tumblr_mgd6fopCk21rplsppo1_500

საინტერესოა, რა არის იდეალური ურთიერთობების დანგრევის მიზეზი. ხშირად გვინახავს ერთი შეხედვით იდეალური წყვილი, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მათი ურთიერთობა რადიკალურად იცვლება, ან საერთოდ აღარ არსებობს.

კვლევამ აჩვენა, რომ განქორწინების მიზეზი ხშირად ხდება ის თვისებები, რის გამოც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ. ამ შემთხვევას ‘პარადოქსული ურთიერთობა‘ უწოდეს.

ექსპერტების აზრით, რაც უფრო გამოკვეთილია ადამიანის რომელიმე თვისება, მით უფრო მალე იქცევს ის გარშემომყოფების ყურადღებას, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ძალიან გამაღიზიანებელი ხდება. მაგალითად მოვიყვანოთ შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მამაკაცი. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ის არასერიოზული ქცევებით გამოირჩევა, ზედმეტი ყურადღება იწვევს გაღიზიანებას. ოქროს შუალედი ხომ ყველაზე კარგი პირობაა ურთიერთობაში, თუმცა ის არ იარსებებს, თუ ხელს არ შევუწყობთ.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ რადიკალური ცვლილება ურთიერთობაში ხდება მაშინ, როდესაც მეწყვილე უყურადღებობას გრძნობს. რაც დრო გადის, მით მეტად თვალში საცემი ხდება პარტნიორის სხვადასხვა თვისება. როდესაც განვიცდით მარტოობას და უყურადღებობას, ვიწყებთ მათზე დაკვირვებას, უფრო ნათლად ვამჩნევთ უარყოფითს, რაც იწვევს გაღიზიანებას. მაგრამ ნუ გავიწყდება, რომ იდეალური არც შენ ხარ.

tumblr_mghja70P9O1qge0tno1_500

ამ შემთხვევაში, კარგი იქნება, მობილიზება და თავის ხელში აყვანა. გაიხსენე ის თვისებები, რის გამოც შეგიყვარდა შენი მეორე ნახევარი. ნუ აყვები ემოციებს და მოუსმინე გულს.

იყავი ყურადღებიანი ან ეცადე მისი ყურადღება დაიმსახურო და თუ მისი რომელიმე თვისება ერთ დროს შეყვარების მიზეზი გახდა, ეცადე, ურთიერთობა იმავე თვისების გამო არ დაანგრიო. იდეალური ურთიერთობა არ იარსებებს, თუ ის ჩვენვე არ შევქმენით. წარმატებები თანაცხოვრებაში.