Home ურთიერთობები

2010 წლიდან, პროექტმა „Humans of New York“ უამრავი საინტერესო ისტორიის ამსახველი ფოტო რეპორტაჟი შემოგვთავაზა. ბრენდონ სტანტონის ფოტოები ეხება უამრავ თემას და ძალიან კარგად გადმოსცემს ნიუ იორკელების ცხოვრებას.

მაშასადამე, წარმოგიდგენთ პროექტის 26 ფოტოს თავისი ისტორიით, რომელიც სიყვარულის მნიშველობას უფრო კარგად და სიღრმისეულად გაგაგებინებს.

1. სიყვარული შეიძლება იყოს ძველი…

„ჩვენ 48 წლის წინ, ჰელოუინის წვეულებაზე შევხვდით ერთმანეთს.“
„გახსოვთ რა კოსტუმები გეცვათ?“
„სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ჩვენ ორს არ გვეცვა კოსტუმი.“

2. და ახალი

„ჩვენ ერთმანეთს ახლა შევხვდით.“

3. სიყვარული შეიძლება გასცდეს ფორმას…

„უამრავი ნაკლი გამაჩნია. დარწმუნებული ვარ ჩემთან ცხოვრება არც ისე ადვილია. არც საუკეთესო მოსაუბრე ვარ და დარწმუნებული ვარ, არც ისე კარგი სანახავია, როდესაც შენი მამაკაცი სასტუმროს იატაკზე დახოხავს, მაგრამ მას მე ვუყვარვარ.“

4. ტიპს…

„ჩვენ სკოლაში საუკეთესო მეგობრები ვიყავით“
„ორივემ იცოდით რომ მეორე გეია?“
„მე ვიცოდი რომ ის იყო, მან კი არ იცოდა რომ მეც ვიყავი.“
„მერე როგორ გაიგო?“
„სასიყვარულო წერილი მივწერე.“

5. ჟანრს…

„გარედან მეტალი აგრესიული და სექტანტურია. ესეც იმიტომ რომ ყველა ჩვენს აგრესიას მუსიკაში ვანთხევთ და არა სხვაგან. სხვათაშორის მეტალისტები ძალიან მოსიყვარულე ხალხია. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ ან რამდენს გამოიმუშავებ, მეტალჰედი ყოველთვის მეტალჰედია.“

6. და ჯიშებს

„ცხოველებში ისეთ რამეს ვხედავ, რასაც ვერ ვამჩნევ ადამიანებში. მათ კონცენტრაცია და ენერგია აქვთ და მხოლოდ ცხოვრება სწყურიათ. ისინი არ ცდილობენ ვინმეზე შთაბეჭდილების მოხდენას და არც უმიზეზოდ ერჩიან ვინმეს. მისი ერთადერთი საფიქრალი საჭმლის მოპოვებაა, ადამიანები კი იმაზე მეტს ითხოვენ ვიდრე სჭირდებათ.“

7. ზოგჯერ ვარკვლავური სიყვარული გვჭირდება

„როდის იყავი ყველაზე მოწყენილი?“
„როდესაც Lady Gaga-მ თავისი „Born This Way” ტური გააუქმა.“

8. და ზოგჯერ ვარსკვლავებს სჭირდებათ ნორმალური სიყვარული

„რა გიყვარს მასში ყველაზე მეტად?“
„ციცინათელის დანახვაზე ისევ ეხვევა თავბრუ.“

9. უცბად შეყვარება დაჩქარებული სულაც არაა

„ერთმანეთი აგვისტოში გავიცანით, სექტემბერში ერთად ვიყავით, ოქტომბერში დავინიშნეთ და ნოემბერში ვიქორწინეთ. ეს 43 წლის წინ იყო.“

10. საკუთარი თავის სიყვარული ცუდი არაა

„რამდენიმე დღის წინ თანამშრომელმა ნომერი მთხოვა. როდესაც ჩემმა მეგობარმა ეს გაიგო, თქვა რომ ალბათ მას ინდოელები მოსწონს. მე კიდევ მივუგე რომ “იქნებ მე ვარ დ%##$%^^@ად მაგარი?””

11. სინამდვილეში, საკუთარი თავის სიყვარული შეიძლება შესანიშნავიც კი იყოს

„რომ შეგეძლოს დიდი ჯგუფისთვის ერთი პატრა რჩევის მიცემა, რა ურჩევდი?“
„იყავით საკუთარი თავი.“

12. ასევე შენი მეორე ნახევრის

„ერთი წელია რაც დავქორწინდით.“
„მომიყევით, ერთმანეთის რა გიყვართ ყველაზე მეტად.“
„მისი შესაძლებლობა ინტუიციით გამოიცნოს ჩემი ხასიათი.“
„მისაღებ ოთახში მისი ცეკვა, როდესაც რადიოში ახალი სიმღერა იწყება.“

13. არა უშავს თუ წუნია ხარ…

„ის ისეთი მამაკაცია, რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს. თუ რამე ფილმის ყურება მინდა და მას არა, მაინც მივდივართ და ვუყურებთ.“

14. და არც ისე წუნია

„განვიხილავ ისეთ ქალბატონებს, რომლებიც ჯერ არც ძალიან მდიდრები არიან, თუმცა შეძლებულები.“

15. არა უშავს თუ საიდუმლოს ინახავთ…

„ეს ორნი თინეიჯერებივით იქცეოდნენ. როდესაც მივედი, ქალი მეუღლის მხარს თავით ეფერებოდა. მთელი საუბრის განმავლობაში იცინოდა, ხოლო მამაკაცი კი „გაკრეჭილი“ მიყურებდა. როდესაც ურთიერთობაზე ჩამოვუგდებდი საუბარს, ქალი ქმრის მკლავს მოუჭერდა, შეხედავდა, ჩაიცინებდა და მეტყოდა: „არ გეტყვით!““

16. და ხარ სკეპტიკური

„რაც უფრო მეტჯერ მიყვარდება, მით უფრო არ მწამს სიყვარულის.“

17. ასევე ნორმალურია, როდესაც სხვას სიურპრიზს უკეთებ

„როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთი?“
„როდესაც ჩემ ცოლს ხელი ვთხოვე.“
„როგორ სთხოვე?“
„როდესაც ერთმანეთი პირველად გავიცანით, ჩვენ “clue”-ს ვთამაშობდით. როდესაც მზად ვიყავი ხელი მეთხოვა, იგივე წყვილთან ერთად, რომელმაც ერთმანეთი გაგვაცნო, თამაში შევქმენი. ხელის თხოვნის კითხვა იმ კონვერტში ჩავდე სადაც თამაშის წესის მიხედვით საბოლოო პასუხი უნდა ყოფილიყო. სასაცილო კი ისაა, რომ კონვერტის გახსნის შემდეგ მან წარმოთქვა: „მოიცა, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ თამაში ვერ მოვიგე?““

18. იმიტომ, რომ ზოგჯერ მათ, ვინც სიურპრიზს გიკეთებს თავად უყვართ სიურპრიზები

„გოგონა შავებში მიხსნიდა თუ როგორ მოსწონს მისი შეყვარებულის მიერ ხელით დაწერილი ბარათები. როდესაც ამას მიყვებოდა, შევამჩნიე, რომ თეთრებში გამოწყობილ გოგნას თვალები სიხარულით ენთებოდა. უცბად მიუტრიალდა და ჰკითხა: „შეგიძლია ორი წამით ყურებზე ხელები დაიდო?“
მერე ჩემსკენ მოიწია და მითხრა: „ამ შაბათ-კვირას ჩვენი წლისთავია და მთელი სახლი წებოვანი ბარათებით მოვრთე.““

19. ყველამ უნდა იგრძნოს ლეკვის სიყვარული…


„მისმა პატრონმა მითხრა, რომ ძველი ამერიკული მითის მიხედვით, ძაღლები, რომლებსაც სხვადასხვა ფერის თვალი აქვთ, სამოთხეს და დედამიწას ხედავენ.“

20. და-ძმური სიყვარული

„რა მოგწონს ყველაზე მეტად შენს ძმაში?“
წითელ-სათვალიანი: „მეთამაშება ხოლმე.“
ლურჯ-სათვალიანი: „არ დაგავიწყდეს რომ კარგად ვმარცვლავ სიტყვებს.“
წითელ-სათვალიანი: „მართალია“
ლურჯ-სათვალიანი: „ხშირად ვეხმარები საშინაო დავალების მომზადებაში.“

21. ოდესმე, ყველა განვიცდით დანაკლისს

„ცხოვრებაში ორჯერ მეწვია სიყვარული. ერთი გარდაიცვალა, მეორემ კი სხვის გამო მიმატოვა“
„რომელი იყო ყველაზე მტკივნეული?“
„გულახდილად რომ გიპასუხო, მეორე.“

22. თუმცა გაიცინე და თავს უკეთ იგრძნობ

„მას ჩვევა აქვს, გააკეთოს რაღაც აბსოლიტურად სასაცილო, მოირგოს ბრიტანული აქცენტი და მკითხოს: „ეს აღგაგზნებს?“

23. ან მიადე შუბლი – ხშირ შემთხვევაში ესეც მუშაობს

„გადაღებულია ლინკოლნის ცენტრთან“

24. მოკლედ, სიყვარული შეიძლება არაჩვეულებრივი თავგადასავალი იყოს

„შარშან მომიტაცა და მას შემდეგ მთელი მსოფლიო მომატარა.“

25. და ბევრი სირთულით და მოულოდნელობით სავსე

„რა არის ყველაზე რთული როდესაც მამა ხარ?“
„ალბათ იმის გააზრება რომ, მასთან გატარებული დრო ამოიწურება.“

26. ხოლო როდესაც შეგიყვარდება, დაიმახსოვრე, რომ ბევრი ფოტო უნდა გადაიღო

„ძვირფასო ბრენდონ,

ჩემმა შეყვარებულმა შენი წიგნი მაჩუქა ჩვენი ერთად ყოფნის 6 წლისთავზე. საოცრად განცვიფრებული მისი ასეთი უჩვეულო ჟესტით, წიგნის ფურცვლა დავიწყე და ჩვენს ფოტოსაც წავაწყდი, 42-ე ქუჩაზე ზუსტად ერთი წლის წინ რომ ვიდექით. ყველანაირმა ემოციამ ერთდოულად ამიტანა. უცბად, იმ მომენტზე დავიწყე ფიქრი, რაც ამ ღამემდე 6 თვით ადრე მოხდა და რამაც კინაღამ ერთმანეთს დაგვაშორა. ამ ღამეს, ჩვენს მეხუთე წლისთავზე, ერთმანეთს შევფიცეთ, რომ არასდროს დავნებდებოდით და ეს იყო ის ღამე, საიდანაც ჩვენი უმაგრესი წელი დაიწყო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ მომენტს ისევ მივაშტერდებოდი; იმ წამიერ მომენტს, რომელიც გაიქცა და ჩვენი დროის ქაოსში გადაიკარგა მთელი მსოფლიო ნახავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სავსებით უცხოები ვართ, შენ ყველაზე მაგარი საჩუქარი გაგვიკეთე, რისთვისაც უღრმეს მადლობას გიხდით.

დიდი სიყვარულით,
ერიკა“

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?