სიყვარული ნამდვილი დღესასწაულია, მაგრამ სიყვარულის აღნიშვნა ძვირადღირებულ რესტორნებში არ არის მისი გამოხატვის ერთადერთი გზა. ეს მართალია სასიამოვნოა, მაგრამ დამეთანხმები ძვირი ფუფუნებაა.

მინდა რამდენიმე იდეა გაგიზიარო, რომელიც მოგანიჭებთ სიამოვნებას შენ და შენს შეყვარებულს, მეგობარს თუ მეორე ნახევარს, აქ უკვე არჩევანი შენზეა.

რომანტიკული ”გაპარვა”

არ დარჩეთ ღამე სახლში. წადით სახლიდან შორს – სასტუმროში ან ქალაქ გარეთ, წყნარ აგარაკზე, სადაც შეგიძლია ცეცხლის პირას გაატარო საღამო. აუცილებლად გააყოლე არომატული სანთლები, ზეთი მასაჟისათვის და რამე საინტერესო ღამის თეთრეული. სასტუმროში აუცილებლად შეუკვეთე ოთახის მომსახურება და გაატარეთ მთელი საღამო ჯაკუზიში, ცეკვაში, ლაპარაკში, ითამაშეთ თამაშები და უბრალოდ იყავით ერთად.

valentins day

რომატიული  საღამო

ეს  ჩვეულებრივი თემატური საღამოა, იმ განსხვავებით რომ მხოლოდ თქვენ ორისთვის იქნება განსაზღვრული. შეეცადე სახლი გადააქციო განსხვავებულ ადგილად, მაგალითად როგორიც არის პარიზი. პარიზის იდეა რომანტიული საღამოსათვის ძალიან მომხიბვლელია, ის ხომ სიყვარულის ქალაქია.

ჩართე ფრანგული მუსიკა, იყიდე კრუასანები, ფრანგული ბაგეტი, ფრანგული საჭმელი, შეგიძლია სახლი გააფორმო პატარა ეიფელის კოშკის სუვენირებით. შეიძლება იფიქრო რომ ფრანგული საღამოს იდეა ბანალურია და უკვე ათასჯერ გადაღეჭილი, მაგრამ ძალიან რომატიულია და სცადე ამ ერთხელ. თვითონ დარწმუნდები მის მომაჯადოვებელ ძალაში. კარგი იქნება თუ საღამოს რომელიმე ძველ, ფრანგულ მელოდრამას უყურებთ და ტანსაცმელიც შეგიძლია სექსუალური მოსამსახურის გარდერობიდან აარჩიო. ეს მხოლოდ ერთი ვარიანტია იმ უამრავიდან რომელიც შენი შეუზღუდავი ფანტაზიის წყალობით შეგიძლია გააცოხლო.

french maid

საიდუმლო ხელოვნება

იყიდე ღამე მანათობელი სტიკერები და სცადე დაეუფლო რომატიულ ხელოვნებას.  გააკეთე წარწერები კედლებზე  და ჭერზე, შეიძლება ისრებიც საძინებლის ან სააბაზანოს მიმართულებით. ისინი უხილავი უნდა იყოს დღის განმავლობაში, როცა სახლში თქვენ ორის გარდა სხვა ხალხიც ტრიალებს, მაგრამ შენი საიდუმლო აუცილებლად გაანათებს ღამე! პოპულარული იდეა არის ვარსკვლავები, რომლებიც შეგიძლია შენი საწოლის თავზე გააკრა და მთელი ღამე დატკბე გალაქტიკის ყურებით, ასევე დიდი მანათობელი გული წარწერით ”მე შენ მიყვარხარ” საწოლის წინ ნამდვილად მიიპყრობს მის ყურადღებას.

გააკეთეთ რაიმე ერთად

დიახ, აუცილებლად სცადე მასთან ერთად რამის გაკეთება, თუნდაც სამზარეულოში. ისეთი მარტივი რამის როგორიც შოკოლადში ამოვლებული მარწყვია. ამისთვის დაგჭირდება შოკოლადი შენი გემოვნებით და მარწყვი. გაადნე შოკოლადი, ამისთვის აადუღე ქვაბში წყალი და როცა ორთქლი წარმოიქმნება დადგი მასზე მეორე პატარა ქვაბი შიგ შოკოლადის ნატეხებით, ორთქლი არ მისცემს შოკოლადს დაწვის საშუალებას. როცა შოკოლადი გადნება შეგიძლია წაიღო თბილი ქვაბი და თეფშით ხილი ტელევიზორის წინ. აჭამეთ ერთმანეთს ეს ნუგბარი პირდაპირ ქვაბიდან :)

სადილი სახლში

სადილის მომზადება მისთვის ვინც გიყვარს, აუჩქარებლად და მშვიდად, შეიძლება თვითონ იქცეს დღესასწაულად. ვიცი რომ დაკავებული ხარ და სამსახურშიც არ გაქვს მოსვენება, მაგრამ არ არის საჭირო თავის გადატვირთვა, მოამზადე რამე მსუბუქი.  სანთლები, ნაზი მუსიკა და გააკეთე რაიმე მხიარული, მაგალითად გულის ფორმის პიცა ( მასალები შეგიძლია წინასწარ მოამზადო), ხოლო ის დრო რაც პიცის გამოცხობას დასჭირდება გაატარეთ ერთი ჭიქა ღვინის წრუპვით და ერთმანეთთან ლაპარაკში. სადილის შემდეგ ისიამოვნეთ ცეკვით, შეარჩიეთ რამე ნელი და მგრძნობიარე მუსიკა, მიირთვით დესერტი საწოლში.

wine and present