Home ურთიერთობები

ახალი ჯინსი გაცვია, სარკის წინ ორი საათი იტრიალე, რომ მომატებული 300 გრამის დასამალი მაისური შეგერჩია, თმა ერთი სანტიმეტრით დაიმოკლე (ასე უფრო კარგად ჩანს შენი მწვანე თვალები), ახალი ფეხსაცმელი გაცვია… ის კი ისე იქცევა, თითქოს არავითარი ცვლილება არაა. სანამ გაბრაზდებოდე და უყურადღებობაში დაადანაშაულებდე, გადახედე, რა შეიძლება ვერ შეამჩნიოს ათიდან რვა მამრმა:

ახალი ხელჩანთა

Womans-Handbag

ხელჩანთა ხელჩანთაა. ფერის/ფაქტურის/სტილის ოდნავი ცვლილება არსებითად არ ცვლის ამას. თუ ხელჩანთიდან ზურგჩანთაზე გადახვალ, ცვლილება შეიძლება აღიქვას. შეიძლება…. იმედი არის, თუმცა გარანტია – არა.

ახალი, ლამაზი ფორმის სურნელოვანი სანთლები

candles

…და სხვა მინიატურული, სასიამოვნო სუვენირები. მამაკაცების უმრავლესობის ტვინი საამისოდ უბრალოდ არაა მოწყობილი. მისთვის სულერთია, ეს მოტკბო სურნელი “ვანილია”, “ეგზოტიკური ვანილი” თუ “ჟასმინი”. ნუ მოსთხოვ, ავტომატურად შეამჩნიოს ყველა წვრილმანი, რომელიც შენს ოთახში შეიცვლება.

მაკიაჟის არარსებობა

make-up

რასაკვირველია, არსებობენ ბიჭები, რომლებიც იმასაც კი ამჩნევენ, რომ ახალი ბრენდის ტუში გისვია, მაგრამ ბიჭების დიდი უმრავლესობა ამას უბრალოდ ვერ ამჩნევს და სახეს მთლიანობაში აღიქვამს. რასაკვირველია, აქ ლაპარაკია ყოველდღიურ, ნატურალურთან მიახლოებულ მაკიაჟზე, ტონალურ კრემზე/ტუშზე/თვალის ფანქარზე და არა საღამოს მძიმე მაკიაჟზე.

და რუჟი

ეგ რაღაა?

ახალი ფეხსაცმელი

new shoes

რიგით ოცდამეშვიდე ქუსლიანი ფეხსაცმელი! ა, ფეხსაცმელი? ხო, ლამაზია, გიხდება. წინაც გიხდებოდა, იმის წინაც, ხვალ რომ იყიდი, ისიც მოგიხდება იმიტომ, რომ ფეხსაცმელი გიხდება.

ცელულიტი

როგორც წესი, ჩვენ ბევრად უფრო კრიტიკულები ვართ საკუთარი სხეულის მიმართ, ვიდრე მამრები. დეტალები არავის აინტერესებს, თუ ეს დეტალი შორსწასული ცელულიტი არაა, რომელიც თხელ შარვალშიც ჩანს.

და მომატებული/დაკლებული ორი კილო

kilos

სერიოზულად? 300 გრამი მოიმატე? სასწრაფოდ დიეტა! სინამდვილეში, შენი 300 გრამი და ორი კილოგრამი მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როცა ამაზე წუწუნს იწყებ, ჯდები დიეტაზე, იფუჭებ ხასიათს და აი ამას უკვე ნამდვილად ამჩნევენ.

შოკოლადისფერი ან/და წაბლისფერი თმა

hair

ცეცხლოვანი წითელიდან სპილენძისფერ ჟღალზე რომ გადავედი და ვიკითხე, რომელი უფრო მოსწონდა, პასუხად დაბნეული გამომეტყველება მივიღე.

რასაკვირველია, არსებობენ მამრები, რომლებიც უმნიშვნელო ცვლილებებსაც ამჩნევენ, ფეხსაცმლის ბრენდებში ჩემზე უკეთ ერკვევიან და ახალ დამატენიანებელ კრემსაც შემომთავაზებენ. თუმცა, მასიურად, ან თუ გინდა სტერეოტოპულად, მამრებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი “მნიშვნელოვანი დეტალები” ის წვრილმანებია, რომელზეც არ ღირს ყურადღების გამახვილება.

და რას ვერ ამჩნევს შენი მამაკაცი?

11 კომენტარი to this post
  1. ჩემიც ყველაფერს ამჩნევს :D თან თვითონ, ისე, რომ ამას მე არ ვაძალებ : ))) ალბათ იმიტომ, ესთეტიკის დაახლოებით მსგავსი აღქმის უნარი გვაქვს. თუმცა აი შოპინგზე როცა მივდივართ, არის რაღაცები, რაზეც კატეგორიულად მთხოვს (და არ მაძალებს, უბრალოდ ძალიან მთხოვს :D ) , რომ გარკვეული სახის ფეხსაცმელ–ტანსაცმელი არ ვიყიდო. მაგრამ საბოლოოდ, მაინც ყველაფერი მოსწონს, ვიდრე მე მას თავს კომფორტულად ვაგრძნობინებ, ჩემგანაც ყველაფრით კმაყოფილია : ))))

  2. ჰო, მეც ეგეთ დაკვირვებულ ბიჭებს ვიცნობ სულ, 100-დან 85-ს ძალიანნდაკვირვებული თვალი აქვს და თუ არ იმჩნევენ ზოგ რამეს (მაგ.:ცელულიტი), სულაც არ ნიშნავს რომ ვერ ამჩნევენ :)

  3. ყველაფერს ამჩნევს – არაფერს იმჩნევს )))) ყველაფერში უცნაური ამაშიც უცნაურია.. თუ დაჟინებით მიყურებს (მეტი არაფერი, უბრალოდ მიყურებს, არ იღიმის არც სახის მიმიკას ცვლის, უბრალოდ დაჟინებული მზერა აქვს), ანუ ამ შემთხვევაში მისთვის მოსაწონად გამოვიყურები :) და მაინც ძალიან მომწონს მისი ეს და სხვა დანარჩენი უცნაურობები

  4. თუ არ ვკითხე(ფეხსაცმელი,მაკიაჟი,ვარცხნილობა,კაბა) თუ მიხდება, არ ამბობს თავად,რომ ვუსაყვედურებ მერე კი ამბობს :D :( ნუ მაგრამ ძალიან დაკვირვებული მამაკაცებიც არ მომწონს :/ აი ყველაფერზე რომ გესაუბრებიან,ვა ახალი სამაჯური გიკეთია? ეს ახალი ფერის პომადა ლამაზია და ა.შ

  5. yvelapers amchynevs saetrtod. gamomkitxavs sad shevizine rodis. mixdeba tu ara gaxsnilad meubneba. roca vsuqdebi magasac amchnevs da roca vsustdebi kidevac. ravici mta shevigebe veravin ver sheamchnia didi gansxvaveba ar yopila samagierod tviton sheamchnia da shenishvnac mivige,

შენ რას იტყვი?