ცნობილმა ბრიტანელმა სექსოლოგმა და ფსიქოლოგმა, მარტი კლეინმა გამოთქვა მოსაზრება, რომ  ნებისმიერ ასაკში ადამიანის სექსუალური ცხოვრება თანდათან უინტერესო ხდება.

tumblr_kua20aUqPI1qzyrwvo1_500

გამოკითხვის მიხედვით 30 წლის ზევით, ადამიანებში სექსუალური პრობლემები უფრო ხშირდება და ეს ასაკის ბრალი კი არა, არამედ გარკვეული პრინციპების ბრალი აღმოჩნდა. კლეინი ყველას ურჩევს, რომ ასაკის მიუხედავად, თუ ვნების შენარჩუნება გვინდა, მოვიხსნათ სხეულის არა იდეალურობით გამოწვეული კომპლექსები. სექსუალურობა ხომ ადამიანის შიგნიდან მოდის. მეორე რჩევაა, რომ არ დავგეგმოთ დრო სექსუალური ურთიერთობისთვის, ისევე როგორც სხვა რაღაცეებს ვგეგმავთ ცხოვრებაში. და ბოლოს,ყოველთვის გამოვიჩინოთ ყურადღება ჩვენი პარტნიორის მიმართ. ანუ ყოველთვის ვეცადოთ გვქონდეს ისეთი ურთიერთობა პარტნიორთან, როგორც ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ახალგაზრდული სიყვარული დროს!

ბევრისთვის ასეთი სახით ურთიერთობის შენარჩუნება ზღაპარია, მაგრამ თუ დავუკვირდებით და უბრალოდ ვცდით ვიყოთ ყოველთვის სასურველები, არა მგონია, რომ ცუდი შედეგი მივიღოთ.

boy girl kiss

ამ სახის პრობლემები უფრო ხშირად სამწუხაროდ ქალების მხრიდან მოდის. ამის მიზეზად თვლიან იმას, რომ ქალი უფრო ხშირად არის სტრესულ მდგომარეობაში, რომელშიც ხვდებიან ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს ოჯახი, სამსახური, თუ მეგობრები. დღეს ქალი არ შემოიფარგლება მხოლოდ სახლით და სასიყვარულო ურთიერთობებით, არამედ მამაკაცივით აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა თუ მამაკაცს შეუძლია მომენტალურად დაივიწყოს სამსახური და გადაერთოს ინტიმზე, ქალისთვის ეს უფრო პრობლემური სიტუაციაა. სწორედ ხშირად ესეც არის იმის მიზეზი, რომ ქალები ვერ გრძნობენ სექსის მოთხოვნილებას.

სექსუალური ცხოვრება ხდება არა სურვილების დაკმაყოფილებისთვის, არამედ უბრალოდ ცხოვრების გაგრძელებისთვის, რაც ინტიმს უინტერესოს და იძულებითს ხდის.

რაც უფრო გადის წლები, მით უფრო საინტერესო უნდა ხდებოდეს ინტიმური ურთიერთობა და ეს არ უნდა გადადიოდეს იძულებით თამაშში, რომელსაც ხშირად ვერც ვაანალიზებთ და ამას  კიდევ უფრო მეტი პრობლემა მოაქვს.