Home ურთიერთობები

Screen Shot 2013-09-26 at 3.27.23 PM

მასტურბაცია არის გენიტალიების თვითსტიმულირება სექსუალური აღგზნების მისაღწევად, როგორც წესი, ორგაზმის განცდამდე. მასტურბაცია ხორციელდება შეხებით, პენისის ან კლიტორის მასაჟით ორგაზმის მიღწევამდე. ქალების ნაწილი მასტურბაციისას ვაგინალურ სტიმულაციას ან სექსუალურ სათამაშოებს იყენებს.

მასტურბაცია ფართოდ გავრცელებული ქცევაა იმ ადამიანებშიც კი, ვისაც სექსუალური პარტნიორი ჰყავს. სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცთა 95% და ქალების 89%-ს მიუმართავს მასტურბაციისთვის. სექსუალური მომწიფების ეტაპზე მასტურბაცია ბავშვებშიც გავრცელებულია და სხეულის შესწავლის პროცესის ნორმალურ ნაწილად ითვლება.

Screen Shot 2013-09-26 at 3.28.15 PM

მასტურბაცია სექსუალური ენერგიისგან გათავისუფლების ერთ-ერთი საშუალებაა, ასევე ის უსაფრთხო სექსუალური ალტერნატივაა, რომელსაც თან არ სდევს ორსულობა ან სექსუალური გზით გადამდები დაავადებები. მასტურბაცია ხშირად გამოიყენება სექსუალური დისფუნქციების მკურნალობისას სექსუალური თერაპიის ფარგლებში.

წარსულში მასტურბაცია მენტალური პრობლემის ნიშნად აღიქმებოდა, თუმცა დღესდღეობით მიჩნეულია ნორმალურ, ჯანსაღ, უსაფრთხო სექსუალურ აქტივობად. მასტურბაცია პრობლემად მიიჩნევა მხოლოდ მაშინ, როცა ის ანაცვლებს სექსუალურ აქტივობას პარტნიორთან, სრულდება საჯაროდ ან კომპულსურია და აქვს მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

Screen Shot 2013-09-26 at 3.30.13 PM

ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, მასტურბაციით შესაძლებელია სექსუალური სიჯანსაღის გაუმჯობესება. მასტურბაცია საშუალებას იძლევა გაიცნო საკუთარი სხეულის ეროტიული პრეფერენციები და გაუზიარო ისინი შენს პარტნიორს.

მასტურბაციისას საქალწულე აპკის გარღვევა შეუძლებელია, თუ არ მოხდა ვაგინალური პენეტრაცია ხელით, ან სექსუალური სათამაშოების გამოყენებით.

მასტურბაცია შესაძლოა გახდეს გაძნელებული ორგაზმის მიზეზი. როცა მასტურბაციისას ორგაზმის მისაღწევად ძლიერ დაწოლას იყენებენ, შესაძლოა შეიქმნას სექსუალური ინტერკურსით იმავე გამოცდილების მიღების პრობლემა. თუ მასტურბაციის შემდეგ სექსუალური კონტაქტით ორგაზმის მიღება გართულებული ან შეუძლებელია, რეკომენდებულია მასტურბაციისგან თავის შეკავება, ან მასტურბაციის ტექნიკის შეცვლა.

ქალებისთვის, ვისაც მასტურბაცია არასდროს უცდია, სპეციალური აპლიკაცია მზადდება. ესეც სქრინშოთები მზადების პროცესში:

Screen Shot 2013-09-26 at 3.36.19 PM

თუ გსურს დროულად გაიგო სიახლეები ამ საინტერესო აპლიკაციის შესახებ, გადადი აპლიკაციის ვებ-გვერდზე, მიუთითე შენი ელექტრონული ფოსტა და დაელოდე შეტყობინებას.

16 კომენტარი to this post
  1. ბარემ წაგეკითხა “ის უსაფრთხო სექსუალური ალტერნატივაა, რომელსაც თან არ სდევს ორსულობა ან სექსუალური გზით გადამდები დაავადებები”

  2. 13 wlidan mivmartavdi masturbacias 4 tvea gavtxovdi mara qmartan orgazms ver ganvicdi arada dzalian msiamovnebs seqsis procesi magram yopila shemtxvevebi veraperic ver nigrdzvnia da mainteresebs risi brali sheidzleba iyos?isic minda agvnishno rom masturbaciis dros chveulebriv ganvicdi orgazms

  3. Chveulebrivi sexisas ver ganvicdi orgazms veranairad partniori arafer shuashia amashi ukve davrcmundi da masturbaciisas organizmi piks agcevs siamovnebisas es ris brali unda ikos?

  4. მია და ბუტუსურა
    არსებობს საშოში ისეთი ადგილი რომლის შეხებისას მიიღწევა ორგაზმი
    “G-spot” თუ მამაკაცის სასქესო ორგანო მას ვერ მიწვდა ან Sესაბამისად ვერ შეეხო
    ეს იმას ნიშნავს რომ “G-spot” -ი პატარა ზომისაა ან მამაკაცის სასქესო ორგანო ვერ წვდება
    ასე რომ მხოლოდ ექიმის ჩარევით თუ უშველით მაგ საკითხს..

შენ რას იტყვი?