Home ურთიერთობები

ამბობენ, რომ სიყვარული იგივეა, რაც საკვები სულისთვის. ადამიანებს სჭირდებათ, უყვარდეთ რაღაც: ფული, საკუთარი თავი, მეორე ადამიანი… ზოგიერთს უმართლებს და სიყვარულის ობიექტი სიყვარულითვე პასუხობს მათ, აი ზოგს კი…

როგორ მოვიქცეთ, თუკი  უნებლიედ შეგვიყვარდა და ჩვენი გრძნობა უპასუხოდ რჩება? შეიძლება კი, ცალმხრივი სიყვარული ჩავთვალოთ ჯანსაღ გრძნობად?

მაგალითად, ზოგიერთები ამბობენ, რომ გიყვარდეს ცალმხრივად – უკეთესია, ვიდრე საერთოდ უსიყვარულობა; სიყვარული ნებისმიერი სახით ადამიანისთვის სტიმულია, რადგან არის სადღაც მეორე, რომელიც ძვირფასია შენთვის;

მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ხშირ შემთხვევაში ასეთ უპასუხო გრძნობას ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს, შედეგი კი ხანდახან საკმაოდ მძიმეა და ბევრ ადამიანს სუიციდისკენაც კი უბიძგებს.

კარგია თუ ცუდი ასეთი ცალმხრივი გრძნობა? ეს თქვენზეა დამოკიდებული, რამდენაც სწორად მიუდგებით საკითხს. ყველაფერი რაღაცით უნდა დაიწყოს. შეიძლება მოგეწონოს, შეგიყვარდეს, თავი მოაწონო, მასაც შეუყვარდე და ეს ამბავი იმაზე კარგად დასრულდეს, ვიდრე ელოდი. არსებობს ასეთი Happy End-ებიც. მაგრამ, რა ვქნათ, თუ ჩვენი ბედნიერი ფინალი არ ჩანს? გავაგრძელოთ მისი სიყვარული?

tumblr_nppz61ZIqp1tbeyi6o1_1280იქნებ სჯობდეს, საკითხიცოტა სხვაგვარად დავუსვათ საკუთარ თავს: რას გვაძლევს ასეთი ცალმხრივი ურთიერთობა? ასრულებს კი ასეთი სიყვარული თავის ფუნქციას? ცხადია, არაა ადვილი, უარი თქვა ადამიანზე, რომელიც გიყვარს, მაგრამ დგება დრო, როცა ეს აუცილებელია: ცალმხრივ სიყვარულთან, რომელიც დიდ სტრესადაა ქცეული, გამკლავება გვჭირდება; რადგანაც, ხშირად იმ მგდომარეობამდე მივდივართ, როცა ჩვენი მელანქოლია, ცრუ იმედები, დეპრესია და აზრები ზღვარს სცდება.

დავფიქრდეთ

როგორ გავუმკლავდეთ? პირველი, რაც არასდროს არ უნდა დავივიწყო, ეს საკუთარი თავის, საკუთარი „მე“-ს პატივისცემა და სიყვარულია. ერთად დავფიქრდეთ, სადამდე მიგვიყვანა ასეთმა მდგომარეობამ: ხომ არ დაგავიწყდა, რომ სამყარო უფრო ფართოა, ვიდრე „ის“, მისი ცხოვრება და ინტერნეტ-ექაუნთების ქექვა? ხომ არ გექცა მანიად სხვა ადამიანი?

ვთავისუფლდებით ზედმეტისგან

თუ მიხვალ იმ აზრამდე, რომ ასე ცხოვრება აღარ გინდა, შემდეგი ნაბიჯის დროა; მოიცილე ყველაფერი ზედმეტი, რაც მასთან გაკავშირებს: ფოტოები, წერილები, აზრები. იპოვე რაიმე ჰობი, გააბი ახალი ნაცნობობა, გაერთე, მეგობრებთან ერთად წადი სადმე…

ვცვლით ყველაფერს

მესამე ნაბიჯად რაიმე რადიკალური ცვლილების შეტანაც შეიძლება გარეგნობასა და გარდერობში: გახსოვდეს, შოპინგი საუკეთესო თერაპიაა, რომელიც გატეხილ გულსაც მშვენივრად შველის.

ურიგო არ იქნებოდა, საწინააღმდეგო სქესისთვის მეტი ყურაღებაც დაგეთმო და გაგეაზრებინა, რომ „მის“ გარდა კიდევ ბევრი ადამიანი არსებობს, რომელთაც შეუძლიათ, გაგაბედნიერონ…

და ბოლოს, არასდროს დაივიწყო, სიყვარულს ბედნიერება უნდა მოჰქონდეს შენთვის და არა ტკივილი, ტანჯვა და უპასუხო გრძნობა. შეიყვარე შენი თავი და გახსოვდეს, შენ იმსახურებ სიყვარულს და სრულყოფილ ბედნიერებას, რომელიც ნაწილებად არაა დაყოფილი.

 

ფსიქოლოგის კომენტარი:

ცალმხრივი სიყვარულის ფსიქოლოგიურ  ასპექტებზე  გვესაუბრება ფსიქოლოგი თიკა  ევდეევი.

“-ცალმხრივი სიყვარული ერთ-ერთი ის ფაქტია ადამიანის ისტორიაში, როდესაც ცხოვრება მას გამოცდას უწყობს.  ეს დაკავშირებულია სტრესთან, ძლიერ ემოციებთან, განცდებთან და გუნება-განწყობილების დაცემასთან, რაც შეიძლება ღრმა დეპრესიაშიც გადაიზარდოს.

რთულია ამ დროს ადამიანის გამხნევება და დაიმედება, რომ ,,ყველაფერი კარგად იქნება“. ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე არაფრის მომცემი შინაარსის მქონე ფრაზაა. თუმცა იმის შანსი, რომ ცალმხრივი სიყვარული ორმხრივად იქცეს ისეთივეა, როგორც მისი ცალმხრივად დატოვებისა.

ყოველთვის მაფიქრებდა ერთი საკითხი: ნუთუ დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადამიანია, ან ორი ან თუნდაც ხუთი, რომელთა შეყვარებაც შეგვიძლია ადამიანებს? რა კრიტერიუმით გვიყვარდება ადამიანი? რა განაპირობებს იმას, რომ ხანდახან ჩვენი იდეალებისგან აბსოლუტურად აცდენილი პიროვნება შეიძლება გვიყვარდეს? ამაზე ვფიქრობ, რომ პასუხი ვიპოვე და დავიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა: ასეთი ადამიანების რიცხვი 5-ზე მეტია და როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, დაშვების დოენზე ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის იმ ადამიანის შეყვარებაც, ვინც თითქოს შეუსაბამო პარტნიორს წააგავს.

ეს მსჯელობა უფრო ოპტიმისტურია, თუმცა ყველა ცალმხრივად შეყვარებულის დაიმედება არ მინდა. მონეტის მეორე მხარეს უსიყვარულობაა დარჩენილი. ამიტომ, თუკი ადამიანი ფიქრობს, რომ თავის შეყვარებისთვის არ გააჩნია საკმარისი გამართლება, პოტენციალი, რესურსები, სილამაზე, ინტელექტი და ა.შ., ანუ არ აქვს საკმარისი თვითრწმენა და დარწმუნებულია, რომ ეს სიყვარული განწირულია, მაშინ სჯობს, დროზევე მოხდეს ტანჯვის შეწყვეტა. გარკვეულ ოდენობაში სტრესი ცუდი არაა, რადგან ეს აკჟებს ადამიანს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს, მაგრამ გახანგრძლივებული უკვე მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

ალბათ ზოგიერთ ჩაეცინება და მესმის რატომაც – არაა ადვილი გრძნობების კონტროლი და ერთი გადაწყვეტილების საფუძველზე გადაყვარება. მაგრამ შესაძლებელია ზომების მიღება, რომ ტანჯვა გამარტივებულ იქნას. ასეთ მეთოდებს მიეკუთვნება ადამიანებთან ხშირი კონტაქტი და ურთიერთობა (მეოგბრები, ნათესავები, ან უბრალოდ ნაცნობები), რაიმე საქმით დააკვება, გარკვეული მიზნის დასახვა და ყურადრების კონცენტრირება მასზე. რაც უფრო ნაკლებს იფიქრებთ თქვენს გასაჭირზე, მით უფრო ნაკლებად შეგეციდებათ თავი და გუნებაც არ იქნება დაქვეითებული. ყველაზე კარგი საშუალება კი ისაა, რასაც ფსიქოლოგები ჩანაცვლებით თერაპიას ვეძახით: იმ ადამიანის პოვნა, ვისთანაც თავს კარგად იგრძნობთ, ვისგანაც მიიღებთ სითბოს და მხარდაჭერას – უდიდეს შვებას მოგგვრით.”

ყოფილხართ ცალმხრივად შეყვარებული?

View Results

Loading ... Loading ...
18 კომენტარი to this post
  1. 14 წლის გოგონა მყავს.საშინლად არ მინდა ცალმხრივად შეუყვარდეს ვინმე, მაგრამ ამისგან დაზღვეული არავინ არის:( არ მინდა მისთვი შეუფერებელი ბიჭი შეუყვარდეს (არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ …) ანუ ვინც ვერ გაუგებს და გულს ატკენს. ამ ასაკში მოზარდები ცინიკოსები არიან ან მაგარი ბიჭების როლს თამაშობენ. ეს პერიოდი თავისთავად გადის ხოლმე უმტკივნეულოდ, თუ
    ვითომდა კეთილისმოსურნე კლასელები, მასწავლებლები ან მოცლილი მეზობლები არ ჩაერევიან მათ ურთიერთობაში :(((

    • არადა, სად წაუხვალ ასეთ კეთილმოსურნეებს ;(
      იმედია, მართლა არავინ შეუყვარდება ასე

  2. მოკლედ იყო პერიოდი განვიციდი, მაგრამ აღმოვაჩინე ძალიან მაგარი წიგნი ანატოლი ნეკრასოვის იქ იმდენი საინტერესო რაღაც აღმოვაჩინე რომ მადლიერების გრძნოობაც კი გამიჩნდა იმ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ მან ჩემში გახსნა “სიყვარულის უნარი”
    ხოდა სულაც აღარაფერზე არ ვნერვიულობ და ძალიან ბედნიერი ვარ :)

  3. საერთოდ ნაკლებადღა მჯერა ქალისა და მამაკაცის სიყვარულის არსებობა, მითუმეტეს ცალმხრივი არ მწამს :) თუმცა თინეიჯერობისას შეიძლება მეც მგონებია, რომ ვიღაც “მიყვარდა”

  4. ჯერ ორმხრივი სიყვარული არ ამართლებს და ცალმხრივი ხო საერთოდ! დედა-შვილური სიყვარული ფორევერ! <3

  5. ვყოფილვარ ცალმხრივად შეყვარებული :D და თან იმდენი ხანი მიყვარდა, რომ ჩვეულებაში გადამეზარდა :D

  6. mec bevjer vyopilvar calmxivadsheyvarebulida am yvelafers am wamsac vcdi :Xx miyvars bichi romelic mis dzamakacebs eubneba ro es gogo arasodes hemiyvardebao :Xx tumca mainc sicocxlis bolomde miyvars :XX da arvici ravqna :X daviviwyo tu vibrdzolo :X

  7. მე ახლა მიყვარს ცალმხრივად…..:/ ისე რა ტანჯვაა ეს ცხოვრებაა 17 წლის ასაკში პირველად შემიყვარდა და პირველივეზე უარი…… :(

  8. ყველაფერი რეალურია, მაგრამ არ ვეთანხმები ფსიქოლოგების აზრსჩანაცვლების შესახებ.. ასეთ დროს შეიძლება შენ ყურადღება მასზე გადაიტანო, არ შეგიყვარდეს და სამაგიეროდ მეორე მხარე დატოვო შესაძლებელია უკვე ცალმხრივ სიყვარულთან მარტო..ასე რომ სხვაც რომ არ დავტანჯოთ უკეთესია მარტომ გავუმკლავდეთ მე შემიძლიას პრინციპით. ან კიდევ ასე იმიტომ მოხდა, რომ წინ უფრო უკეთესი ცხოვრება გველისო ..

  9. 17 წლის ვარ და ძალიან მიყვარს … სამწუხარო ისაა რომ საკუთარ კლასელი თავდავიწყებით შემიყვარდა, ბიჭი რომელიც საკუთარ დათ მიმიჩნევს… მსთვის იდიალური ვარ მაგრამ არა რაგორც მეორე ნახევარი არამედ როგორც გოგოანა და მეგობარი <3 მე მაინც მეყვარება მიუხედავად ყველაფრისა არც მინდა დავივიწყო, ძალიან ლამაზად მექცევა და ეს უკვე საკმარისია ჩემთვის.

შენ რას იტყვი?