საჩუქრის შერჩევა არც ისეთ ადვილი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მით უმეტეს, მამაკაცისთვის. არჩევანი არც მთლად ფართოა, თანაც, შეცდომების არც დრო გვაქვს და არც უფლება. თებერვალი სწორედ ის დროა, როცა შეყვარებულები იწყებენ იმაზე ფიქრს, რა გაუხარდებათ მათ რჩეულებს. შენც მათ რიცხვს მიეკუთვნები? არ იცი, რა აჩუქო საყვარელ მამაკაცს? დაგჭირდება მხოლოდ მისი დაბადების თარიღის ცოდნა. ეს სტატია კი დაგეხმარება საჩუქრის შერჩევაში.

ვერძი (21.03-20.04)

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცს ხშირად ძლიერი, ძალაუფლების მოყვარული ხასიათი აქვს, რომელსაც ყველაფერში ავლენს. ქალისგან კი გაღმერთებას ელის, ამიტომ აქე, ოღონდ არა პირდაპირ და მისთვის საჩუქარი გამოიყენე. კარგი იქნება ძვირფასი აქსესუარი სამუშაო მაგიდისთვის ან უნიკალური კალამი, სიგარების კრებული;თვითონ შეიძლება არც მოწიოს, მაგრამ დარწმუნებული იყავი, იგი მათ  ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მოათავსებს. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც საჩუქარს უნდა მოაყოლო, შენი აღფრთოვანება, თავდადება და ენთუზიაზმია.

კურო (21.04-21.05)

კურო მამაკაცები 2 ტიპად იყოფიან. პირველი ტიპი თავშეუკავებელი და უწესოა ქალების მიმართ, როცა მეორე ტიპი  საკუთარ თავში დარწმუნებულია და მიზანმიმართულადაც აზროვნებს. მაგრამ, ხშირად, ეს ორი მხარე ერთ მაამკაცშიც თვსდება. თუ შენ გადაწყვეტ, იცხოვრო კუროსთან ერთად, საჩუქარიც სწორედ ამას უნდა გამოხატავდეს. ის შეიძლება იყოს რაიმე ისეთი საგანი, რომელიც კუროს სახლში გამოადგება, სახლის რბილი ჩუსტებისა და ხალათის ჩათვლით. თუ ასეთ სერიოზულ გეგმებს არ აწყობ, აბრეშუმის ჰალსტუხითაც ადვილად გამოძვრები, თუმცა ეს საჩუქარიც მის სტილს და გემოვნებას უნდა ემთხვეოდეს.

ტყუპები (22.05-22.06)

ამ ნიშნის მამრებს აქვთ უნარი, შეაფასონ ყოველივე ლამაზი თვენს ცხოვრებაში. მათ შორის ხშირად ვხვდებით რომანტიკოსებს, რომელთაც ის ქალები უყვართ, რომელნიც მხოლოდ მათ წარმოსახვაში თუ არიან ლამაზები. ნიჭიერები არიან და უყვართ სწავლის პროცესი, ამიტომ, თუ თავს იმტვრევ იმაზე ფიქრით, რა აჩუქო გულის სწორ ტყუპს, წადი წიგნების მაღაზიაში და მისი საყვარელი ავტორის ახალი წიგნი უყიდე. შესაბამისად შეაფასებს ტყუპი რაიმე ორიგინალურ ან საიუბილეო გამოცემასაც. გაითვალისწინე, ისეთი საჩუქრის ჩუქება არ ღირს, რომელიც შენ რომანტიულ ურთიერთობებს სხვა ასპექტში წარმოაჩენს: მაგალითად ნივთები სახლისთვის და ოჯახისთვის.

კირჩხიბი (23.06-23.07)

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებს მართლაც ბევრი რამ შეუძლიათ, თუმცა არც შენ მოგიწევს ნაკლები ძალისხმევის დახარჯვა მისი გულის მოსანადირებლად. ამ ნიშნის მამაკაცები, არცთუ იშვიათად, ეგოისტები არიან მიუხედავად იმ რომანტიკული იმიჯისა, რომლითად საკუთარი თავის შემოსაზღვრა უყვართ. თუმცა, შენთვის უმჯობესია, მათმა პატივმოყვარეობამ არ ჩაგითრიოს, თორემ ერთ დღესაც აღმოაჩენ, რომ ის დიდი ხანია, ის შენ სახლში ცხოვრობს შენსავე ხარჯზე. ეს ადამიანები მიდრეკილნი არაინ, გაიქცნენ ილუზიების სამყაროში, ამიტომ სხვა ვერც ერთი ნიშანი ვერ შეაფასებს ფილმს ან თეატრალურ წარმოდგენას მათზე უკეთ. თამამად შეგიძლია, აჩუქო არამარტო ფილმების ჩანაწერები, არამედ სპექტაკლის ბილეტებიც, რომელსაც კირჩხიბი დიდი სიამოვნებით მიიღებს. აჩუქე მას ისეთი საჩუქარი, რომელიც შენ თავს გაახსენებს.

ლომი (24.07-23.08)

ლომი მამაკაცებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაუფლება და კარიერაა. შეიძლება სიამოვნებდეთ კიდეც ჩრდილში ყოფნა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. საკუთარი გულუხვობითა და ვნებით ნებისმიერი ქალის გულის მონადირება შეუძლიათ. უარყოფილი ლომი-მამაკაცი შეიძება დიდ პრობლემადაც გექცეს როგორც შენ, ასევე თვითონ მასაც. შეეცადე, არ გააკრიტიკო და გაუგო. საჩუქრების შერჩევისას დიდი ყურადღება და სიზუსტეა საჭირო; უნდა იცოდე, რა უყვარს, რითაა დაკავებული თვისუფალ დროს. მას მოეწონება ჰალსტუხის ძვირფასი აქსესუარები ან კარგი ხარისხის პარფიუმერია. მაგრამ თუ კარგად დაფიქრდები, მიხვდები, რომ მან დიდი ხანია გითხრა, რა გაუხარდებოდა საჩუქრად, თანაც, სულ მარტივად: საუბარში შემოგაპარა. საჩუქართან ერთად ნუ დაგავიწყდება, აჩუქე მას იმდენი სიყვარული და სითბო, რამდენსაც იმსახურებს.

ქალწული (24.08-23.09)

ამ ნიშნის სკეპტიციზმი  და ჩაკეტილობა საყოველთაოდაა ცნობილი. თუმცა შენ ყურადღება უნდა მიაქციო მათ სხვა , არანაკლებ მნიშვნელოვან თვისებასაც. ისინი არიან ადამიანები, მიდრეკილნი მუდმივი თვითსრულყფისაკენ და თანდაყოლილი კულტურულობითაც გამოირჩევიან. მარტოობა უყვართ, ამიტომ  მათი ყურადღების მიქცევა ცოტა რთულია. ამ ნიშნისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება ის, რაც დაეხმარება საკუთარი თავის უკეთესად გაცნობასა და ხასიათის წინააღმდეგობათა დაძლევაში. საჩუქარი შეიძლება იყოს ფილოსოფიური ტრაქტატი ან კლასიკური მუსიკის კონცერტი. მათ კარგად შეუძლიათ თქვენი გემოვნების შეფასება საჩუქრის მიხედვით. თამამად შეგიძლია, აჩუქო კარგი ღვინო ან კონიაკი. თუ ის რაიმეს საიდუმლო კოლექციონერია, თქვენ ვერ გაიგებ ამის შესახებ, თუ თავად არ ჩაგთვლის ნდობის ღირსად და არ გეტყვის. მაგრამ თუ მაინც გაიგე, რაშია მისი საიდუმლო, თამამად აჩუქე მას ყველაფერი, რაც მის ჰობისთანაა დაკავშირებული. ნამდვილად მოხარული იქნება.

სასწორი (24.09-23.10)

მიღებულია, რომ სასწორებს ჰარმონია და სიწყნარე უყვართ, თუმცა ეს ყოველთვის სიმართლე როდია.  ისინი ხომ მუდმივად საკუთარ თავთან და სამყაროსთან ბრძოლაში არიან. ცდილობენ, ყველას დაუმტკიცონ, რომ მომხიბვლელი და შეუდარებელი საყვარლები არიან, თუმცა ეს იშვიათადაა სიმართლე. უყვართ გარშემომყოფთა შოკირება, ასე, რომ მათთვის განკუთვნილი საჩუქრებიც ექსტრავაგანტური უნდა იყოს. სასურველია, საჩუქარი სპეციალურად მათთვის იყოს შექმნილი, მაგალითად, იშვიათი თამბაქო, ორიგინალური აქსესუარები და სხვა. ფასზე კი, ჯობს, ნუ იძუნწებ.

მორიელი (24.10-22.11)

მამაკაცი მორიელები, როგორც წესი,  ტემპერამენტიანები არიან. მათგან ყველაფერს უნდა ელოდე. ასეთ ადამიანთან მიჩვევა ძნელია, მაგრამ როცა მის მგრძნობიარე ბუნებასაც გაიცნობ, მასთან დაშორება ნამდვილად გაგიჭირდება. მათ უყვართ ყევლაფერი ზედმეტი, ამიტომაც, ნამდვილად ბედნიერები იქნებიან, საჩუქარიც თუ კმაყოფილებასთან ან საკვებთან იქნება დაკავშირებული.  შესაბამისად დააფასებენ საჩუქარსაც, რომელიც მათ სექსუალურ ფანტაზიებსაც გაუღვიძებთ. მორიელი სწორედ ის მაამკაცია, ვისაც ნამდვილად გაახარებს საჩუქრად შენი შიშველი სხეული ბაფთით. ცხადია, ბაფთის ადგილი შენს გემოვნებაზეა დამოკიდებული :) .

მშვილდოსანი (23.11-22.12)

მხიარული, ენერგიული და, რაც მთავარია, ტემპერამენტიანია, მთელი ცხოვრება ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გული დაამსხვრიოს. როგორც წესი, პანიკაში აგდებს იმაზე ფიქრი, რომ ერთ დღესაც დაბერდება და მოუქნელი გახდება, ამიტომაც სპორტითაა დაკავებული და გარეგნობაზეც ზრუნავს. ნამდვილად არ ეწყინება, თუკი სპორტდარბაზის, ან საცურაო აუზის აბონიმენტს აჩუქებ. მაგრამ მის პატარ-პატარა სისუსტეებსაც მიაქციე ყურადღება. თუ მშვილდოსანმა გადაწყვიტა, ცოტა ხნით ფორმას არ მიხედოს და კარგად დანაყრდეს, მოუმზადე საყვარელი კერძი, ან დაპატიჟე ვახშამზე. იყავი მომხიბვლელი და ის დიდ ხანს დარჩება შენთან.

თხის რქა (23.12-20.01)

ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ყველაზე ამტანები არიან როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერადაც. დასახული მიზნისთვის ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ეს თვისება ყველაფერს ეხება. ასე, რომ, თუ თხის რქამ გადაწყვიტა, შენზე იქორწინოს, სხვა გზა, უბრალოდ, არ გაქვს. შენ მისი ცხოვრების აზრი გახდები, მაგრამ ხანდახან, შეიძლება, ქვის კედლის მიღმაც იგრძნო თავი, რადგან ზოგი თხის რქა-მამაკაცი ასკეტიზმისკენაა მიდრეკილი და დიდი ხალისით არც გლამურს და არც მოდას ეკიდება. შეცდომა იქნება, თუკი ასეთ მამაკაცს რაიმე ულტრამოდურს აჩუქებ. ის შენს შემოქმედებითობას და ეკონომიურობას უფრო დააფასებს. საჩუქარი, ცხადია, ძალიან იაფფასიანიც არ უნდა იყოს და ოჯახისთვის გამოსადეგ ნივთადაც უნდა იქცეს. არ დაგავიწყდეს მისალოცი ბარათიც და სიყვარულნარევ ტექსტსაც ნუ დაიშურებ. ასაკით ცოტა დიდი თხის რქები ჯეროვნად დააფასებენ საკოლექციო სასმელს, ძვირფას სიგარასა და ჰალსტუხის საკინძესაც.

მერწყული (21.01-19.02)

მამაკაცი მერწყულები მრავალმხრივი ნატურები არიან და საკმაოდ ხშრად უღიტინებთ წინააღმდეგობის სული. მაგალითად, შეიძლება არ უყვარდეთ დრამატიზირება, მაგრამ გიჟდებოდნენ პუბლიკის შოკირებაზე; უყვართ მისტიური თემატიკა. ბევრი მათგანი რელიგიურია, ამიტომ თუ რაიმე ისეთის ჩუქებას აპირებ, რომელიც სხვა რელიგიას უკავშირდება, სიფრთხილე გამოიჩინე. გაორებული მეს პატრონები არიან და აფასებენ ირიგინალობას. ნუ აიძულებ, სიმფონიური ორკესტრის მოსმენას, მას მოდური კლუბი და ახალი შეგრძნებები ურჩევნია. თუ რაიმე ჩანაწერის ჩუქქება გინდა, მაქსიმალურად შეუსაბამე მის გემოვნებას; აქე მისი თავმოყვარეობა, არ შეზრუდო მისი თავისუფალი სული და შენ მასთან ერთად დიდ ხანს დარჩები.

თევზები (20.02-20.03)

მათ ხასიათს რაღაც იდუმალი ჩრდილი გასდევს. ინტუიციას არ უჩივიან და ამიტომაც, ხშირად მელანქოლიასა და და ფორიაქსაც ვერ სცდებიან.  უმეტესად კომფორტი, სიმყუდროვე უყვართ და ყველაფერი ის, რაც ამ სიმყუდროვის ბუდის – სახლის მოწყობაში დაეხმარებათ: მოხერხებული დივანი, ბალიში, სანთლები და ბევრი სხვა რამ. თუ თევზი კოლექციონერია, აუცილებლად აჩუქე ის, რასაც აგროვებს მიუხედავად საჩუქრის ღირებულებისა და დამერწმუნე, ბედნირი დარჩება.