მგონი, დღევანდელ რეალობაში ყველასთან ასეთია სიტუაცია – თავისი სქესის მეგობრები ყველას უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე საპირისპირო, ჰოდა რაღა გასაკვირია საკუთარი სქესის ადამიანებს უფრო მეტს რომ ვუზიარებდეთ, ვიდრე საპირისპიროს, თუმცა ეს სისტემა ყოველთვის ასე კარგად და აწყობილად არ მუშაობს.

ამ შესავლის მერე მინდა მოგიყვეთ ორი ამბავი: ერთი, როდესაც მეგობრები სრულად გახსნილები იყვნენ ერთმანეთთან და ყველაფერი კარგად დასრულდა და მეორე, როდესაც მეგობრები არ იყვნენ გახსნილები ერთმანეთთან და ყველაფერი ცუდად დამთავრდა.

ამბავი პირველი

ორი დაქალი ერთ წრეში რომ ტრიალებს ეგ კარგია, მაგრამ ცუდია, როცა საინტერესო კაცები ამ წრეში ცოტაა.

ერთხელაც ამ დაქალებიდან ერთს (პირობითად ელას) უზომოდ მოეწონა ბიჭი და გადაწყვიტა „დაჩალიჩებოდა“.

ელა იმ ბიჭის “ტიპი” არ აღმოჩნდა და არაფერი გამოვიდა, ამ დროს გამოჩნდა მეორე დაქალი (პირობითად ლაკი) და ბიჭს ეს გოგო მოეწონა.

ლაკისაც მოეწონა ბიჭი, უფრო სწორად, მისი ქცევები და თანგადაყოლები, ამიტომაც სწრაფად შეება, მაგრამ მანამდე ელას უთხრა ყველაფერი.

ელამ სწრაფად „გადახარშა“ სიტუაცია და, რა თქმა უნდა, ლაკის „დაბრო“ მისცა. იმ ბიჭს მაინც ვერაფერში „მოიხმარდა“ თვითონ და ტყუილად უნდა „გაემაზათ“.

ასე და ამგვარად, ბიჭიც ტყუილად არ მოცდა და ლაკიც მშვენივრად გაერთო რამდენიმე თვე.

cute-friendship-wallpaper

☻ ეს ისტორია იმაზეა, რომ ზედმეტი მესაკურეობა და უაზრო ახირებები არ არის გამართლებული. მეგობარს კი, რაც კარგია, უნდა უწილადო, მით უმეტეს, თუ თავად ვერაფერში იყენებ.

მეორე ამბავი

ორი დაქალი (ისევ იყოს ელა და ლაკი), რომლებიც სხვადასხვა დროს ერთსა და იმავე ტიპს შეხვდნენ და ორივეს მოეწონა.

იმის გამო, რომ ძალიან დიდხანს ერთმანეთს ან არაფერს უყვებოდნენ, ან არასრულად და არ გათქვეს ბიჭის ვინაობა, დიდი გაუგებრობა შეექმნათ.

ერთხელაც, სადღაც „პონტში“ ეს ბიჭიც გამოჩნდა, ელამაც და ლაკიმაც ერთხმად დაუძახეს და ამბავიც იქ გასკდა.

დაქალებმა მაშინვე „ასწიეს“ წიოკი, დაიწყეს შედარება ვინ როდის, როგორ შეხვდა და რამდენჯერ მიესალმა.

მოკლედ ბიჭი „დაიშოკა“ და რა თქმა უნდა ორივეს დაემშვიდობა სამუდამოდ, ლაკი და ელა კი დღესაც მოსისხლე მტრები არიან.

GirlFight-1024x819 (1)

☻ ეს ისტორია იმაზეა, რომ თუ მეგობარია და გინდა გაუზიარო, გაუზიარე ბოლომდე. ასევე ჩაეკითხე ბოლომდე, რა იცი რა ხდება, თანაც პატარა ქალაქში ცხოვრება ძალიან რთულია. ამასთანავე, იმის დავიწყებაც არ ღირს, რომ “ხორცის ნაჭრები” მოდიან და მიდიან, მეგობრების პოვნას კი მაგარი „ჩალიჩი“ უნდა.