Home ურთიერთობები

ვფიქრობ მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს ადამიანი ვისაც არ გაუგია ქალის ”პროსტატის” იგივე G – წერტილის შესახებ, თუმცა ალბათ ძალიან მცირე იქნება ადამიანების ის რაოდენობა რომელიც გვეტყვის სად? როგორ? როდის? ან რანაირად? უნდა მივაკვლიოთ და ”მოვეფერეოთ” ამ ადგილს.

სექსი

G – წერტილზე ბევრია მითი და ლეგენდა, ადამიანების უმეტესობას მასზე მხოლოდ გაკვრით აქვს გაგონილი და შემდეგ უკვე აღარც ჩაძიებია ამ საკითხს, თუმცა იმ ქალებმა , რომლებიც საკუთარ სხეულს კარგად იცნობენ უკეთ იციან რა და როგორ.

სად მდებარეობს  G – წერტილი?

ქალური ”პროსტატა” ანუ იგივე  G – წერტილი მდებარეობს ვაგინის წინა კედელზე დაახლოებით 3 -5 სანტიმეტრის სიღრმეზე. თუ ქალი არ არის აღგზნებული მაშინ ეს წერტილი ზომაში მუხუდოს მარცვალს ჰგავს, აღგზნებულ მდგომარეობაში კი 3 ჯერ დიდია ზომით.

ამ წერტილის (ადგილის) პოვნა ვაგინაში არც თუ ისე რთულია, მიწვდომა თითითაც შეიძლება და თუ კარგად დაუკვირდებით ვაგინის ხაოიანი

G წერტილი

კედლებისგან განსხვავებით ეს ადგილი ოდნავ უფრო მკვრივი იქნება და ბურთულის ტიპის ქსოვილი დაგხვდებათ.

რა არის  G – წერტილი?

ქალების უმეტესობისათვის ეს არის ყველაზე მგრძნობიარე ეროგენული ზონა რომლის სტიმულაციაც სასწაულ სიამოვნებას ანიჭებს მათ. ასევე ქალების არც თუ ისე მცირე ნაწილს  G – წერტილის ხანგრძლივი სტიმულაციისას შარდის შეუკავებლობაც აქვთ.

მეცნერები ამტკიცებენ რომ  G – წერტილი წარმოიშვა ქალის ორგანიზმში არსებული , გამოუყენებელი პროსტატის ქსოვილებისაგან. ამ სპეციფიური ქსოვილის უცნაური ცვილებისა და გარდაქმნის შესაძლებლობის წყალობით ხდება ამ ზონის ჩამოყალიბება  ქალის სხეულში, თუმცა ზოგ შემთხვევაში ის იმ ზომის ხდება, რომ შესაძლებელია დამოუკიდებელი ორგანოც კი ვუწოდოთ , ხოლო სხვა შემთხვევაში იმდენად უმნიშვნელოა ზომაში რომ მისი პოვნა ძალიან ძნელდება.

რა უნდა ვუყოთ  G – წერტილს?

მთავრია ის აღმოაჩინოთ, შემდეგ კი პატარა კვლევის საფუძვლეზე უნდა დარწმუნდეთ რომ მისი სტიმულირება სასიამოვნოა და არ აქვს უკუჩვენებები (როგორიცაა შარდის შეუკავებლობა).

მეცნიერებისა და მედიკოსების რჩევით  G – წერტილის სტიმულირება შემდეგნაირად ჯობია:

4 თითი უნდა მოთავსდეს ვაგინაში (ორი ფალანგის სიგრძეზე) შემდეგ კი უნდა მოიხაროს ყველა თითი ერთდროულად  პირველ ფალანგაში ვაგინის წინა კედლის მიმართულებით ( G – წერტილის გამოდევნის იმიტაცია რომ მოხდეს). თუმცა მხოლოდ ეს მარტივი მოძრაობა არ კმარა სიამოვნების მისაღებად, ექსპერიმენტის დროს აუცილებელია დაჭერისა და სტიმულირების სიხშირეზე დაკვირვებაც. მანამ სანამ ამ ექსპერიმენტის ჩატარებას დაიწყებთ აუცილებელია რომ ვაგინა საკმარისად იქნას დასველებული  (ანუ აღგზნებული).

მოძრაობა

G – წერტილის სტიმულაციისას დაწოლა ხდება შარდის ბუშტზეც , ამიტომ სულაც არაა გასაკვირი თუ ქალს საჭირო ოთახში გასვლა მოუნდება ამ დროს, ამიტომაა აუცილებელი აქტის წინ  ფიზიოლოგიური მოთხოვნების დაკმაყოფილება.

სექსუალური აქტის დროს საკმაოდ რთულია პენისით  G – წერტილის სტიმულირება , თუმცა ამისათვის არსებობს შესაფერისი პოზები (როგორიცაა ”ქალი ზემოდან” ან ”კოვზები” ფეხზე მდგარ პოზაში).

დიდია ალბათობაა იმისა რომ პირველივე ცდაზე  G – წერტილის სტიმულაცია არც სასიამოვნო იყოს და არ ორგაზმამდე მიღწევისთვის საკმარისი, თუმცა რეგულარული პრაქტიკა გარანტირებულ შედეგს იძლევა .

საბოლოო ჯამში ისევე როგორც ქალები  G – წერტილიც ინდივიდუალურია, ის შეიძლება იყოს მეტად ან ნაკლებად მგრძნობიარე, თუმცა კიდევ კარგი რომ ის ერთადერთი ეროგენული ზონა არ არის ქალის სხეულზე….

ასე რომ ეძიეთ სიახლეები და მიიღეთ სიამოვნება კარგი აქტის შედეგად.

არ დაგავიწყდეთ მთავარია სექსი უსაფრთხო იყოს!

ავტორი
Mariam Blanc
რთულია ორი სიტყვით მოგიყვეთ ჩემს შესახებ, ყველაფერი რაც მიყვარს და მაღელვებს ჩემს ბლოგზეა თავმოყრილი, დანარჩენის გასაგებად კი ჩემი გაცნობაა საჭირო ^^ www.busuna.ge
12 კომენტარი to this post
  1. 4 titi mgoni zedmetia, 2 titic kofnis vaginashi shesayofad. aseve daamatebdi rom arsebobs specialuri vibratorebi, romlebsac g -spotis stimulaciistvis shesaferisi forma aqvt.

  2. სითხე, რომელიც გამოიდევნება G-spot-ის სტიმულირების შედეგად მიღებული ორგაზმის დროს (ინგლისურად ამას squirting ქვია), შარდი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შარდი ა რ ა რ ი ს ! სულ სხვა კონსისტენცია აქვს. რაც შეეხება მოშარდვას, ჯობია საქმის დაწყებამდე მოვილიოთ ფისი-ფისი : ))) ხოდა კიდევ, გადაკითხული მაქვს ამ თემაზე თუ რაიმე ინფო არსებობს და 4 თითი ჯერ არსად შემხვედრია : )) აი 2 თითი კი ნამდვილად : )))) 4 თითზე მშობიარეები იხსნებიან, გაიზ! :D

  3. @Keti: Squirting ზმნა არის და არსებით სახელს ვერანაირად ვერ ერქმევა : ))

  4. მართალია, შარდის შემადგენელ ნაწილს შეიცავს მცირე დოზით, რაც თავისთავად მცირე რაოდენობით შარდს გულისხმობს, მაგრამ კვლევებით დადგინდა, რომ უშუალოდ შარდი არ არის და შეიცავს სხვა დანამატებს.

  5. rac aq weria umetesoba simartlea magram 4 titi ar aris sachiro erti titic sakmarisia da tu gindat ro qals dauviwyari game acuqot g wertilis daxmarebit gaatavebinet da chkuidan gadava bevri ver udzlebs orgazms

შენ რას იტყვი?