ალბათ ძალიან უადგილო არ იქნება თუ ვივარაუდებთ იმას, რომ ქართველი ახალგაზრდობის დიდი ნაწილისათვის ავტომანქანა ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია სექსუალური გამოცდილებისა და ცხოვრებისათვის.

ვფიქრობ, ნებისმიერისთვის ადვილი მისახვედრია (ან უკვე გასაგებია), რომ ავტომობილის სალონი არ ჰგავს დიდ საწოლს, რომელიც იძლევა საშუალებას ”გაშალო ფრთები”, ხოლო მანამდე სანამ ავტოტრანსპორტში სექსს გადაწყვეტთ დაფიქრება არ იქნება ურიგო.

სექსი მანქანაში

პატარა სპორტული მანქანები სექსისთვის იმდენად მოუხერხებელია, რომ ამაზე საუბარიც არ ღირს. სულ სხვა საქმეა დიდი ქროსოვერები – შესაბამისად სექსამდე დილემის წინაშე აღმოჩნდებით (ასევე კარგად დაფიქრდით ამაზე თუ მანქანის შეძენას ახლა გეგმავთ).

რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ აქვთ წყვილებს სექსი ავტომობილში  – ან სხვა ამისთვის გამოსადეგი ადგილის უქონლობაა, ან უეცრად გაჩენილი ლტოლვა, რომელსაც მოცდა არ უყვარს. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, მოუხერხებელი სექსიც კი ძალიან დიდი ღელვისა და მუხტის მომტანია.

თუ თქვენ გყავთ საკუთარი ავტო (ან პარტნიორის ავტომობილია თქვენი ”ბუდე”) უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • შეინახეთ პრეზერვატივები მანქანის აფთიაქში;
  • სექსის დროს ავტომობილის ხელის მუხრუჭი აუცილებლად მუშა მდგომარეობაში მოიყვანეთ (უსაფრთხოების მარტივი წესია);
  • აუწიეთ მუსიკას, სრული კომფორტისათვის;
  • მანქანის გასაჩერებლად შეარჩიეთ მოფარებული და მშვიდი ადგილი, მოსახლეობის თვალისგან შორს;
  • სწორად შეაფასეთ საკუთარი და პარტნიორის ფიზიკური მონაცემები (მოტეხილობა და კუნთის გაჭიმვა ასეთ დროს უადგილოა);
  • არ გაგისკდეთ გული თუ სამართალდამცავები ყველაზე უდროო დროს მოგიკაკუნებენ მინაზე.
ექსტრემალური სექსი

მიუხედავად იმისა რომ თბილისის შემოგარენში ასეთი ადგილების ნაკლებობა არ არის, მაინც იყავით ყურადღებით და ფრთხილად – ნუ შეუშლით ხელს სხვებს და ეცადეთ თვალში არ მოხვდეთ სამართალდამცავებს.

მთავარია, მანქანასთან ერთად გყავდეთ პარტნიორი, რომელიც მხარს აგიბამთ ექსტრემალურ წამოწყებაში და ეცოდინება, რომ სექსი აუცილებლად უსაფრთხო უნდა იყოს.