Home ურთიერთობები

რადიკალურად განსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ერთად ხართ?! ალბათ გახსოვს ფიზიკის გაკვეთილიდან, საპირისპირო მუხტები ერთმანეთს როგორ იზიდავენ, ასე ხდება ურთიერთობაშიც. ამას ამტკიცებს არა მხოლოდ  ურთიერთობები, არამედ ექსპერტების აზრიც.

სხვა ადამიანში ჩვენ ვეძებთ საკუთარ დანაკლისს. სხვა რაშია საჭირო მეორე ნახევარი, თუ არ მოხდა დაბალანსება?! მსგავსი ურთიერთობებისგან ბევრის სწავლა შეგვიძლია.

tumblr_mcv0xaKtCr1rappvdo1_500

რისთვის უნდა იყო მზად, თუ სრულიად განსხვავებულ ადამიანთან იწყებ ურთიერთობას? 

განვიხილოთ სიტუაციები…

დასვენება

მოახლოვდა შაბათ–კვირა და გსურს ბოლომდე დაიხარჯო, გაერთო მეგობრებთან ერთად. მას, შენგან განსხვავებით, სახლში მშვიდად ყოფნა, ფილმის ყურება ან წიგნის კითხვა ურჩევნია. რა ხდება ამ შემთხვევაში?

სახლის და სიმშვიდის მოყვარული იზიდავს ღამის გიჟური ცხოვრების მოყვარულს. თქვენი თანაცხოვრება იქნება ძალიან კომფორტული და სტაბილური, რაც შეეხება დასვენებას, ცალ-ცალკე და სრულიად განსხვავებულად მოგიწევთ ხოლმე. მაგრამ, რაც მთავარია, არ მისცეთ თქვენს დიდ მტერს – უნდობლობას – ურთიერთობის დანგრევის უფლება! არის მეორე ვარიანტიც: თუ მასთან ერთად გსურს დროის გატარება, მაშინ დათმობაზე წასვლა ისწავლე. მეგობრები მოიცდიან!

ინტელექტუალური ბრძოლა

დაამთავრე სკოლა ოქროს მედალზე და აგერ უკვე მეორე დიპლომს იღებ, მას კი ჩვეულებრივი საშუალო განათლება აქვს მიღებული. ან პირიქით, მან დაამთავრა რომელიმე ცნობილი უნივერსიტეტი, ხოლო შენთვის სამსახურეობრივი წინსვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლების ისტორია. ლიტერატურული გემოვნებაც რადიკალურად განსხვავებული გაქვთ, არც მუსიკალურ ჟანრში ეწყობით. მშობლები ხომ საერთოდ გაკვირვებულები დატოვე, როდესაც ურთიერთობა რადიკალურად განსხვავებულ ადამიანთან დაიწყე! მაგრამ მთავარია ურთიერთგაგება გაკავშირებთ, რაც ძალიან დიდ ძალაუფლებას ფლობს და ბევრად მშვიდი ურთიერთობის გარანტიებს გაძლევს. ნუთუ  ამის მერეც დიდი მნიშვნელობა აქვს მას წაკითხული აქვს, თუ არა  შოპენჰაუერი ორიგინალში?!

ფინანსები

საქართველოში, ჯერჯერობით, მამაკაცებს უკეთესი შემოსავალი აქვთ, ვიდრე ქალებს, მაგრამ რა ხდება როდესაც პირიქითაა? მან იქირავა ჩეხური ბინა, შენ იყიდე ბინა M კვადრატში. მისი ტრანსპორტი სამარშრუტო ტაქსია, შენ ახალი BMW გყავს. სტერეოტიპები დანგრეულია. მამაკაცი ავადმყოფურად რეაგირებს, შენ კი ხაზს უსვამ საკუთარ დამოუკიდებლობას. რა გასაკვირია?! ეს ხომ საკუთარი ძალისხმევით მოიპოვე.

ფსიქოლოგების აზრით, სასურველია ნაკლები დომინირება ურთიერთობაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამსახურში ყველა ქუსლს ქვეშ გყავს მომწყვდეული. კარგად დაფიქრდი, როგორი როლი მოგეწონებოდა თანაცხოვრების შემთხვევაში… აგრძნობინე მამაკაცს, რომ მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის.

როგორ შეათავსო შეუთავსებადი?

ხანდახან შეგიძლია, მეწყვილე გადმოიყვანო შენს ტალღაზე. ეს თავისთავადაც ხდება ხოლმე, მთავარია რამდენად მყარია კონკრეტული თვისება და გატაცება მასში.

ამგვარ ურთიერთობას თავისი დადებითი მხარეც აქვს. შენ გიწევს იმის მოსმენა და ატანა, რაც ადრე წარმოუდგენლად გეჩვენებოდა, ეჩვევი კომპრომისზე წასვლას. ეს წესი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობ. ფსიქოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ შეთავსება შეუთავსებადისა, სავსებით  შესაძლებელია, როდესაც ეს ორივე მხარეს უნდა!

მეცნიერების აზრით, არ არის აუცილებელი ადამიანები ერთნაირი თვისებებით და აზროვნებით გამოირჩეოდნენ, იმისთვის რომ ურთიერთობა შეათავსონ. ამ დასკვნამდე ისინი მიიყვანა დაკვირვებამ, თუ რა ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო სანამ დაიწყებ ურთიერთობას.

ცდისპირებს აჩვენეს 10–წუთიანი ამოჭრილი ვიდეო რგოლი, სადაც ნაჩვენები იყო სხვა და სხვა ენაზე მოსაუბრე წყვილების ურთიერთობები. ვიდეო რგოლის ყურების შემდგომ, ცდისპირს უნდა გამოეცნო, იყვნენ თუ არა ნაჩვენები მსახიობები დაინტერესებული ერთმანეთით. უმეტესობამ სწორი დასკვნა გამოიტანა (დადებითი პასუხი დააფიქსირა) და თავი გაართვა დავალებას. მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სიყვარულის ენა არ არის სიტყვა, არამედ სხეული, რომელიც ამასთანავე უნივერსალურია.

ასე რომ, თუ შენი და შენი პარტნიორის შეხედულებები ოჯახზე, ურთიერთობაზე და სექსზე სრულიად განსხვავებულია, შეგიძლიათ იცხოვროთ მშვიდად, თუ მოინდომებთ, რადგან თქვენი სიყვარული ყველაფერს შეთავსებადს გახდის!

4 კომენტარი to this post
  1. Teo Oerlenbach აქ საუბარია მასობრივ პრობლემებზე და საქართველოში რელიგიური განსხვავება მასობრივი არ არის, თითქმის უმნიშვნელოა. :)

შენ რას იტყვი?