ძალიან მდიდარ ოჯახში გავიზარდე.სხვები ფიქრობენ რომ ასეთ ხალხს არაფერი აკლია, თუმცა ჩემი ისტორიის მიხედვით არა თუ მდიდარ ოჯახში გაზრდა, არამედ საერთოდ არსებობაც აღარ მოგინდებათ, ისევე როგორც მე აღარ მინდა.

ყველაფერი მქონდა, რაც შეიძლება ბავშვს ენატრა, უამრავი ბარბის სახლი, სათამაშო, მოსამსახურეები, მოჩვენებითი “მეგობრები”, რომლებიც ჩემ გართობას ცდილობდნენ, თუმცა მე მაინც სხვა რამისკენ მივილტვოდი და ეს სხვა რამე მალევე მივიღე.

უკვე 5-6 წლის ვიქნებოდი, როცა საშინელებათა ფილმებმა ძალიან გამიტაცა, ყოველ ფილმს რეალობად მივიჩნევდი და მეგონა, რომ ეს ჩემ თვალწინ ხდებოდა, რომ მე უკვე ამ სამყაროს ნაწილი გავხდი.

როგორც გითხარით, ყველა თავზე მეხვეოდა. მათგან გამორჩეულად და გულწრფელად, მხოლოდ ჩემი ძიძა მიყვარდა, რომელსაც ლუსის ვეძახი (ნამდვილი სახელი აღარ მახსოვს), ეს სახელი ერთ-ერთი საშინელებათა ფილმის გმირ ძიძას ერქვა, რომელიც ასევე ფილმის გმირმა პატარა ლაიზამ მოკლა.

ერთ ღამეს, როცა ლუსიმ ჩვეულებრივ ზღაპრების კითხვა დაიწყო, უცნაურმა სურვილმა მძლია მინდოდა, რომ ლუსის მშვენიერი, სათნო სახე სისხლით ყოფილიყო მოცული მთლიანად. ჩემი ცოდვილი ხელები მისი გრძელი კისრისკენ გავწიე და მაგრად მოვუჭირე, მთელი ძალით სულ რაღაც 5 წუთში, ლუსიმ უკვე სული განუტევა.

მისი ჩანთა გავჩხრიკე და იქ რაღაც თეთრი ფხვნილი აღმოვაჩინე, მაშინ ვერ მივხვდი რა იყო, ახლა კი ის ჩემი ცხოვრების ნაწილია.

უი, კიდევ ერთი რამ გამომრჩა ლუსის ბოლო სიტყვები იყო “Your Story Begins”.