Home ურთიერთობები

თქვენ წარმოიდგინეთ, თურმე სასქესო ორგანოს სიგრძეს მამაკაცები მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ქალები. ქალების დაახლოებით 90% მიიჩნევს, რომ მთავარია არა სიგრძე, არამედ სისქე, ამასთან 85%-სთვის თავისი პარტნიორისთვის სასქესო ორგანოს სიგრძე აბსოლუტურად მისაღებია, მაშინ როცა მამაკაცების მხოლოდ 55%-ია კმაყოფილი თავისი “სიამაყის” გაბარიტებით.

7363126362_a866d51835

ყველას გვსმენია მოსაზრებები მამაკაცების სასქესო ორგანოს ზომის შესახებ კულტურის, წარმომავლობის, სხეულის სხვადასხვა ნაწილების ზომის მიხედვით. ბრიტანეთის უროლოგიის საერთაშორისო ჟურნალის მიხედვით, ერეგირებული პენისის საშუალო სიგრძე 14 – 16 სმ-ია.

საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მამაკაცის სასქესო ორგანოს ზომა შეგვიძლია გამოვიცნოთ მისი ხელის მტევნის ზომის და ფეხის სიგრძის მიხედვით. თუმცა, თურმე მისი სიგრძის განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა გენეტიკაა.

u71_IMG-4d579

ცნობილ უროლოგს, დადლი დანოფს თუ დავუჯერებთ: “ხშირად მეკითხებიან, როგორი იყო მეპატრონე ყველაზე დიდი სასქესო ორგანოსი, რომელიც ოდესმე მინახავს. მე ვპასუხობ, რომ, თქვენ წარმოიდგინეთ, ის არ ეკუთვნოდა პროფესიონალ ათლეტებს, ან ჰოლივუდურ “სელებრითებს”, არამედ საშუალო აღნაგობის მოხუც მამაკაცს. ეს იყო სასიამოვნო, მორიდებული, 80 წელს გადაცილებული ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება ერთ ქალთან გაატარა.”

ასე რომ, ისევ დოქტორ დანოფის თქმით, “არ დაუჯეროთ მამაკაცს, რომელიც საკუთარი სასქესო ორგანოს ზომით ამაყობს და ამ ფაქტის საჯარო აფიშირებას არ ერიდება”.

Screen Shot 2013-04-23 at 3.35.26 PM
აქვე, ხუთი რამ, რაზეც პენისის ზომა დამოკიდებული არ არის:

  1. ფეხის სიგრძე
  2. სიმაღლე
  3. ხმა
  4. ეროვნება
  5. ხელები

Screen Shot 2013-04-23 at 3.36.46 PM
და ბოლოს, ცოტა გავერთოთ და შევხედოთ მსოფლიოს რუქას, რომელზეც არც მეტი, არც ნაკლები ქვეყნების მიხედვით მამაკაცების სასქესო ორგანოს საშუალო ზომაა მონიშნული.

როგორც ვხედავთ, ყველაზე დიდი ზომის: 16.1 – 17.93 სმ პენისით შეუძლიათ დაიკვეხნონ უნგრელებს და აფრიკის და სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებს.

მათ ბევრად არც შემდეგი ჯგუფი ჩამორჩება: 14.88 – 16.09, სადაც შედის სამხრეთ ამერიკის დიდი ნაწილი, მექსიკა, აფრიკის დიდი ნაწილი და ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

როგორც ჩანს, ამ მხრივ, ყველაზე “დაჩაგრული” სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიელები აღმოჩნდნენ.

და მაინც, მთავარია არა ზომა, არამედ ხარისხი :)

5 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?