Home ურთიერთობები

91c1e9f-3.cached

პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი (Morning-After Pill) გამოიყენება როგორც არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალება. პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი დაუცველი ინტერკურსის შემდეგ თავის დაცვის ეფექტური საშუალებაა. გადაუდებელი კონტრაცეპტივის გამოყენება, როგორც წესი, ეფექტურია დაუცველი სექსუალური კონტაქტიდან 72-120 საათის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში.

პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის გამოყენების საჭიროება დგება, როცა:

  • სექსუალური კონტაქტის დროს არ გამოგიყენებია სხვა ტიპის კონტრაცეპტივი
  • გამოგრჩა ყოველდღიური კონტრაცეპტივის მიღება
  • სექსუალური კონტაქტის დროს დაზიანდა კონდომი
  • პარტნიორმა ვერ მოასწრო გარე ეაკულაცია
  • გქონდა ძალადობრივი დაუცველი ვაგინალური სექსუალური კავშირი

როგორ მოქმედებს პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი?

სექსუალური კონტაქტის შემდეგ განაყოფიერებას 5-6 დღე სჭირდება. პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის მოქმედება უკავშირდება განაყოფიერების შეკავებას. გადაუდებელი კონტრაცეპტივი არ იწვევს ნაყოფის მოშორებას, ამიტომ არ მოქმედებს განაყოფიერების შემდეგ.

რამდენად ეფექტურია პოსტკოიტალური კონტრაცეპტივი?

პოსტკოიტალური კონტრაცეფციის უმრავლესობის ეფექტურობა 89 პროცენტია, როცა აბი მიიღება სექსუალური კონტაქტიდან 72 საათის განმავლობაში. მისი ეფექტურობა კლებულობს კონტრაცეპტივის მიღების დაგვიანებასთან ერთად.

რამდენად უსაფრთხოა პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის გამოყენება?

პოსტკოიტალური კონტრაცეფტივი უსაფრთხოა, თუმცა აუცილებელია მიღებამდე გაეცნო ანოტაციას. როგორც წესი, გადაუდებელი კონტრაცეპტივის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ერთხელ ერთი მენსტრუალური ციკლის განმავლობაში. აუცილებელია პირველი გამოყენებისას შეუთანხმდე, ან კონსულტაცია გაიარო შენს გინეკოლოგთან.

რა შესაძლო გვერდითი ეფექტები ახლავს თან პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის გამოყენებას?

კონტრაცეპტივის გამოყენებამდე აუცილებლად გაეცანი ანოტაციის ნაწილს, რომელიც გვერდით მოვლენებს ეხება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა კონტრაცეპტივის მიღებასთან დაკავშირებული სიმპტომები ორსულობის სიმპტომებში აგერიოს. როგორც წესი, გვერდითი მოვლენები კონტრაცეპტივის მიღებიდან ერთი ან ორი დღის განმავლობაში შეინიშნება და მოიცავს:

  • ადრეულ ან დაგვიანებულ, გაძლიერებულ ან შემცირებულ მენსტრუალურ პერიოდს
  • მკერდის ზომაში მომატებას, მგრძნობელობის გაზრდას, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს
  • გულისრევას ან ღებინებას – თუ აბის მიღებიდან ორ საათში ღებინება დაგეწყო, კონტრაცეპტივი კარგავს ეფექტურობას და საჭირო ხდება მისი განმეორებით მიღება

მნიშვნელოვანია! არ გამოიყენო პოსტკოიტალური კონტრაცეფცია, როგორც თავის დაცვის რეგულარული საშუალება. გადაუდებელი კონტრაცეფცია არ გიცავს სექსუალური გზით გადამდები დაავადებებისგან.

არ შეშინდე, თუ პოსტკოიტალური კონტრაცეპტივის მიღების შემდეგ მენსტრუალური პერიოდი დაგიგვიანდა. ეს კონტრაცეპტივის ერთ-ერთი შესაძლო გვერდითი ეფექტია. დაელოდე 5-7 დღე, ან ორსულობის დასადგენი ტესტი გამოიყენე.

არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად მრავალი სხვა უფრო უსაფრთხო და დაბალფასიანი საშუალება არსებობს, ამიტომ გადახედე ჩვენს სტატიას და მიმართე შენს გინეკოლოგს.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?