ალბათ აქამდე მრავალჯერ წარმოგიდგენია ის დღე, როცა საბოლოოდ დაუკავშირებ საკუთარ მომავალს საყვარელ მამაკაცს. ალბათ დარწმუნებული ხარ, რომ ეს დღე იქნება ყველაზე ლამაზი შენს ცხოვრებაში! თითქოს კანდიდატიც არსებობს. სიმპათიური, ყურადღებიანი, თბილი ახალგაზრდა ადამიანი, მაგრამ… ის არ ჩქარობს ხელის თხოვნას. მოსვენებას არ გაძლევს იმაზე ფიქრი, თუ რა უნდა იყოს ამის მიზეზი. საკუთარ თავში ეძებ მიზეზს, ვერ ხვდები რატომ შეიძლება კაცს არ უნდოდეს ოჯახის შექმნა.

359742

რატომ არ სურთ მამაკაცებს ოჯახის შექმნა?

მიზეზი პირველი

ქალი, როგორც ცნობილია, გამორჩეულია ინტუიციური აზროვნებით. მან იცის, რომ მისი რჩეული არის ის ადამიანი, ვის გვერდითაც სურს გაატაროს დარჩენილი ცხოვრება და ისიც იცის, ვინ არის ეს ადამიანი. მამაკაცთა გარკვეული ტიპი კი, შეიძლება ითქვას, ზედმეტად ღრმად უფიქრდება მომავალს. ის ფიქრობს, შეძლებს თუ არა დააკმაყოფილოს მისი რჩეულის მოთხოვნები ფინანსურად, დაკარგავს თუ არა მისდამი ინტერესს, როგორ მიიღებენ მისი მშობლები ამ ამბავს, მოაკლებს თუ არა ქალი ყურადღებას, როდესაც ბავშვები გაჩნდებიან… ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ბავშვობიდან მშობლები უნერგავენ პასუხისმგებლობის დიდ გრძობას, სიტყვის ფასს. სწორედ ამიტომ მათ დიდი დრო სჭირდებათ ფეხზე დასადგომად, კარიერაში წინსვლის მისაღწევად, სრული დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ დგამენ საპასუხისმგებლო ნაბიჯს!

443881

მიზეზი მეორე

როგორც ვიცით, სხვადასხვა ტიპის მამაკაცები არსებობენ და მათ შორის არიან თავისუფლების ზედმეტად მოყვარულებიც. ის კარგად გრძნობს თავს, მეგობრებთან ერთად მშვენიერ დროს ატარებს, ღამის ცხოვრებით ცხოვრობს. ოჯახის და ამ ყველაფრის შეთანხმება, მისი აზრით, შეუძლებელია და თუ მაინც გაბედავს, ისიც იცის, რომ ვერ ასცდება ყოველდღიურ ჩხუბს, ცრემლს და შეიძლება განქორწინებასაც კი! ის ხვდება, რომ ჯერ კიდევ ვერ დაკმაყოფილდა თავისუფალი და ხმაურიანი ცხოვრებით და სწორედ ამიტომ არ ჩქარობს.

მიზეზი მესამე

გაგიკვირდება და ბანალური სიზარმაცეც შეიძლება გახდეს მიზეზი  გაურკვეველი ვადით გადადებული ქორწილისა. წარმოიდგინე, რამდენი რამაა გასაკეთებელი: ფართის დაჯავშნა და მორთვა, მოსაწვევების შეკვეთა, ნათესავებისა თუ მეგობრების დაპატიჟება, მანქანის დაქირავება, ჩაცმა და კიდევ ძალიან ბევრი რამ. თუ  დიდი ხნის ურთიერთობა გაქვთ და ერთადაც ცხოვრობთ, მას კიდევ უფრო ნაკლებად აწუხებს ეს ამბავი, იმითაც კმაყოფილია, რაც გაქვთ.

473020

თუ ეს შემთხვევები გეცნო, დაფიქრდი: მზად ხარ ცხოვრების დარჩენილი წლები გაატარო მამაკაცის გვერდით, რომელსაც ყოველთვის შეაწუხებს არასრულფასოვნების გრძნობა და იფიქრებს, რომ ზედმეტად იჩქარა? ალბათ, ფიქრობ, როცა საქმე სიყვარულს ეხება, მატერიალური ასპექტი თუ სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია, და ალბათ, მართალიც ხარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ არის გასათვალისწინებელი. ქორწინება შედგება მხოლოდ მაშინ, როცა ამისთვის ორივე მხარე არის მზად. ასე, რომ თუ შენი მამაკაცი დროს ითხოვს და საკმაოდ ლეგიტიმურადაც, იქნებ არ ღირს ხელი შეუშალო, იქნებ სჯობს მხარი დაუჭირო, როგორც ცხოვრების ნამდვილმა პარტნიორმა, რათა ერთად მიხვიდეთ წარმატებამდე?!

თუ გიყვარს და დარწმუნებული ხარ, რომ ერთად ყოფნა ორივეს გსურთ, დაელოდე. ნუ იქნები მომთხოვნი და კატეგორიული. მოვა დრო და ის ამ დიდ ნაბიჯსაც მოულოდნელად  გადადგამს! მაქსიმალური სიამოვნება მიიღე სიყვარულით და დააფასე ის ისეთი, როგორიც არის. ნუ შექმნი მომავალს ხელოვნურად, მიეცი მას უფლება თავად გიპოვოს.