შეიძლება  აღმოაჩინო ვინმე, რომელთანაც ვერ გადაგიწყვეტიათ, რა ფორმა მისცეთ თქვენ ურთიერთობას. ჩვენს მიერ დაწერილი რამდენიმე მითითება დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

განსაზღვრე საიდან მოდის გრძნობები

თუ თქვენ იცნობთ მას უკვე მრავალი წლის განმავლობაში და უეცრად რაღაც შეიცვლება თქვენს ურთიერთობებში, შეიძლება კი თქვენი გრძნობა მეგობრობის ფარგლებს გასცილდეს? როდესაც ორი ადამიანი ურთიერთობას დაიწყებს მეგობრობის სახით, საუკეთესო სასიყვარულო ურთიერთობის განვითარება შეიძლება. რადგან თქვენ მას უკვე კარგად იცნობთ, რადგან თქვენი ურთიერთობა არ ეფუძნება სექსუალურ კავშირს.

თუმცა ამ ყველაფერს თან ახლავს რისკებიც – მეგობრის დაკარგვა.

მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ საიდან მოდის თქვენი გრძნობები. როგორი დამოკიდებულება გაქვთ მასთან.  თქვენ შეიძლება მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ თქვენი მეგობარი გიყვართ, რადგან ის სწორედ მაშინ აღმოჩნდა თქვენს გვერდით, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდათ.

აპატიე შენს მეგობარს, თუ ის არ გრძნობს იმავეს

თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიწყოთ სასიყვარულო ურთიერთობა თქვენს მეგობართან, მაშინ პირველ რიგში თქვენ უნდა გაარკვოთ აქვს თუ არა იგივე გრძნობა მას თქვენს მიმართ.

ამისთვის საუკეთესო და მარტივი გზა არის უბრალოდ ჰკითხოთ მას. ეს შეიძლება იყოს უხერხული მომენტი, მითუმეტეს თუ ის გაგცემთ ურყოფით პასუხს. მაგრამ თუ თქვენ კარგი მეგობრები ხართ უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც შეგიძლიათ ისევ მეგობრებად დარჩეთ.

დაფიქრდი რა მოგწონს მასში

სანამ თქვენ გადადგამთ პირველ ნაბიჯს და გააწყვეტთ უთხრათ თქვენი გრძნობების შესახებ, დაფიქრდით, თუ რა გსურთ რეალურად. გინდათ კი ასეთი ურთიერთობა?

დაფიქრდით რითი არის ის თქვენთვის მიმზიდველი, თუნდაც სექსულურად მიმზიდველი. თუ თქვენ დაფიქრდებით და გაანლიზებთ რომ არა, მაშინ შეგიძლიათ გააგრძელოთ მეგობრობა.

და კიდევ ერთი, თუ გსურთ თქვენი მეგობარი თქვენი შეყვარებული გახდეს, მნიშვნელოვანია, რომ შეეშვათ სხვებთან ფლირტს გაბმას, იმოქმედეთ როგორც შეყვარებულმა ადამიანმა და არა მეგობარმა.