სამყაროში ყველაფერი რაღაც წესების მიხედვით რეგულირდება და მიუხედავად იმისა, რომ სექსისა და ინტიმისათვის წესები ჯერ არ მოუგონებიათ – მაინც არსებობენ ქალები, რომლებიც მათ არღვევენ.

ხდება  ისე, რომ ქალებს პარტნიორში რაღაც ”ის” არ მოსწონთ, ან ის ”იმას” ვერ აკეთებს და ა.შ. – ქალბატონებო, მოდუნდით და გადახედეთ ქვემოთ მოყვანილ შეცდომებს, რომელიც ანგრევს ყველაფერს.

წესები

შენ ნელა იხდი

წარმოიდგინეთ სიტუაცია,  რომ შენ ტანზე გაცვია ორი სვიტრი, შარვალი, ჩექმები, ხელთათმანი და მხოლოდ ახლა იწყებ ქამრის შეხსნას, შენი პარტნიორი კი უკვე შიშველია და მზად არის თავით გადაეშვას ვნების მორევში – სასაცილო სცენაა არა?

შენ ბევრს ლაპარაკობ

შეიძლება ეს მხოლოდ მამაკაცებს ჰგონიათ ასე, მაგრამ რადგან ჰგონიათ, ესე იგი – აწუხებთ.

კაცებს უყვართ თვალებით და არა ყურებით. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საწოლში მოყოლილი სამსახურის ამბები და პრობლემები შენს სექსუალურ ცხოვრებას დადებითად არ წაადგება. ენას ძვალი არ აქვსო ამბობენ – ხოდა გამოიყენე ის დანიშნულებისამებრ, მიანიჭე სიამოვნება პარტნიორს. მაქსიმუმ რაც შეიძლება ინტიმის დროს ითქვას – ეს ცეცხლოვანი ფრაზებია რომელიც უფრო გაზრდის ლტლოვას პარტნიორებს შორის.

ყველაზე მნიშვნლოვან მომენტში შენ ჩერდები

ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. ასეთი საქციელის მერე ნუ გაგიკვირდება პარტნიორის გულგრილობა და ცუდი განწყობა.

შენ პრინციპულად არ გაქვს სექსი დილაობით

ძალიან კარგი საშუალებაა პარტნიორისათვის მთელი დღით ცუდი განწყობის ჩუქებისა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქალისათვის დილის სექსი რაღაც აუტანელთან და ამაზრზენთან ასოცირდება, კაცებს ის ისევე სჭირდებათ, როგორც სუფთა ჰაერი.

ბოლოს და ბოლოს დილის ერექცია რაღაცისათვის ხომ არსებობს? რატომ არ უნდა იქნეს ეს გამოყენებული სიამოვნებისათვის?

სექსი დილით

სექსის დროს ხუმრობა და სიცილი უადგილოა

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მამაკაცი კონცენტრირდება ერთ კონკრეტულ აქტივობაზე და მის დასრულებამდე სხვა რამეზე გადართვა არ შეუძლია, ამიტომ აქტის დროს ის ვერ დააფასებს შენს ხუმრობასა და სიცილს (მისი ტვინის ორივე ნახევარსფერო ერთდროულად და კარგად არ მუშაობს).

მართალია ზოგჯერ დაძაბულობის მოსახსნელად მსუბუქი ხუმრობა და სიცილი ქალებს ძალიან სჭირდებათ, მაგრამ იქნება ეს მეთოდი მხოლოდ აქტის მერე გამოგეყენებინა?

შენ მის სხეულზე ”კვალს” ტოვებ

შეიძლება შენი პარტნიორი არ იყოს წინააღმდეგი თქვენი ურთიერთობის აფიშირებისა, მაგრამ მაინც ძალიან საეჭვოა, რომ  მას მოსწონდეს სხეულის გამოსაჩენ ადგილებში სხვადასხვა ნიშნებითა და დაღებით სიარული. ჯობია ”იმუშავო ფაქტების გარეშე”.

კვალი

კაცებსაც არ სიამოვნებთ, როდესაც ქალები მათ სხეულს არ იცნობენ

მართალია საზოგადოდ ცნობილია, რომ ყველაზე ეროგენული ზონა კაცებისთვის პენისია, მაგრამ პრელუდიისას, კარგი იქნება, თუ მის სხეულზე სხვა ადგილებსაც გამოიკვლევ.

შანტაჟისა და პირობების წამოყენებისათვის საწოლი არაა საუკეთესო ადგილი

ინტიმი არაა ის დრო, როდესაც ურთიერთობები უნდა არკვიო. თუ სექსი ჯილდო იქნება პარტნიორის კარგი ქცევისთვის, ხოლო უსექსობა – სასჯელი, შენ ძალიან მალე დაკარგავ ამ ადამიანს.