სანამ გადადგამ არასწორ ნაბიჯებს, მინდა გიამბო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტები ბიჭებზე.  მნიშვნელობა არა აქვს, როგორები არიან ისინი: მაჩოები, ძლიერები, გაბედულები, უშიშარები თუ მამაკაცურები. ისინი უმალვე ნებდებიან  უდანაშაულო ღიმილს (დიახ, ჩვეულებრივ ღიმილს).

შეიძლება ისინი თავშეკავებულობით არ გამოირჩევიან როცა საქმე სექსს შეეხება, მაგრამ ამავე დროს ნაზები და მოკრძალებულები არიან. ზოგჯერ შეიძლება განაწყენებულები დარჩნენ სრულიად ელემენტარული და უმნიშვნელო რამის გამო. შეიძლება იწვნენ საწოლში საათობით,  ყოველ კვირა დღეს.  როცა ჩუქნი საჩუქარს, შეიძლება ბავშვებად გადაიქცენენ.

როდესაც ურთიერთობაში ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნო თქვენს შორის ჯანსაღი გარემო.  უნდა გააცნობიერო, რომ ბიჭიც შეიძლება იყოს მგრძნობიარე. ის შეიძლება ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ მასაც სჭირდება ემოციური უსაფრთხოება, ვინაიდან ყველა ურთიერთობა დამოკიდებულია სწორედ ემოციურ უსაფრთხოებაზე. ემოციური უსაფრთხოების შექმნა კი ძალისხმევას მოითხოვს.

ჯანსაღი ურთიერთობის ერთ-ერთი გასაღები არის საყვარელი მამაკაცის დარწმუნება იმაში, რომ შენ იმსახურებ მის პატივისცემას, ნდობას და სიყვარულს. მოდი გაეცანი ქვემოთ მოყვანილ ზოგიერთ ურთიერთობის ტიპებს და რჩევებს. შენს საყვარელ მამაკაცზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენა არცთუ ისე ძნელია.

ენდე

ალბათ ყველა ურთიერთობაში, გადამწყვეტ როლს სწორედ ნდობა თამაშობს. თუ ის გეუბნება კომპლიმენტს, შენ უნდა მიიღო კომპლიმენტი და ეჭვი არ უნდა შეგეპაროს მის სიმართლეში და არ უნდა იფიქრო, რომ ის გღალატობს,ან სხვა ათასი სისულელე. ბიჭები ნამდვილ ურთიერთობაში საკმაოდ გულწრფელები და გახსნილები არიან, მთვარია ენდო მას და მისცე გახსნის საშუალება.

განაცვიფრე

გაუკეთე მოულოდნელი სიურპრიზი შენს გულისწორს. თუ ის არის ადამინი, ვინც ფიქრობს რომ ყველაზე უკეთ გიცნობს, მაშინ მოულოდნელი სასიამოვნო სიურპრიზი ამ წარმოდგენას სამუდამოდ შეცვლის.

შენ შეგიძლია გაუკეთო მას რომანტიკული სიურპრიზები. აჩუქო მას საჩუქარი, მოუმზადო რომანტიკული ვახშამი, დაგეგმო მოგზაურობა, წაიყვანო ის წვეულებაზე და ა.შ

გაიღიმე

ერთ-ერთი მარტივი რამ, რაც შეგიძლია გააკეთო შენი გულისწორითვის, არის ხშირად გაღიმება. თუ გსურს რომ საყვარელ ადამიანს ბედნიერება მიანიჭო, შენ თავად უნდა გრძნობდე ბედნიერად თავს და მასაც გააბედნიერებ!

მხიარული და მომღიმარი ქალი არის ის, ვინც შენ მამაკაცს გვერდით ყველაზე მეტად სჭირდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას ძალუძს სიხარულის მინიჭება საყვარელი ქალისთვის, ეს კი კაცის თავმოყვარეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

იმედია ამ რჩევების გათვალისწინებით, გადახედავ შენს ურთიერთობას და გააცნობიერებ  უშვებ თუ არა სადმე შეცდომებს. დაიმახსოვრე თუ მამაკაცს მართლა უყვარხარ, ის ნებისმიერი ხერხით შეეცდება ამის დამტკიცებას და თუ შენი გულისწორი ერთ-ერთი მათგანია, მაშინ გირჩევ ჩაეჭიდო მას და წვლილი შეიტანო “ნიჩბის მოსმაში”!