ურთიერთობის დასრულება იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგიდგენია, რამდენადაც ტკივილს აყენებ იმას, ვინც ოდესღაც გიყვარდა და არც დღეს არის შენთვის სულერთი. თუმცა თუ დარწმუნებული ხარ, რომ ამ კავშირიდან არაფერი გამოვა, ურთიერთობის დასრულება სწორი გადაწყვეტილებაა.

Brake up (1)

რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმისას, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდე სხვის გრძნობებს და დაშორება იყოს ჯანსაღი?

1. დაშორდი პირადად

გაითვალისწინე: თუ დაშორებისას გამოყენებულ ხერხებში შეცდომას დაუშვებ, ამ შეცდომას ისევ და ისევ შენ ინანებ. უნდა იყო მართალი საკუთარ თავთან, რომ შემდგომ სინდისმა არ შეგაწუხუხოს, ამიტომ თუ ერთმანეთისგან შორ მანძილზე არ იმყოფებით, შენი მოვალეობაა, რომ ადამიანს, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე შენი მეგზური იყო, იმდენი პატივი მაინც სცე, რომ მოკლეტექსტური შეტყობინებით, ან თუნდაც სატელეფონო ზარით არ შემოიფარგლო. ის ამას არ იმსახურებს.

გახსოვს ოქროს წესი? – „მოქეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ!“

2. იყავი გულახდილი

არ ახსენო ფრაზა: „შენ უკეთესს იმსახურებ!“ სისულელეა. გამოიყენე ფრაზები, სადაც აქცენტირებას საკუთარ თავზე გააკეთებ. გაუზიარე შენი გრძნობები, და ახსენი, რატომ შორდები. არ გადახვიდე გადაბრალებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საუბარი დავაში გადაგეზრდებათ, შენ კი ამაზე მაღლა დგახარ. საუბარი დაიწყე ამგვარად: „მე გადავწყვიტე, რომ ეს ურთიერთობა დასრულდეს.“ რაც უფრო რბილი იქნები, უფრო გაგიჭირდება. შენს პარტნიორს სურს, რომ მაქსიმალურად გულახდილი იყო და ამას იმსახურებს კიდეც. თუ გეშინია, რომ ემოციები დაგძლევს და ვერაფერს ეტყვი, სათქმელი დაწერე და შემდეგ პირადად წაუკითხე.

OLYMPUS DIGITAL CAMERA

3. გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე იმოქმედე

სწორი მომენტის შერჩევა ძალიან რთულია. არ არის აუცილებელი ეს მტკივნეული მოვლენა შენი პარტნიორის დაბადების დღეს ან სხვა რომელიმე მნიშვნელოვან დღეს დაამთხვიო, პირიქით. თუმცა ნუ დაელოდები იდეალურ მომენტს. დიდ ხანს მოგიწევს ლოდინი, სანამ გააცნობიერებ, რომ ის არ დადგება.

როცა სრულად დარწმუნდები, რომ გსურს დაშორება, არ დააყოვნო. რა თქმა უნდა, ქორწინების შემთხვევაში, საკითხი უფრო რთულდება, მაგრამ თუ საკუთარ თავთან გულწრფელი ხარ, მიხვდები, როდის გექცა სიყვარული ცარიელ მოვალეობად.

4. ნუ გააანალიზებ ურთიერთობას

განშორება იმისთვის არ არის, რომ მოჰყვე და ახსნა, თუ რატომ არ გამოვიდა ყველაფერი ისე, როგორც დასაწყისში გეგმავდით. თუ ამას იზამ, მეორე მხარეს იმედი მიეცემა, რომ ჯერ კიდევ არის შანსი იმისა, რომ ყველაფერი გამოასწოროს. შენ უნდა თქვა – რატომ, თუმცა შენი პოზიციის არგუმენტირებას არ უნდა მოჰყვე. ფოკუსირება მოახდინე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

5. არ გააგრძელო ურთიერთობა

თუ ადამიანს დაშორდები, ნუ სთხოვ მეგობრებად დარჩენას. ასე კვლავ და კვლავ, ფუჭ იმედს უსახავ. თუ დაასრულე, დაასრულე! მესმის, რომ მთელი იმ პერიოდის მანძილზე, რაც ერთად იყავით, უზომოდ მიეჩვიე. ამიტომ უნდა ისწავლო, როგორ გააგრძელო ცხოვრება მის გარეშე. მას, შესაძლოა, არ შესწევს უნარი, თავი დაგანებოს და ყოველ დაძახებაზე შენთან არ გაჩნდეს, მაგრამ ეს უსამართლობა იქნება შენი მხრიდან. ნუ იქნები ეგოისტი – მიეცი ცხოვრების გაგრძელების საშუალება.

Brake up (2)

6. პირველივე კვირას ნუ „ჩამოხსნი“ თქვენს საერთო სურათებს და ნუ შეცვლი ურთიერთობის სტატუსს Facebook-ზე

დაიმახსოვრე: ის, თუ როგორ უმკლავდები განშორებას, შენზე ბევრის მეტყველია. ნუ აჩქარდები! პატივი ეცი საკუთარ თავს და წარსულ ურთერთობას. იყავი ძლიერი, მაგრამ, გულისხმიერი.

წარმატებას გისურვებ!