Home ურთიერთობები

ადრე დიანამ გიამბოთ ქორწინების სამართლებრივი მხარეების, განქორწინების და ქორწინების ბათილობის შესახებ. მე კი საქორწინო კონტრაქტს მინდა ჩავუღრმავდე.

თითოეული ადამიანისთვის, ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები, მთელი მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, აუცილებელია, ყველა იცნობდეს იმ სამართლებრივ ნორმებსა და რეჟიმს, რასაც სახელმწიფო ადგენს ჩვენი ცხოვრების ამ სფეროში იმისთვის, რომ ოჯახური ცხოვრების სამართლებრივი აქტები იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული და დაბალანსებული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

კანონი ქორწინებას უცილობლად უკავშირებს მისი რეგისტრაციის ფაქტს. არარეგისტრირებული კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, თუნდაც იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდეს, არ ითვლება ქორწინებად და არ წარმოშობს ქორწინების სამართლებრივ შედეგებს.

კანონი განსაზღვრავს იმ აუცილებელ პირობებ, რომლის არსებობაც მოითხოვება დაქორწინებისთვის. ეს პირობებია: ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.

დაქორწინების ასაკად დადგენილია 18 წელი. თუმცა, ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი. 16 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ დაქორწინდნენ მშობლების წინასწარი წერილებითი თანხმობით. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა, დაქორწინების მეორე აუცილებელი პირობაა. კანონმდებლობა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქორწინება აუცილებლად ნებაყოფლობით უნდა იყოს ორივე მხრიდან.

დაქორწინებით, ორივე მეუღლე, ერთმანეთის წინაშე კისრულობს როგორც პირადი, ისე ქონებრივი უფლება-მოვალეობების მთელ რიგს. ქალიც და მამაკაციც ვალდებულია, კეთილსინდისიერად და სრულად შეასრულოს ყველა ეს უფლება-მოვალეობა ქორწინების მთელი დროის განმავლობაში. კანონი ადგენს, რომ საოჯახო ურთიერთობებში, მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი და პირადი ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

კანონი განსაზღვრავს იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რაც მეუღლეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნიათ. თუმცა, მეუღლეებს უფლება აქვთ, როგორც დაქორწინებამდე, ისე ნებისმიერ დროს, ქორწინების განმავლობაში, დადონ საქორწინო ხელშეკრულება და მათი ქონებრივი უფლებები, კანონისგან განსხვავებულად დაარეგულირონ.

საყურადღებოა, რომ საქორწინო ხელშეკრულებით, მხოლოდ ქონებრივი უფლება–მოვალეობების განსსაზღვრა შეიძლება! ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა პირადი უფლებები და მოვალეობები.

საქორწინო ხელშეკრულება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ დროს. თუ კი ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე დაიდო, იგი ძალაში მხოლოდ რეგისტრაციის მომენტიდან შევა.

საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და უნდა დადასტურდეს ნოტარიულად. ხელშეკრულებით, მეუღლეებმა შეიძლება განსაზღვრონ როგორც უკვე არსებული, ისე მომავალში შეძენილი ქონების ბედი. მათ შეუძლიათ, გააერთიანონ მთელი თავისი ქონება ან დაადგინონ თითოეულის ნაწილობრივი ან განცალკევებილი საკუთრება ქონებაზე.

ხელშეკრულებით, აქვე გათვალისწინებული შეიძლება იყოს, თითოეული მეუღლის მიერ, შემოსავალში მონაწილეობის პირობები, საოჯახო ხარჯების გაწევის წესები და ასევე, თუ ვინ რა ქონებას მიიღებს განქორწინების შემდეგ.

საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს:

1. მეუღლეთა ურთიერთ რჩენის მოვალეობა;
2. მშობლების უფლება – მოვალეობები შვილების მიმართ;
3. საალიმენტო მოვალეობანი;
4. დავის შემთხვევაში – სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

ასევე, ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინბულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებს ერთ–ერთ მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულების შეცვლა დასაშვებია, თუ კი მეუღლეები ამაზე შეთანხმდნენ. გარდა ამისა, შესაძლებელია, ასევე დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე, სასამართლომ შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს რომელიმე მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულება წყდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით ან განქორწინებით.

ძალიან ბევრი წყვილისგან გამიგია, რომ მათი სიყვარული და ურთიერთგაგება ნდობაზეა დამყარებული და არ სჭირებათ საქორწინო კონტრაქტი, თუმცა ნათქვამია, “კაცი ბჭობდა – ღმერთი იცინოდაო”. არავინ იცის რა მოხდება მომავალში და სწორედ ამიტომ ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მივიჩნევ საქორწინო კონტაქტის არსებობას ოჯახში.

3 კომენტარი to this post
  1. საქართველოში საქორწინო კონტრაქტები ძალიან მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ იდება. თუ იდება ისიც ისეთ წყვილებს შორის როცა ერთ-ერთი უცხოელი არის. სამაგიეროდ ევროპასა და ამერიკაში საკმაოდ ფართოდ გამოყენებადია

  2. saertot zalian saintereso temaa da jer kidev fexmoukidebeli saqartveloshi, gamomdinare iqnidan rom, dabal doneze vimyofebit shemosavlebis tvalsazrisit, amitom ufro xshirad iset wyvilebs shoris ideba eseti xelshekruleba romlebsac myari da didi:)shemosavali aqvt, amit isini qvecnobierad izgveven tavs materialuri gakotrebisgan.saertot kargia saqorwino xelshekrulebis dadeba, imitom rom ganqorwinebis dros sasamartlos uadvilebs qonebrivi davis martivad gadawyvetas.:)

შენ რას იტყვი?