dew

ბევრი თინეიჯერი და მოზრდილიც კი ძალიან იბნევა, როდესაც პაემნის პირველი დღე დგება. გული იწყებს ცემას ისე, როგორც არასდროს, ფეხები გიკანკალებთ, სული გეკვრით… რა თქმა უნდა ეს იმიტომ, რომ თქვენ არ იცით კარგი და თავბრუდამხვევი კოცნის საიდუმლოებანი!

ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები დაგეხმარებათ გახდეთ პარტნიორისთვის ყველაზე სასურველი მკოცნელი.

1) იყავით მომთმენი. ამ შემთხვევაში, თქვენ აჩქარების არანაირი მიზეზი არ გაქვთ. დაიცადეთ იქამდე, სანამ პარტნიორის განწყობა არ გახდება კარგი და გახსნილი. აყევით “სხეულის ენას”, შეეცადეთ ამით მიიპყროთ თქვენი პარტნიორის ყურადღება, ნელ-ნელა აიყოლიოთ თამაშში და შემდეგ დაიწყოთ კოცნა. ყველას მოსწონს რომანტიკული და ნაზი დაწყება.

2) აუცილებლად გამოიხეხეთ კბილები და სპეციალური ძაფებით გამოისუფთავეთ კბილებს შორის ადგილები.

2) შეამოწმეთ, რომ თქვენი ტუჩები არ არის გაუხეშებული, თუ ასეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი და უფერული ბალზამი, ტუჩების დასარბილებლად.

3) არ დაგავიწყდეთ სუნთქვა. ისუნთქეთ ცხვირით, ნელა და რეგულარულად და არავითარ შემთხვევაში არ ისუნთქოთ მძიმედ.

4) იმოქდეთ ხელებითაც. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელებიც და ამით კოცნის პროცესი მეტად რომანტიკული და ამაღელვებელი გახადოთ. ძალიან ნაზად მოეფერეთ პარტნიორს სახეზე, ან შეუცურეთ მას თმაში ხელი, ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად აღაგზნებს პარტნიორს.

არასდროს არ გააკეთოთ:

1) არასდროს აკოცოთ პარტნიორს გაღებულ ტუჩებზე.

2) კოცნის დაწყებისთანავე ენას ნუ გამოიყენებთ, დროებით დატოვეთ ის პირში. ენის გამოყენება უნდა მოხდეს მოგვიანებით და ეს უნდა მოხდეს ძალიან ბუნებრივად.

3) როდესაც კოცნისას ენის გამოყენებას დაიწყებთ, იფრთხილეთ, რომ თქვენს პარტნიორს სული არ შეეკრას. ეცადეთ, რომ ენა არ ჩაიტანოთ სულ უფრო და უფრო დაბლა, პარტნიორის ყელისკენ.

4) არასდროს უკბინოთ პარტნიორს. ამით შეიძლება ძალიან ატკინოთ მას და აღარ გაუჩნდეს კოცნის გაგრძელების სურვილი.

5) გაითვალისწინეთ მათი სურვილებიც და მხოლოდ თქვენი ნება-სურვილის მიხედვით ნუ იმოქმედებთ. ნურაფერს აიძულეთ პარტნიორს, ეცით პატივი მას.

6) კოცნის პროცესში არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ კვნესა, რადგან ამით, თქვენ, ცხვირიდან გამოყოფილი ჰაერით უხეშს და არაკომფორტულს გახდით კოცნის პროცესს.

7) როდესაც კოცნას დაასრულებთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შექმნათ უხერხული სიჩუმე, ეცადეთ თქვათ რამე რომანტიკული.

თუ კი თქვენ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენს პარტნიორს კოცნის ძალიან თავბრუდამხვევ და ამაღელვებელ წუთებს უსახსოვრებთ.

წყარო – healthyandbeloved