Home ურთიერთობები

მეგონა, ამ თემაზე აღარასოდეს მომიწევდა წერა.  ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის გულახდილმა და ტკივილით სავსე წერილმა კი დამარწმუნა, რომ მხოლოდ თვალს ვხუჭავდი – პრობლემა ისეთივე აქტუალურია, როგორც 20, 10 თუ 5 წლის წინ.

ჩვენ შორის არც კი მეგულება ადამიანი, ვისაც, ოჯახის წევრი თუ არა, მეგობარი, ნათესავი, მეზობელი მაინც არ ეყოლება ისეთი, ვინც ცოლად შერთვის მიზნით… მოიტაცეს. შეიძლება, თავადაც ყოფილხარ მსხვერპლის როლში.

„მოტაცებული ქალის“ სახელი საზოგადოების მიერ პიროვნებისთვის მიკერებული, ის დამამცირებელი იარლიყია, რომელსაც დღემდე უფრთხიან ქალიშვილები და, დასამალი არ არის, რომ სწორედ ამ საფრთხის შიშით ხდებიან არასასურველი მამაკაცის ცოლები, არასასურველი ბავშვის დედები, არასასურველი ოჯახის წევრები…

და, მაინც, ძნელია ერთბაშად გაერკვე, რა აიძულებს აშკარა ძალადობის მსხვერპლს ამგვარ მძიმე ხვედრს შეეგუოს.

სიბრალული –

„მეგონა, ძალიან ვუყვარდი, ასეთ რისკზე რომ წავიდა. მეუბნებოდა, უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო. მასთან ამიტომაც დავრჩი“.

ცნობისმოყვარეობა –

„უბრალოდ, გათხოვება მინდოდა. ჩემი ყველა დაქალი ასე გათხოვდა და მეც მაინტერესებდა, რა იყო ეს.“

ანგარება –

„მისმა ოჯახმა ძვირფასი საჩუქრებით ამავსო და თავბრუ დამახვია. თავადაც, ხელიგულზე გატარებო, მპირდებოდა.“

ტყუილი –

„მითხრეს, შენმა შეყვარებულმა გაიგო, რაც მოხდა და დაიფიცა, მაგის ცოლად მომყვანი არ ვარო. მომატყუეს.“

სირცხვილი –

„ჩემმა ქმარმა პირველივე ღამეს ძალა იხმარა. თავმოჭრილი სადღა წავსულიყავი.“

სასოწარკვეთა –

„მონატაცები მაინც ვეღარ გავთხოვდებოდი. არ მინდოდა მარტო დარჩენა“.

კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ამ ჩამონათვალში ვერასოდეს მოხვდება სიყვარული, პატივისცემა, ურთიერთგაგება ანუ ყოველივე ის, რაც, წესით, ბედნიერი ოჯახის საფუძვლად უნდა იქცეს.

ყველაზე უარესი კი ისაა, რომ თუ ქალი სიმტკიცეს გამოიჩენს და იძულებას არ დაემორჩილება – საზოგადოებრივი აზრი დაუნდობლად შემობრუნდება მის წინააღმდეგ.

რაშია საქმე? რა გვაიძულებს, დამნაშავეს მხარი დავუჭიროთ და დანაშაულის აშკარა მსხვერპლი კიდევ უფრო მეტად დავსაჯოთ?! „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ ერთგულება, ქალისაგან მორჩილების მოთხოვნის ტრადიცია, უგუნური რწმენა „შეეჩვევა, შეუყვარდება“, იმის შიში „რას იტყვის ხალხი“ თუ დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც საიმედოდ იცავს კანონის სიმკაცრისგან მას, ვისაც არაფრად უღირს სხვისი ცხოვრების დანგრევა?!

ალბათ, ყველაფერი ერთად.

ეს ისეთი საკითხებია, რომლებსაც უფრო ხშირად და ღრმად უნდა ჩავუფიქრდეთ. მაგრამ დღეს ჩემი სტატიის მიზანი არაა, მოვუწოდო:

ქალიშვილებს – სექსუალური რევოლუციისკენ,

მშობლებს – გონიერებისკენ,

საზოგადოებას – თანაგრძნობისკენ,

სამართალდამცავებს – პატიოსნებისკენ,

კანონმდებლებს – კანონის გამკაცრებისკენ (რომელიც, სხვათაშორის, ისედაც გამკაცრდა – ამჟამად, ცოლად შერთვის მიზნით მოტაცება ადამიანის გატაცებად კვალიფიცირდება და გაცილებით სერიოზულ სასჯელს ითვალისწინებს)…

არა…

მხოლოდ იმ მშვენიერ გოგონას მინდა მივმართო, რომელიც, მიუხედავად გულში გაჩენილი ტკივილისა, ცხოვრებას მხოლოდ ახლა იწყებს:

ჩემო ძვირფასო, სიცოცხლითა და ოცნებებით სავსე მეგობარო!

ცხოვრება, რომელსაც ახლა იწყებ უამრავი მოულოდნელობითაა სავსე. იგი გიმზადებს დაბრკოლებებსაც და წარმატებებსაც, ცრემლებსაც და სიხარულსაც, იმედგაცრუებასც და აღმაფრენასაც, მაგრამ მერწმუნე, მას შეუძლია, ნებისმიერი ნატვრა აგიხდინოს, თუ შენ ძალიან მოინდომებ, თუ თვითონ იქნები საკუთარი ცხოვრების პატრონი.

ამიტომ გაფიცებ, სანამ მომდევნო ნაბიჯს გადადგამდე ცხოვრების გზაზე, კარგად დაფიქრდი.

ნურავის მისცემ საშუალებას, წაგართვას სიყვარულის და არჩევნის გაკეთების, ღვთისგან მონიჭებული, უფლება.

ნუ  დათმობ შენს ოცნებებს უპასუხისმგებლობის, ტკივილის და შიშის გამო.

გვიგულე შენ გვერდით ისინი, ვისთვისაც სულერთი არაა, იქნები თუ არა ბედნიერი.

მე მჯერა შენი… შენც ირწმუნე საკუთარი თავის!

როგორ მოიქცეოდი, შენ რომ ვინმეს მოეტაცე?

View Results

Loading ... Loading ...
18 კომენტარი to this post
  1. ვეთანხმები ავტორს, მაგრამ როგორც უნდა გამკაცრდეს კანონი, საქმე კანონის გამოყენებამდე არც მიდის. ე.წ. "მოტაცების" პრაქტიკა კი, ჩემი აზრით, საზოგადოებრივად გამართლებული სექსუალური ძალადობაა და მეტი არაფერი.

  2. გმადლობთ. ყველაფერში გეთანხმებით, გარდა იმისა, რომ არაფერი შეიცვლება. თუ მოვინდომებთ და დაუფარავად გამოვხატავთ ჩვენს შეხედულებებს, მხარში დავუდგებით იმას (სიტყვით მაინც), ვინც ჩვენგან ხელისკვრას კი არა, მხარდაჭერას საჭიროებს, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვლება.

  3. მე რომ მოვეტაცებინე ვინმეს თავს მოვიკლავდი და არ დავრჩემოდი ეს ჩემი პირადი აზრია

  4. თუ არასასურველი პიროვნება გააკეთებდა ამას რა თქმა უნდა არ დავრჩებოდი… ცხოვრებას 1 დღის გამო ვერ დავინგრევ.. თითსაც ვერ დამაკარებდა… :) და თუ ის მომიტაცებს ვინც მე მიყვარს ან ძალიან მომწონს სიამოვნებით… პირიქით გამიხარდება :))))))))))))

  5. სასამართლოში ვუჩივლებდი ეგეთ ადამიანს და დიდი სიამოვნებით ჩავასმევინებდი ციხეში დიდი ხნით :3

  6. კლოფელინი და იმის ჯანი,

    დავიქირავებდი ვინმეს პედარასტს და ვახამრინებდი ისე რომ მეორე დღეს ვერ ამდგარიყო ფეხზე. გადავიღებდი ფირზე და იუტუბეზე დავდებდი შემდეგ მაქსიმალურად გავავრცელებდი და თვითონაც დავემოწმებოდი რომ პედარასტია.
    კიდევ ბევრს თუ გაა…ბდა უბრალოდ გავიჩენდი საყვარელს და დავიკიდებდი მას.

  7. სახლშიც დავბრნდებოდი და იმ ადამიანს წლების განმავლობაში გამოვკეტავდი ციხეში… არ ვაპატიებდი არანაირად ასეთ ნაბიჯს მითუმეტეს მე თუ არ მიყვარს რა უფლებით, ვინ არის, რას წარმოადგენს??? მოვუწამლავდი ცხოვრებას იმაზე მეტად კოშმარულს ვუქცევდი ვიდრე სიზმარში ნახავდა :))))) კი ძალიან ცუდად ვსაუბრობ მაგრამ ჩემი აზრი ასეთია :)))) არავის მივცემ უფლებას ჩემს მაგივრად იმოქმედოს. საკუთარ მშობლებსაც კი :))))) და მოვიდეს ვიღაც ნაBBიჭვარი და მომიტაცოს???? ჰჰაააჰ :)))) იმ იდიოტ გოგოების ჯგუფს არ მივეკუთვნები რომლებიც თავისუფლებაზე უარს ამბობენ :)))))

  8. არ ვამართლებ არანაირ ძალადობას, როგორი კეთილშობილური განზრახვაც უნდა ედოს საფუძვლად. ყველა ადამიანს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. ოჯახს ორი ადამიანი ქმნის და ორივეს აზრი გასათვალისწინებელია. იქ სადაც არ არის ურთიერთპატივისცემა ოჯახი როგორ შეიქმნება?

  9. რა გასაკვირია, ჩვენც ყრუ აზიატები არა ვართ?! ინდოეთში და პაკისტანში ქალის გატაცება ან გაუპატიურება თუ მოხდება, ქალი ისჯება და ხვდება ციხეში, კაცი კი არა, მიზეზით – ქალი გამოიწვევდა კაცსო, ან ქმრის ან ნათესავი კაცის გარეშე, გარეთ რატომ გავიდაო?!

  10. მოტაცება უნდა ისჯებოდეს!ადამიანის გატაცებააა ეს.მეორე რომელ საუკუნეში ვართ.არსად არ ხდება ეს.სხვათა შორის ეს წესი სპარსებიდან შემოსულა ჩვენთან,გოგოს მოტაცება.ჩვენი სულაცა არაა და ჯობია დავივიწყოთ

  11. ღმერთმა გვაშოროს ყველას ცხოვრებაში არასასიამოვნო მოვლენებისგან,მითუმეტეს ძალადობისგან, უპატივცემულობისა და შეურაწყოფისაგან. წავიკითხე სტატიაც და ცოტა არ იყოს გამეცინა კომენტარებზე,ზერელედ ნათქვამ სიტყვებზე.ყველას როდი შესწევს ძალა იყოს ძლიერი,გამბედავი ან ფსიქოლოგიურად მყარი რათა შემდეგ ადვილად გადაიტანოს ხალხის ჭორი და მითქმა მოთქმა.თუმცა თქვენ კი ამბობთ არ გავჩერდები ესე ვიზამ ისე ვიზამ,მაგრამ ფაქტის წინაშე როცა დადგებით გამოსავლის ძიებაში ვერ არჩევთ რა ჯობია თქვენთვის და რა არა..ბევრი ტყუვდება და ვითომდა თავს დააღწევს გაჭირვებას რჩებიან,თანხმდებია იცხოვრონ იქ სადაც რეალურად მათი ადგილი არაა. მე ვფიქრობ რომ ჩვენ სუსტი სქესის წარმომადგენლებს გვაკლია თავდაჯერებულობა,საკუთარი თავის სიძლიერე და დამოუკიდებლობა.
    რა კანონზე და სასჯელზე უნდა ვილაპარაკოთ როცა ბევრ ასეთ შემთხვევას მისალმებია საზოგადოება (თითქოსდა ასე შექმნილი ოჯახები უფრო ამართლებდეს).საკუთარი უფლებების დაცვა ყველას უნდა შეგვეძლოს…

  12. chemi shviliw moitawes sul ragaw 17 wlis………..
    mshvenivrad dabrunda saxlshi…masaw da mew pexze gvekida `xalxis` azri da iarliyi :)
    mtavari isaa ,rom arasodes ar eqneba sapiqrali,mashin ,rom ar davrcheniliyavi,axla sheizleba sxvanairad mewxovrao.sakutari survilit sheqmnil ojaxshiw sheizleba sheeqmnas problema ,magram is tavisi archevanis shedegi iqneba.

  13. მოტაცება, ეს ის თემაა, რომელიც ჩემს ბავშვობაში ყველაზე ხშირად გაისმოდა: მოიტაცა და არ წამოვიდა, ან არ წამოიყვანეს. ჩემი მშიბლები ყივეკთვის მეუბნებოდნე, ეს შენ არ შეგეხება, რადგან თუ შენ არ გენდომება ვერავინ შემაჩერებს, მე ხალხის აზრი არა, მე შვილის აზრი მაინტერესებს.

შენ რას იტყვი?