.
იარეთ სპორტდარბაზში
ირბინეთ დილაობით
წამოიწყეთ ახალი ჰობი
იბრძოლეთ დაწინაურებისთვის სამსახურში

გახდით პიროვნება, რომლის გამოც ღირს ბრძოლა!

woman-lying-spa

რჩევა #8: შეეფეთეთ

რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ თქვენ აუცილებლად შეგხვდებათ სადმე თქვენი რჩეული. როცა ეს მოხდება, მოიკითხეთ როგორ არის, ხოლო მის შემობრუნებულ კითხვაზე კი უპასუხეთ რითიც იყავით დაკავებული (წინა რჩევაში ნახსენები აქტივობები). თქვენი პასუხით არ უნდა დატოვოთ შთაბეჭდილება, თითქოს ტრაბახობთ. იმედია, ამ დროისთვის, მას უკვე გაცნობიერებული ექნება, რომ კვლავ სურს იყოს თქვენი ცხოვრების ნაწილი. მალე თქვენი ყოფილი კვლავ თქვენს მკლავებში აღმოჩნდება.

heshe

17 კომენტარი to this post
  1. აბსოლუტურად გეთანხმები. მე პირადად მეექვსეს გარდა ყველას შესრულება შემიძლია და გამომსვლია კიდეც :D

  2. მქონია მსგავსი შემთხვევა, და სწორედ ბოლო პუნქტის მსგავსად, ანუ შეფეთებისას წამიერად ვიგრძენი, რომ ––
    ეს "ის" ადამიანი არ იყო, რომელიც მიყვარდა და მომავალში შეიძლება მყვარებოდა… მიუხედავად იმისა, რომ საკმაო დრო იყო გასული და წესით უნდა მომნატრებოდა, მეგონა, რომ ვიღაც უცხოს ვესაუბრებოდი…
    ასეთი უცნაურობა არასოდეს მომსვლია და არ ვიცი რა იყო ეს… მაგრამ ყოველთვის უნდა დაუგდო ყური საკუთარ გულს,შეგრძნებებს… რომლებიც ტვინზე ბევრად უკეთ აანალიზებენ და მოქმედებენ…
    ეხლა ძალიან ბედნიერი თუ არა, არც ისეთი დაზაფრული ვარ, როგორც იმ ურთიერთობის გარკვევის პროცესში…
    ყველას გისურვებთ წარმატებას…

  3. rtulia dzalian.. msgavsi situacia maqvs axla, dafiqreba schirdeboda da gavushvi, aba xom ar davakavebdi dzalit.. ar vici dabrundeba tu ara, me ki velodebi.. sheidzleba velodo did xans, magram velodebi mainc.

  4. ვისაც დაბრუნება უნდა ისედაც დაბრუნდება ამ ყველაფრის გარეშე, უბრალოდ არ უნდა დააგვიანდეს..წავიდა? ღმერთმა სულ კარგად ამყოფოს, არავის არ უნდა ჩამოეკიდოთ კისერზე..ოდესმე გამოჩნდება ისეთი ვინც არსად გაგიშვებთ და არსადაც არ წავა, ვინც თქვენს ფასს გაიგებს.. მწარე გამოცდილებიდან ვიცი..

    • მართალია.. ვინც ვერ გაფასებს, იმას არც უნდა გაეკიდო … ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა მათზე დროის დასაკარგად …

  5. ეგეთები თქვენს გრძნობებზე და ნერვებზე თამაშობენ..ვისაც უყვარხარ და ვისთვისაც ძვირფასი ხარ არასდროს მიგატოვებს

  6. მე ყველაფერი ვცადე უკვე.. კარგა ხანია აღარ შევხმიანებივარ (არც თვითონ იწუხებს თავს). გაცნობიერებული მაქვს მიზეზი რის გგამოც გაგვიფუჭდა ურთიერთობა. ამისთვის საკმარისი დრო გვქონდა ორივეს მაგრამ ნელ-ნელა ვრწმუნდები რომ აღარ აქვს აზრი. დიდად არც მწყდება გული იმიტომ რომ ვიცი ჩემი ბრალი არ ყოფილა :)

  7. დაშორების მიზეზის გაცნობიერებაა ყველა სხვა ყველა პუნქტზე მნიშვნელოვანი.. როდესაც ხვდები, რომ ეს მიზეზი უპატიებელია,მაშინ არანაერი აზრი არ აქვს შერიგების მცდელობებს,როგორც არ უნდა გიყვარდეს და გენატრებოდეს.თუკი მაინც შეურიგდები,მაშინ მზად უნდა იყო იგივე პრობლემებზე თვალის დასახუჭად..

  8. me rac shemexeba megobrebo 2 kviraze metia damshorda imisgamo rom me davashave .tyuili vutxari dzan elementarulze gabrazda da amdenixnit wavida .bodishebi vuxade qveynis magram dabrunebis iniciativa ar gamouchenia amisda miuxedavad .vcdilobdi aqamde sul mimewera ragac .1kviris ukan gamovcade 3 dge daveqi dzlierad da araferi armimiweria) igrdzno uchemoba da mesame dges mirekavs momenatreo.mashinve vkitxe an damibrunditqo anda vafshe waditqo chemgan,gadawyvitemetqi.man ki mipasuxa arvici ragitxrao.(imedimaqvs sabolood yvelaferi kargad iqneba.

შენ რას იტყვი?