ბევრისათვის შეძლება არ არის ცნობილი, რომ PCT (post-coital tristesse) – ანუ, სქესობრივი აქტის შემდგომი მელანქოლია ქალებზე მეტად მამაკაცებს იპყრობს.  მისი ხანგრძლივობა ხუთი წუთიდან ორ საათამდე მერყრობს.  თავად ტერმინი ლათინური – coital (სექსუალური ურთიერთობა) და ფრანგული – tristesse (მოწყენილობა) სიტყვების შეერთებითაა მიღებული და ასვე ცნობილია სექსის შემდგომი დეპრესიის სახელით – იუწყება ვიკიპედია.

ლათინური ანდაზა: “Omne animal post coitum triste praeter gallum mulieremque” – ყველა ცხოველი სქესობრივი აქტის შემდგომ იწყენს მამლისა და ქალის გარდა – ეხება სწორად ამ სინდრომს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც რომაელები შეცდნენ, ისე არც ვიკიპედიიაში განთავსებული სტატიაა ამ კუთხით მთლად სანდო, რამდენადაც ქალებიც საკმაოდ ხშირად განიცდიან ხსენებულ მელანქოლიას.

მათ შემთხვევაში გამოწვეულია აქტის შედეგად გამოყოფილი ნივთიერება პროლაქტინის ურთიერთქმედებით ნივთიერება დოპამინთან.

მამაკაცებში PCT -ის გამომწვევი მთავარი მიზეზი ორგანიზმის მიერ თესლის დაკარგვა და სხეულის გამოფიტვაა, რაც თან ახლავს აქტს. შვების ნაცვლად, ორგანიზმი გადაღლასა და სისუსტეს განიცდის.

არისტოტელესა და ბევრ სხვა ფილოსოფოსს, მწერალსა თუ პოეტს აქვთ შრომები PCT- ის შესახებ. პროლაქტინი, რომელიც რძის გამომუშავებაში ეხმარება ორგანიზმს, მამაკაცთა სხეულშიც მოიძებნება და თავს იჩენს ორგაზმის განცდისთანავე. ასევე, აღსანიშნავია, რომ პარტნიორთან აქტის შედეგად, 400%-ით მეტი პროლაქტინი გამოიყოფა, ვიდრე თვით დაკმაყოფილებისას, რასაც მეცნიერები მიჰყავს იმ მოსაზრებამდე, რომ პირველი უფრო აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებებს, ვიდრე – მეორე. როგორც კი აიწევს პროლაქტინის შემცველობა ორგანიზმში, ის ემოციების მოზღვავებას განიცდის.

მელანქოლია იპყრობს ადამიანს მაშინაც, როცა მას რამდენიმე წუთით ადრე ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მასთან, ვინც მისთვის არ არის “ძვირფასი”.

ყოველი შემთხვევისათვის, თუ კი აღმოაჩინეთ, რომ ეს სინდრომი თქვენს გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, ფსიქოლოგიც დაგჭირდეთ.

თუ არ იმკურნალებთ, ორგაზმი თქვენში ღიმილისა და ბედნიერების ნაცვლად მელანქოლიასა და სევდას გამოიწვეევს.