Home მნიშვნელოვანი

ვნების შემოტევისა და ქარცეცხლის დროს ძალიან რთულია იფიქრო რამეზე გარდა პარტნიორისა და მიღებული სიამოვნებისა, თუმცა რა ვქნათ თუ აუცილებელია თავის დაცვა ისეთი არასასურველი რამეებისაგან როგორიც – სგგდ (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები) ან დაუგეგმავი ორსულობაა?

სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ყველაფერზე ორივე პარტნიორი უნდა ზრუნავდეს (იქნება ეს გეი, ლესბო თუ ჰეტერო წყვილი), თუმცა ამ პოსტში მინდა პრეზერვატივის იგივე კონდომის შესახებ მოგიყვეთ.

ადამიანების დიდ ნაწილს ალბათ ერთხელ მაინც აქვს შეძენილი პრეზერვატივი (თუ უფრო მეტჯერ არა) თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ თავდაცვის ამ საშუალებას გააჩნია ზომები.

დიახ, ზუსადაც რომ ყველა კონდომის ზომა იზომება მილიმეტრებში – როგორც სიგრძე , ისე დიამეტრი.

ზომები

ხშირად ხდება ისე რომ სექსის დროს ცუდად არჩეული პრეზერვატივი უსიამოვნებებისა და აქტის შეწყვეტის , უარეს შემთხვევაში (თუ გაფუჭდა კონდომი) კი სხვადასხვა დაავადების თუ არასასურველი ორსულობის მიზეზია.

ზრდასრული ადამიანებისათვის ასეთ უსიამოვნო შემთხვევებს ბევრი უკუჩვენება შეიძლება მოჰყვეს , დაწყებული – პარტნიორებს შორის უთანხმოებით , დასრულებული ჯანმრთელობის პრობლემებით ,რაც  XXI საუკუნეში მე თუ მკითხავთ თავმოყვარეობის ამბავია ასეთ სასაცილო სიტუაციაში მოხვედრა.

მას შემდეგ რაც კაცთა მოდგმა განვითარდა და სხვადასხვა ცხოველის ნაწლავის მაგივრად ლატექსის გამოყენება დაიწყო თავდაცვისათვის, მეცნიერებმა ძალიან დიდი ნახტომი გააკეთეს ამ სფეროში.

მწარმოებლებმა გაითვალისწინეს რა ადამიანის აგებულების თავისებურება თუ ფიზიოლოგია – შექმნეს სხვადასხვა ზომის, ფერის, სისქის , ლატექსის დანამატებიანი და კიდევ 1000 განსხვავებული პრეზერვატივი – ზუსტად იმისათვის რომ თქვენ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და თავი დაცულად იგრძნოთ.

ამიტომ გირჩევთ ყურადღებით მოეკიდოთ პრეზერვატივის ყიდვას, სწორად შეარჩიოთ ზომა და პარტნიორთან ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება თუ რისი არომატი გაჰყვება თან თქვენს სასიყვარულო აქტს.

უსაფრთხო სექსი და პარტნიორების ჯამრთელობაზე ზრუნვა აქტს ერთი ორად მნიშვნელოვანსა და ემოციურს გახდის.

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
12 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?