იმის მიხედვით თუ როგორ საჩუქრებს გჩუქნის შენი საყვარელი მამაკაცი, კარგად შეძლებ მისი სიყვარულის “გაზომვას”!

  • თუ დიდი ხნის ოცნება აგისრულა და ის ნივთი გაჩუქა, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობ და თან ეს ყველაფერი ისე მოახერხა რომ, მისთვის არაფერი გითქვამს, იმას ნიშნავს, რომ შენ აზრებს კითხულობს და ნამდვილად ცდილობს გასიამოვნოს.
  • ფუმფულა დათუჩას, მუსიკალური ზარდახშას და მსგავსი “სისულელეებს” ისეთი მამაკაცები ჩუქნიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალებს მხოლოდ სენტიმენტალური და რომანტიკული საჩუქრები ხიბლავთ. თუ ასეთი საჩუქარი მიიღე ხუმრობით შეახსენე, რომ მომავალ წელს უკვე დიდი გოგო იქნები.
  • თუ საყვარელი ადამიანი პრაგმატულ საჩუქარს გჩუქნის, ეს ნიშნავს, რომ იგი შენს კარგად ყოფნაზე ზრუნავს. იგი საკმაოდ საიმედო პარტნიორია!!!!
  • ხოლო საყვარელი მამაკაცი უძვირფასეს საჩუქარს გჩუქნის? – იგი თქვენს ურთიერთობაში სერიოზულ ინვესტიციებს დებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის სურვილს, რომ ყოველთვის მასზე იფიქრო.