FOG-024789 - © - FogStock Collection

ბიჭები პლანეტა მარსიდან არიან, გოგონები ვენერიდან, იქნებ ამიტომაც არ ესმით ერთმანეთის? გაინტერესებს, რას ნიშნავს მისი ესა თუ ის ჟესტი ან მანერა? სხეულის ენის ცოდნა შენი რჩეულის, თაყვანისმცემლის, ნაცნობის ან უბრალოდ, მამრობითი სქესის თანამოსაუბრის ცოტა უკეთ შეცნობაში დაგეხმარება.

ცდილობს სახეზე ჩამოშლილი თმა გადაგიწიოს

adorable,boy,boy,and,girl,colour,couple,cute-9fae0d1873aa0690ffeeb4423e3c7d60_h

როცა  გეხება, ის თითქოს ამბობს- „მე შენ მიზიდავ“. მაგრამ ყურადღებით იყავი! თუ თმის გასწორებას უკმაყოფილო სახეც ახლავს, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ ამ ადამიანს უნდა,  მის გარშემო ყველაფერი იდეალური და მისი მოსაწონი იყოს.

შენს რეაქციასაც  მნიშვნელობა აქვს. საპასუხო ღიმილი სიმპათიის გაზიარებაზე მიანიშნებს.

საუბრისას ტუჩებს ილოკავს

ალბათ გინახავს მულტფილმები, სადაც კატა  თაგვის დანახვისას ტუჩებს ილოკავს?! კატის და მამაკაცის ქცევის „თარგმანი“ თითქმის იდენტურია, ოღონდ თუ კატა თაგვის შეხრამუნებას აპირებს, მამაკაცს, უბრალოდ, შენ სურხარ. ხოლო როცა რაღაც გსურს და სასურველს ვერ იღებ,  ღიზიანდები, ნერვიულობ, ნერწყვის გამოყოფა მცირდება, პირი გიშრება და  ტუჩების ლოკვას იწყებ.

ის გკოცნის… შუბლზე

ეს ჟესტი სათუთ დამოკიდებულებას გამოხატავს, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ფსიქოლოგები.  ღრმა პატივისცემის და სიახლოვის ნიშანიცაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კოცნა სპონტანურად, სასხვათაშორისოდ ხდება.

სათუთი დამოკიდებულება, პატივისცემა, სიახლოვე… ეს ყველაფერი ლამაზად ჟღერს. მაგრამ სად არის ვნება და ცეცხლი?  პასუხი მარტივია: არსად.

შუბლზე კოცნა მშობლური დამოკიდებულების ჟესტია, ეს მიანიშნებს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, მაგრამ დამოკიდებულება მეგობრულ ურთიერთობას არ ცდება.

იშვიათ შემთხვევებში (ალბათ ეს ბოლოს მეცხრამეტე საუკუნეში მოხდა), ეს იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ მას უნდა შენი კოცნა, მაგრამ ტუჩებამდე ვერ შემოგბედა.

საუბრისას ნიკაპს და ლოყებს ისრესს

ძალიან უნდა, რომ ყურადღებით მოგისმინოს და კონცენტრირებას ცდილობს. ანდა შეიძლება რაღაცის გაკეთებას ან თქმას აპირებს და გონებაში წინასწარ განიხილავს მოსალოდნელ შედეგებს.

საუბრისას აქტიურად ჟესტიკულირებს

Talking_with_hands_by_She_Rocks

არ გიყვარს მდორე ურთიერთობები? დამშვიდდი, ამ მამაკაცთან ეს ნამდვილად არ გემუქრება. ადამიანი, რომელიც ლაპარაკისას აქტიურად იყენებს ხელებს, ექსპრესიული, ფიცხი და ვნებიანია. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, კარგი კომუნიკაბელურობითაც გამოირჩევიან.

თუ მას ჩვეულებრივ ჟესტიკულირება არ ახასიათებს, შესაძლებელია მას ლაპარაკის მომენტში რამე აწუხებს და ასე ცდილობს მობილიზებას და სათქმელის ჩამოყალიბებას. აქტიური ჟესტიკულაციისას უფრო ადვილია ემოციებთან და განცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის და სათქმელის გახსენება და ჩამოყალიბება.