ალბათ, ქუჩაში ხშირად დაგინახავს ბიჭი, რომელიც მოგწონებია, თუმცა უმოქმედოდ ჩაგივლია. ნუთუ არასდროს გქონია სურვილი ყოფილიყავი უფრო თამამი და გაგეცნო ქუჩაში ადამიანი?! ალბათ მიპასუხებ, არ იქნებოდა ლამაზი საქციელი, სხვანაირად შემომხედავსო, მაგრამ საიდან იცი, გიცდია? თუ სოციალურ სამყაროში შეგვიძლია დავიწყოთ ურთიერთობა და დავუმეგობრდეთ უცხო ადამიანებს, რატომ არ შეიძლება პირადად გაიცნო „ისინი“. ვიცი, სოციალური სამყარო მეტ საშუალებას გაძლევს და ეს გათამამებს, მაგრამ მოდი, თავად მართე ეს სამყარო ისე, როგორც გესიამოვნება.

მე ვეცდები გაგიმარტივო საქმე მაგალითების დახმარებით.

რჩევა #1

უბრალოდ შეხედე თვალებში და გაუღიმე ისე, რომ ყურადღება მიიქციო. (ზურა, 25)

8

რჩევა #2

გამოიყენე ფანტაზია, შესთავაზე თამაში, რომელიც გაცნობის საშუალებას მოგცემს. მაგალითად, გაიხსენე ბავშვობა და ეთამაშე „წეროები“ კითხვა–პასუხის სახით. იყავი ორიგინალური და თან მხიარული. (გეგა, 19)

12

რჩევა #3

თუ ფანტაზია ვერ ჩართე, მაგრამ სითამამით გამოირჩევი, შეგიძლია პირდაპირ საქმეზე გადახვიდე. (გიორგი, 25)

5

რჩევა #4

ფეხით მოსიარულე არ ხარ? შენთვისაც გამოიძებნება მაგალითი. შეგიძლია გაითვალისწინო გიორგის (26) შემოთავაზება, მაგრამ გირჩევ სიფრთხილე გამოიჩინო.

6

რჩევა #5

ისეთ ადგილზე იმყოფები, სადაც არც შუქნიშანია და არც მიწისქვეშა გადასასვლელი? ჰმ… მაშინ შეგიძლია ამ ხერხს მიმართო. (თორნიკე, 19)

3

რჩევა #6

ვერაფერი მოიფიქრე? შეგიძლია ჩუმად გვერდი დაუმშვენო, ის მოიფიქრებს დანარჩენს შენს მაგივრად. (ლაშა, 19)

1

რჩევა #7

შეგიძლია, პირდაპირ გაცნობითი კითხვებით დაიწყო. (გიორგი, 24)

7

რჩევა #8

თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ ქალებს გვსიამოვნებს კომპლიმენტი, ცდები. (გიორგი, 20)

2

P.S. წარმატებები ექსპერიმენტებში! ;)