Home ურთიერთობები

მამაკაცის სხეული საგანძურებით სავსე კუნძულს შეგვიძლია შევადაროთ, ყოველ ნაბიჯზე განსხვავებული ”საუნჯე” გვხვდება, თუმცა მიუხედავად ამხელა შესაძლებლობებისა – ქალების დიდ ნაწილს უჭირს კაცის ერთი ხელის მოსმით (ამის პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით) ”მუშა” მდგომარეობაში მოყვანა.

მოდით მოვაწყოთ პატარა ექსკურია მამაკაცის სხეულზე.

თავი

ძირითადად ინტიმური თამაშები ზუსტად რომ კოცნით იწყება. ტუჩები და ენა ერთ ერთი ყველაზე მგრძნობიარე და ნერვული დაბოლოებებით სასვე ადგილია, ამას ემატება ყურის ნიჟარები და ბიბილოები.

ყურზე ნაზი მოფერებისას შეგიძლიათ რაიმე ძალიან ინტიმური და სექსუალური ჩასჩურჩულოთ პარტნიორს – ეს ერთი ორად გაზრდის აღგზნების დონეს.

საწყისი წერტილი

ყელი

კანი ყელზე ძალიან მგრძნობიარეა – განსაკუთრებით უკანა მხარეს, კისერთან, ნერვული დაბოლოებები აქტიურად რეაგირებენ მოფერებასა და კოცნაზე. ეცადეთ ამ ზონაზე შეხებისას არ გამოიყენოთ ფრჩხილები (ისე არც სხვა ზონებზეა ეს მიზანშეწონილი) ტკივილის თუ არა ღიტინის შეგრძნებას ნამდვილად გამოიწვევთ პარტნიორში, ეს კი სულაც არაა კარგი.

მოფერებისას კანს შეეხეთ ხელის გულებითა და თითის ბალიშებით.

გადავინაცვლოთ ცოტა ქვემოთ

მკერდის მგრძნობიარობის შესახებ რა თქმა უნდა ქალებს არ ესწავლებათ. მამაკაცების შემთხვევაში  ძუძუ ასეთივე მგრძნობიარე არაა , მაგრამ ენის შეხებისას – გახშირებული სუნთქვის მიღება იქნება დასტური იმისა, რომ მამაკაციც არაა გულგრილი ამ არეში აქტიური მოფერებისა.

ნუ დავივიწყებთ ხელებსა და ფეხებს

კაცებსაც აქვთ ნაზი და სუსტი წერტილები. ხელისა და ფეხის შიგნითა ნაწილზე კანი საკმაოდ მგრძნობიარეა და იმაზე ძლიერად იწვევს ღიტინის შეგრძნებას ვიდრე თქვენ შეიძლება ახორციელებდეთ მათზე შეხებას.

თუმცა ერთი ორი მცდელობის შემდეგ უფრო გასაგები გახდება რა სახის მოფერებაა საჭირო იმისათვის, რომ პარტნიორი ჩაბჟირებისაგან ცუდად არ გახდეს. მიუხედავად არც ისე მაღალი ეროგენული მაჩვენებლის მქონე ადგილები ხელებსა და ფეხებზე – მნიშვნელოვანია ”გახურებისათვის”

სხეულზე შეხება

მოვეფეროთ ”ღიპუცას”

მართალია მუცლის არე არაა მნიშვნელოვანი ეროგენული ზონა, მაგრამ ამ ადგილას მოფერება თავიდან ბოქვენის მიმართულებით (ჭიპის გავლით) აუცილებლად გაამძაფრებს შეგრძნებებს, ასე რომ ცდად ღირს.

ვაგრძელებთ ქვემოთ მოძრაობას

ზურგის მთელ გაყოლებაზე ხერხემლის სახით ყველაზე დიდი განძი ინახება მამაკაცის სხეულში. აქტიური მოფერება დაიწყეთ ბეჭებიდან და იმოძრავეთ დუნდულებისკენ.

ამ ადგილს (დუნდულებს) ძალიან ფრთხილადაც ნუ მოეპყრობით – სავსებით ნორმალურია კბენა, წაჩქმეტვა და სხვა ცოტა უხეში მოფერებები. მიხვდით ალბათ რომ მამაკაცის აღგზნება ისეც შეიძლება, რომ მის პენისს სრულებით არ შევეხოთ, მათაც ისევე როგორც ქალებს სიამოვნებით უცხო სხეულის სხეულზე შეხება, ამიტომ მიეკარით მათ ზურგს მკერდითა და მუცლით თან განაგრძეთ სხვადასხვა ზონების სტიმულაცია.

და ბოლოს ყველაზე მგრძნობიარე ნაწილი

რაღა თქმა უნდა სათესლე პარკები და პენისი ყველაზე ძლიერი შეგრძნებების გამომწვები ეროგენული ზონებია. მსუბუქი, მაგრამ დაჟინებული სტიმულაცია ამ არეში სწრაფ ერექციას იწვევს.

პენისზე ენითა და ტუჩებით მოფერება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ხელის გულებითა და თითების ბალიშებით. იმის იხედვით თუ როგორ რეაგირებს პარტნიორი კონკრეტულ აქტივობაზე – შეგიძლიათ შეიმუშავოთ კომბინაცია, ცვალოთ სტილი და მიანიჭოთ პარტნიორს დაუვიწყარი სიამოვნება, თუმცა ნუ დაივიწყებთ რომ ამ ადგილზე ძალიან ფრთხილი მოქმედებაა საჭირო რათა კაცს ტკვილი არ მიაყენოთ.

პრელუდია

ბოლოს კი ჩამოვთვალოთ მოფერების ხერხები რომლებიც ყველაზე წარმატებულად მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევებში:

არ დაგავიწყდეთ რომ მამაკაცის ეროგენული ზონები უფრო ინტენსიურ მოფერებას და სტიმულაციას საჭიროებენ, ქალებთან შედარებით.

კოცნა – პარტნიორის სხეულზე შეხება ოდნავ სველი ტუჩებით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ეხება ყველა ზონას.

ალოკვა – ენის ხაოიანი და სველი ზედაპირი პირდაპირ ატომური აფეთქებასავით მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე და ტვინს უმალვე გადაეცემა

შეხება – საკუთარი სხეულით შეეხეთ პარტნიორის სხეულზე ნებისმიერ ნაწილს, სხეულის სიმხურვალის შეგრძნება განსხვავებულ ემოციებს ბადებს.

კბენა – კბილების გამოყენება ყველა ეროგენულ ზონაზე არ შეიძლება, თუმცა ძალიან კარგად მოქმედებს ზურგის, დუნდულებისა და თავის არეში

შებერვა – სულის შებერვა სხვადასხვა ადგილზე ღიტინის მაგვარ ძალიან სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, თუნდაც ყელის არეში პარტნიორის სუნთქვის შეგრძნება გაიხსენეთ.

ეს იყო თეორიული ნაწილი, დროა  პრაქტიკულზე გადახვიდეთ და ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოებას.

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
12 კომენტარი to this post
  1. საინტერესოა :D მაგრამ ერთი ნაწილი ცოტა შესაცვლელია, "ძალიან ფრთხილად მოპყრობა" არარის საჭირო პენისზე :) რადგან ტკივილს სულაც არ იწვევს :) შეიძლება უხეშადაც მოეპყროთ და უკბინოთ კიდეც, ეს საინტერესოა და უფრო ენერგიული ხდება განწყობა :) შეგიძლიათ უხეშადაც დაატრიალოთ პენისი ვერაფერს ვერ უზავთ :D ნუ მთლად იდაყვი არ ჩაარტყათ :D
    (კვერცხებზე სიფრთხილეა საჭირო :D ).

    წავშლაე შემოგევლოს ჩემი თავი :D არ მჭირდება რეკლამა უბრალოდ თქვენთვის დავდე ლინკი თორე ჩემთვის სულერთია შეხვალთ თუ არა :D

  2. მამაკაცების სხეულის ყველა ზონა ეროგენულია :))) მგონი ჯობია ქალზე თუ დაწერ, იქნებ რომელიმემ შემოიხედოს და წაიკითხოს.

  3. ai dzudzus tavebze sxvadasxvanairi reaqciebi davafiqsire, zogs mcons dzalian zogs piriqt an agizianebs an sulertia. penisze moferebisas criuli modzraobebic sakmaod efeqturia. :P

  4. “ეს იყო თეორიული ნაწილი, დროა პრაქტიკულზე გადახვიდეთ” – ყველაზე საჭირო რჩევა მგონი ეს იყო, მარუს :D :D :D

  5. rame darcha sxeulze rac ar aris erogenuli?:DD kvela adgili reagirebs moperebaze magram erogenuli zonebi kvelas sxvadasxva akvs da eg indivdulauria:))da muclis area kvelaze erogneuli da ak kide ceria arao:)))

შენ რას იტყვი?